Baby Bag

„მასწავლებლის ხელფასი სამჯერ გაიზრდება და 1500-დან 1800 ლარამდე გახდება“

„მასწავლებლის ხელფასი სამჯერ გაიზრდება და 1500-დან 1800 ლარამდე გახდება“
„ჩვენი რეფორმის ერთერთი შედეგი უნდა გახდეს ის, რომ პედაგოგი, როგორც პროფესია, უნდა იყოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული. საქსტატმა გამოაქვეყნა სხვადასხვა სექტორში არსებული საშუალო ხელფასი და განათლების სექტორში ხელფასი არის ერთერთი ყველაზე დაბალი, რაც პირადად ჩემთვის, არის დიდი ტრაგედია, ვინაიდან სახელმწიფოში სწორედ პედაგოგის შრომა უნდა იყოს ყველაზე მეტად დაფასებული. ჩვენი გეგმის მიხედვით, მასწავლებლის ხელფასი უნდა იყო 1500-დან 1800 ლარამდე. რაც ნიშნავს, რომ ხელფასს ვზრდით სამჯერ. ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი.“

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

შეიძლება დაინტერესდეთ

შალვა ნათელაშვილი სკოლებში უფასო ერთჯერადი კვების დამკვიდრებას ითხოვს

შალვა ნათელაშვილი სკოლებში უფასო ერთჯერადი კვების დამკვიდრებას ითხოვს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტს ახალი კანონის ინიცირების მოთხოვნით მიმართავს და სკოლებში უფასო ერთჯერადი კვების დამკვიდრებას ითხოვს. 

გთავაზობთ შალვა ნათელაშვილის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით: 

„მე გავუგზავნი პარლამენტის თითოეულ წევრს შესაბამის წერილს, მოთხოვნით გამცენ პასუხი, უახლოეს დღეებში დააყენებენ თუ არა კენჭისყრაზე კანონპროექტს, სკოლებში უფასო ერთჯერადი კვების შესახებ. ეს არ არის მემარცხენე გამოგონება, ევროპის საჯარო სკოლებშიც კი, სადაც საშუალო შემოსავალი 3000 – 5000 ევროა, მაგალითად სკანდინავიაში, სკოლებში ერთჯერადი სავალდებულო საბიუჯეტო კვება არის როგორც წესი უძველესი ტრადიცია, რომლის შეცვლაც კი თავში არ მოუვა არც ერთ ხალხის მოძულე პოლიტიკოსს, თუ რა თქმა უნდა, იქ ასეთი არსებობს.“
წაიკითხეთ სრულად