მასწავლებლობის მსურველმა საგნის გამოცდის გარდა, პროფესიული უნარებიც უნდა ჩააბაროს თუ არა და რას ისახავს მიზნად ეს ტესტი? - ამ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უპასუხეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე დარეგისტრირებულთათვის გაიმართა.
ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მასწავლებლობის მსურველი პირები მხოლოდ საგნის გამოცდას აბარებენ. პროფესიული უნარების ჩაბარების ვალდებულება კი პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს აქვთ. პროფესიული უნარების ტესტი მიზნად ისახავს იმის შეფასებას, თუ რამდენად აკმაყოფილებს პედაგოგი მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რამდენად შეუძლია მას სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვა, მოსწავლეთა სწავლით დაინტერესება და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვა, მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობებისა და კლასში ეთიკური ღირებულებების დამკვიდრება. მასწავლებლის პროფესიული უნარების კომპეტენციის დადასტურება იმის ერთგვარი წინაპირობაა, რომ სკოლებში იმუშავებენ პედაგოგები, რომელთაც არა მარტო შესაბამისი საგნის საფუძვლიანი ცოდნა ექნებათ, არამედ პროფესიისათვის აუცილებელი უნარებიც.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
ვინ შეაფასებს სკოლაში მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობას 2020 წლიდან
ვინ შეაფასებს სკოლაში მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობას 2020 წლიდან?
აღნიშნულ კითხვას მასწავლებლის პროფესიული გამვითარების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს.
მათი განმარტებით, მასწავლებლის შეფასებისა და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერის მიზნით სკოლებში ჩამოყალიბდება ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფები, რომლებიც მასწავლებლებს შეაფასებენ ორი მიზნით:
მასწავლებლის საქმიანობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა;
პროფესიული განვითარება.
სკოლის ბაზაზე მასწავლებლის საქმიანობის შეფასება ხორციელდება შემდეგი ორი მიმართულებით:
სწავლება (საკლასო და კლასგარეშე სასწავლო-აღმზრდელობითი საქმიანობები);