Baby Bag

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდის შედეგები?

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდის შედეგები?

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდის შედეგები? - ამ კითხვით ​MomsEdu.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. როგორც ცენტრში აღნიშნეს, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა შედეგების გამოქვეყნება სექტემბრის პირველი რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიწყება.

მათივე ცნობით, სწორი პასუხები და შეფასების სქემაც შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება.

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება 2021 - გამოყენებული ტესტები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს.  ​სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების ტესტი - I ვარიანტი​სპეციალური მასწავლებლის პროფე...

შეიძლება დაინტერესდეთ

პროფესიიდან გასვლა არ არის მარტივი, შინაგანად ძალიან განვიცდი და ვღელავ

პროფესიიდან გასვლა არ არის მარტივი, შინაგანად ძალიან განვიცდი და ვღელავ

დოდო გურგენიშვილი 48 წელია დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„სოფელ ხიდისთავის სკოლაში დავიწყე მასწავლებლობა. შემდეგ რამდენიმე
სკოლა გამოვიცვალე. ბოლოს 106-ე საჯარო სკოლაში დავფუძნდი და უკვე 33 წელია აქ ვარ.

ჩემი აზრით, გარდა ბავშვების სიყვარულისა, აუცილებელია პედაგოგს ფართო ზოგადი განათლება ჰქონდეს, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მასწავლებელს.

პროფესიიდან გასვლა არ არის მარტივი, შინაგანად ძალიან განვიცდი და ვღელავ. ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებლები უყვართ, მათ უნდა დავუთმოთ გზა. სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილებამ ღირსეულად მაგრძნობინა თავი.“

წაიკითხეთ სრულად