მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ესაა ის ცვლილებები, რომლებიც სქემაში შევიდა უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებთან დაკავშირებით.
მხოლოდ გარე დაკვირვებით სტატუსს შეიცვლიან ის მასწავლებლები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულები არიან გარე დაკვირვებაზე.
ახალი სქემის მიხედვით, სხვა უფროსს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად დასჭირდებათ კომპლექსური შეფასების გავლა.
ის მასწავლებლები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის იანვრისთვის (ეს ადრეც ეწერა).
ის მასწავლებლები, რომლებიც მეორე სემესტრში გადაიტანენ გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის 30 სექტემბრამდე,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა.
„როგორც მოგეხსენებათ, მასწავლებლობის მსურველები ვაბარებდით 2020 წლის სასერტიფიკაციო გამოცდებს. ვფიქრობთ, რომ არათანაბარ პირობებში ვართ პრაქტიკოს მასწავლებლებთან შედარებით. თუ მათ გადაუვადეს გამოცდა, ჩვენთვისაც შეიძლებოდა შეღავათის გაწევა. გთხოვთ, საშუალება მოგვცეთ, რომ ჩვენც გავიდეთ მიმდინარე წლის მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდაზე,“ - წერია პეტიციაში.
შეგახსენებთ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლების ტესტირება გადავადდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემოდგომაზე ჩატარდება. მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა კი ივლისში გაიმართა და მათ შემოდგომის გამოცდაზე გასვლის უფლება არ აქვთ.