მასწავლებლობის მსურველმა საგნის გამოცდის გარდა, პროფესიული უნარებიც უნდა ჩააბაროს თუ არა და რას ისახავს მიზნად ეს ტესტი? - ამ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უპასუხეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე დარეგისტრირებულთათვის გაიმართა.
ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მასწავლებლობის მსურველი პირები მხოლოდ საგნის გამოცდას აბარებენ. პროფესიული უნარების ჩაბარების ვალდებულება კი პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს აქვთ. პროფესიული უნარების ტესტი მიზნად ისახავს იმის შეფასებას, თუ რამდენად აკმაყოფილებს პედაგოგი მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რამდენად შეუძლია მას სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვა, მოსწავლეთა სწავლით დაინტერესება და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვა, მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობებისა და კლასში ეთიკური ღირებულებების დამკვიდრება. მასწავლებლის პროფესიული უნარების კომპეტენციის დადასტურება იმის ერთგვარი წინაპირობაა, რომ სკოლებში იმუშავებენ პედაგოგები, რომელთაც არა მარტო შესაბამისი საგნის საფუძვლიანი ცოდნა ექნებათ, არამედ პროფესიისათვის აუცილებელი უნარებიც.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
ფასდება თუ არა გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება მხოლოდ მე-7-მე-12 კლასებშია შესაძლებელი:
„როგორც მოგეხსენებათ, დაწყებითი კლასების ეროვნული სასწავლო გეგმა ახალი რედაქციით ხორციელდება. I-VI კლასებში ახალი სტანდარტის მიხედვით, გამჭოლი კომპეტენციები არ არის. ამიტომ, ვინც დაწყებით კლასებს ასწავლის და სურს სამოდელო გაკვეთილის ჩატარება, ისინი გამჭოლ კომპეტენციაზე გაკვეთილს
ვერ ჩაატარებენ
. რაც შეეხება მე-7-მე-12 კლასებს, აქ ისევ ძველი ბრძანება მოქმედებს. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად,
იმ საგნებში, რომლებიც ამ კლასებში ისწავლება, შესაძლებელია
გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება,“ - აღნიშნეს მასწავლებლის სახლში
Moms.ge
-სთან საუბრისას.
ჩასწორება:
აღნიშული ინფორმაცია მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დღეს დილით მოგვაწოდა. თუმცა მას შემდეგ არაერთი მასწავლებლისგან მივიღეთ განსხვავებული ინფორმაცია. ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ ინფორმაციის დაზუსტებას და სიახლეს ოპერატიულად მოგაწვდით.