მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ესაა ის ცვლილებები, რომლებიც სქემაში შევიდა უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებთან დაკავშირებით.
მხოლოდ გარე დაკვირვებით სტატუსს შეიცვლიან ის მასწავლებლები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულები არიან გარე დაკვირვებაზე.
ახალი სქემის მიხედვით, სხვა უფროსს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად დასჭირდებათ კომპლექსური შეფასების გავლა.
ის მასწავლებლები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის იანვრისთვის (ეს ადრეც ეწერა).
ის მასწავლებლები, რომლებიც მეორე სემესტრში გადაიტანენ გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის 30 სექტემბრამდე,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა.
,,აი ამას ნერგავს დღეს განათლების სისტემა'' - მინისტრის მოადგილე ეროვნულ სასწავლო გეგმაზე
განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე გადაცემაში ,,რა დროს ძილია'' ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ესგ-ს მიხედვით ბავშვმა არ უნდა დაიზუთხოს სასწავლო მასალა:
„ჩვენ ის თაობა ვართ, რომელსაც გვიწევდა გარკვეული ინფორმაციის დაზეპირება, მაგრამ ამ ცოდნას როგორ გამოვიყენებდით, ეს არ გვქონდა გააზრებული. განათლების სისტემა ახორციელებს რეფორმას და ეს რეფორმა არის სწორედ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რაზეც დგას ზოგადი განათლება. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა იმას ეუბნება სკოლებს, რომ საერთოდ დაივიწყეთ დაზუთხვა,'' - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.