Baby Bag

დირექტორთა გამოცდები, სავარაუდოდ, მალე დაინიშნება! - ტრენინგზე რეგისტრაცია 24 აგვისტოს სრულდება

დირექტორთა გამოცდები, სავარაუდოდ, მალე დაინიშნება! - ტრენინგზე რეგისტრაცია 24 აგვისტოს სრულდება
2021 წლის 9 აგვისტოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ​ბრძანება. ის შეეხება საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის ცვლილებებს.

აღნიშნულ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი 2020 წლის გაზაფხულიდან უვადოდ გადაწეული კონკურსის ჩატარების დროის შესახებ, თუმცა რადგან ნორმატიულ აქტში ცვლილებები განხორციელდა, სავარაუდოა, რომ უწყება დირექტორების კონკურსისთვის უკვე ემზადება.

მოცემული ცვლილებების საფუძველზე პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი გთავაზობთ დირექტორთა სერტიფიცირების პროგრამას, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო ტრენინგ-მოდულს, რაც აღნიშნული გამოცდის ჩასაბარებლად არის საჭირო.

ტრენინგის ხანგრძლივობაა 30 საათი (1,5 თვე). 
მასში შედის სამი ნაწილი:

  • ზოგადი უნარები
  • პროფესიული უნარები
  • კანონმდებლობა

სემინარები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, თითო სემინარის ხანგრძლივობაა 2 საათი.

ტრენინგის მიმდინარეობისას მოგაწვდით შესაბამის თეორიულ მასალას და ტესტურ დავალებებს.

სრული კურსის ღირებულებაა 300 ლარი.

რეგისტრაცია სრულდება 24 აგვისტოს 23:00 საათზე.

ტრენინგი დაიწყება 26 აგვისტოს 17:00 საათზე.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: ​https://forms.gle/XRuXdZsgaspnHnes5

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 592 477 277 ან 591 504 325

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩაატარე ენების ევროპული დღე შენს სკოლაში!“ - ტრენინგი მასწავლებლის სახლში

„ჩაატარე ენების ევროპული დღე შენს სკოლაში!“ - ტრენინგი მასწავლებლის სახლში

11 ივლისს, მასწავლებლის სახლში ტრენინგი გაიმართა სახელწოდებით - „ჩაატარე ენების ევროპული დღე შენს სკოლაში!“ მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხის სკოლებიდან ჩამოსული 35 პირი მონაწილეობდა,  - ინფორმაციას მასწავლებელთ პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„ტრენინგი ევროპის კულტურულ ინსტიტუტთა გაერთიანების საქართველოს წარმომადგენლობა EUNIC - მა გამართა. 2012 წლიდან ყოველ 26 სექტემბერს, ევროპის კულტურულ ინსტიტუტთა გაერთიანების EUNIC საქართველოს წარმომადგენლობა სკოლის მოსწავლეებს ენების ევროპული დღის აღსანიშნავად იწვევს.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, უკეთ გაეცნონ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის კულტურულ თუ ენობრივ თავისებურებებს და მიიღონ პრიზები.

2019 წელს გაერთიანება EUNIC გეგმავს ენების ევროპული დღე მთელ საქართველოში აღნიშნოს,“ - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად