მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება.
ცენტრის ცნობით, შეხვედრა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, Teams პლატფორმაზე და მისი მიზანია „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გაცნობა, არსებული გამოწვევების გააზრება და „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავება. მასწავლებელთა უკუკავშირი და მოსაზრებების გაცვლა.
როგორც მასწავლების სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაინტერესებული მასწავლებლები.
შეხვედრის ხანგრძლივობა იქნება 2 საკონტაქტო საათი და მასზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 აპრილი.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
გამოცდაზე პედაგოგი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა - მასწავლებელთა გამოცდები 2019
მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ერთ-ერთი მასწავლებელი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე, 81%-ზე მეტი გამოცხადდა. პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იყო დაგვიანების 9 შემთხვევა. სესიებიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა. ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა გახდა, მესამე შემთხვევაში - არაფხიზელი მდგომარეობა“, - აღნიშნავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდები 10 ივლისს დაიწყო და 21 ივლისს დასრულდება.