Baby Bag

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - ინფორმაცია თანხის დაბრუნების თაობაზე

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - ინფორმაცია თანხის დაბრუნების თაობაზე

აპელაციისათვის შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე განაცხადები მიიღება 17 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით: https://online1.naec.ge/oapp.

განაცხადით მომართვა შეუძლიათ იმ პირებს, რომელთაც:
  • საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ შეფასება;
  • ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას თანხა ზედმეტად გადაიხადეს;
  • სააპელაციო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი ან აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვეს ნაშრომის გასაჩივრებაზე.

​თანხა მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვიდრე 1 კვირაში საკუთარი კულინარიული შედეგების გაზიარებას ამაყად დაიწყებთ... იქნებ სკოლებშიც გვეცადა თუნდაც 1 სენდვიჩისა და ჭიქა რძის შეთავაზება ბავშვებისთვის“

„ვიდრე 1 კვირაში საკუთარი კულინარიული შედეგების გაზიარებას ამაყად დაიწყებთ... იქნებ სკოლებშიც გვეცადა თუნდაც 1 სენდვიჩისა და ჭიქა რძის შეთავაზება ბავშვებისთვის“
„ვიდრე 1 კვირაში საკუთარი კულინარიული შედეგების გაზიარებას ამაყად დაიწყებთ მეგობრების ლაიქების მოლოდინში, სიღარიბისთვის განწირული ბავშვები გაიხსენეთ, რომლებიც მშივრები იღვიძებენ და იძინებენ...
უფასო საბავშო ბაღები თავისი თუნდაც მწირი მენიუთი ბევრი ბავშვისთვის ფიზიკური გადარჩენის და განვითარების ერთადერთი გზა აღმოჩნდა. იქნებ სკოლებშიც გვეცადა თუნდაც 1 სენდვიჩისა და ჭიქა რძის შეთავაზება ბავშვებისთვის. ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ აკადემიურ ჩამორჩენილობას სიღარიბე შეიძლება განაპირობებდეს. ღარიბ ოჯახში გაზრდილ ბავშვს ნაკლები შანსი აქვს სოციალური მობილობის. თუ ამ მიმართულებით გარღვევა არ მოხდა, ვიტრიალებთ მოჯადოვებულ წრეზე.“

აღნიშნულის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, მანანა რატიანმა სოციალურ ქსელში ​დაწერა.

წაიკითხეთ სრულად