Baby Bag

საინფორმაციო შეხვედრა მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის

საინფორმაციო შეხვედრა მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრას ელექტრონულ ფორმატში ამჯერად მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე დარეგისტრირებულთათვის მართავს.
​​

შეხვედრა 9 ივნისს, 15:00 საათზე, Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება. დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას ტესტების შინაარსობრივ ნაწილსა და, ზოგადად, საგამოცდო პროცესის შესახებ ცენტრის საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები მიაწვდიან.
ონლაინ შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია სპეციალური ბმულის მეშვეობით. 

​​

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სან​დო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლობის მსურველთათვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტები - 2020

მასწავლებლობის მსურველთათვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტები - 2020

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლობის მსურველთათვის განკუთვნილ საგამოცდო ტესტებს აქვეყნებს. 

ცენტრის ცნობით, ნაეკის მიერ ჩატარებულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით, შესაბამისად, ამ მასალების ცენტრის ნებართვის გარეშე გასაჯაროვება (დაბეჭდვა, ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში განთავსება დ ა.შ.) აკრძალულია.

წაიკითხეთ სრულად