მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება.
ცენტრის ცნობით, შეხვედრა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, Teams პლატფორმაზე და მისი მიზანია „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გაცნობა, არსებული გამოწვევების გააზრება და „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავება. მასწავლებელთა უკუკავშირი და მოსაზრებების გაცვლა.
როგორც მასწავლების სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაინტერესებული მასწავლებლები.
შეხვედრის ხანგრძლივობა იქნება 2 საკონტაქტო საათი და მასზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 აპრილი.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
მასწავლებლის სახლის ლექცია-ვებინარი, რომელსაც ყველაზე დიდი გამოხამურება მოჰყვა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2 აპრილიდან განათლების სფეროს წარმომადგენლებს საინტერესო ლექცია-ვებინარებს სთავაზობს.
გთავაზობთ ერთ-ერთ ვებინარს, რომელსაც ყველაზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა. ონლაინ ლექცია სკოლის დირექტორებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი და მისი თემაა - კომუნიკაციისა და მართვის სისტემის აწყობა დისტანციურ რეჟიმში: გამოწვევები და წარმატებული გამოცდილება.