მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებთან აქტიური თანამშრომლობით, აგრძელებს მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების სრულყოფას:
როგორც იცით, დაგეგმილია „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავება. შესაბამისად, ცენტრი იწყებს საქმიანობას აღნიშული დოკუმენტის შექმნის მიზნით. აქვე შეგახსენებთ, რომ „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ გააერთიანებს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასა“ და მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშრებულ სხვა დოკუმენტებს.
აღნიშული წესის ამოქმედებამდე, ცენტრმა დაგეგმა სქემის დანერგვის პროცესის შეფასება, რათა დროულად მოხდეს არსებული რისკების იდენტიფიცირება, წარმატებული პრაქტიკის შენარჩუნება და ხარვეზების გამოსწორება. სქემის დანერგვის პროცესის შეფასება მოიცავს:
მასწავლებელთა, სკოლის დირექტორთა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას (ფოკუსჯგუფებს, ტრადიციულ საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ ფორმატში);
დაინტერესებული პირების/ექსპერტებისა და ორგანიზაციების ჩართვას როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე;
ონლაინშეხვედრებსა და გამოკითხვებს.
შეფასების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემუშავდება „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ საბოლოო ვერსია.
„მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იწვევს თანამშრომლობისთვის დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს: info@tpdc.ge.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
პედაგოგები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ტესტში არაპროგრამული საკითხების გამო დავობენ
პედაგოგები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ტესტში არაპროგრამული საკითხების გამო დავობენ. მათ MomsEdu.ge-ს ტექსტი გამოუგზავნეს, სადაც დეტალურადაა ახსნილი, რას აპროტესტებენ. გთავაზობთ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგთა განცხადებას:
„20 ივლისს ჩატარდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა. საგამოცდო ტესტში შესული იყო არაპროგრამული საკითხები:
1. ჯოვანი ბელინი (3 ქულა)
2. პაულ კლეე (1 ქულა)
3. ანტონიო კანოვო (1 ქულა)
4. ნახატი (1 ქულა)
ამის გათვალისიწინებით, ან დაგვიმატეთ ეს ქულები ან ბარიერი დაწიეთ,“ - აღნიშნულია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგთა მიერ გამოგზავნილ განცხადებაში.