მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ესაა ის ცვლილებები, რომლებიც სქემაში შევიდა უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებთან დაკავშირებით.
მხოლოდ გარე დაკვირვებით სტატუსს შეიცვლიან ის მასწავლებლები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულები არიან გარე დაკვირვებაზე.
ახალი სქემის მიხედვით, სხვა უფროსს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად დასჭირდებათ კომპლექსური შეფასების გავლა.
ის მასწავლებლები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის იანვრისთვის (ეს ადრეც ეწერა).
ის მასწავლებლები, რომლებიც მეორე სემესტრში გადაიტანენ გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის 30 სექტემბრამდე,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა.
,,მე რომ მკითხოთ, სკოლა კომპიუტერულ ტექნოლოგიებს არ იყენებს ისე, როგორც საჭიროა''
„მე რომ მკითხოთ, სკოლა კომპიუტერულ ტექნოლოგიებს არ იყენებს ისე, როგორც საჭიროა, ანუ მულტიმედია სწავლება ჩვენს სკოლებში არ მიმდინარეობს," - აღნიშნულის შესახებ ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ გადაცემაში ,,დიდი შესვენება'' ისაუბრა.
,,დღევანდელ დღეს, როცა ბავშვი მუდმივად თამაშობს კომპიუტერში, ფერად და საინტერესო სამყაროში იმყოფება და შემდეგ მოდის „სერ“, უფერო გაკვეთილსა და ფურცლებზე, რაც უინტერესოა მისთვის. ჩვენი დღევანდელი ცოდნა სხვა კონსტრუქციისაა, ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია ერთ პატარა „ულუფაში“ უნდა გაერთიანდეს. მულტიმედია საშუალებები საშუალებას გაძლევს შენ რომ ეკრანზევე გადაწყვიტო რაღაც პრობლემები, სასწაული შესაძლებლობებია. ეს არის კონკურენცია იმის, რისიც მშობლებს ეშინიათ. ასეთი ტიპის აქტივობა, რომელსაც სასწავლო პროცესში გამოვიყენებთ, ჩაანაცვლებს გართობის აქტივობას, როგორიცაა თამაში, უმიზნოდ სიარული და სოციალურ ქსელში ყოფნა,'' - აღნიშნა მან.