Baby Bag

​პედაგოგობის სამი თვე - ახალგაზრდა მასწავლებლების თვალით დანახული სკოლა და პრობლემები

​პედაგოგობის სამი თვე - ახალგაზრდა მასწავლებლების თვალით დანახული სკოლა და პრობლემები

ალბათ ყველანი ვთანხმდებით, რომ მასწავლებლის პროფესიაში ახალგაზრდა მაღალკვალიფიციური კადრის მოზიდვა და შენარჩუნება ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემაა განათლების სისტემისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენი წელია „მაძიებლობის პროგრამა“ ხორციელდება, სკოლებში ახალგაზრდა მასწავლებლების დეფიციტია. ეს ერთი მხრივ, შეიძლება განათლების სისტემის მანკიერებებსა და მავნე თვისებებს დავაბრალოთ და მეორე მხრივ იმას, რომ ეს პროფესია ჯერ კიდევ არაა ისეთი პოპულარული, რომ ახალგაზრდა თაობას სურდეს, მისი ნაწილი იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლობა და სკოლაში შესვლა ძალიან რთულია, ამ ჩაკეტილი წრის გამრღვევი ახალგაზრდა პედაგოგები, მართალია, იშვიათად, მაგრამ მაინც იძებნებიან.

​MomsEdu.ge რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა და გთავაზობთ ახალგაზრდა მასწავლებლების თვალით დანახულ პედაგოგობის სამ თვეს.

ლაშა ჩალაძე თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგია. სკოლაში მუშაობა სექტემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა დაასრულა და განცხადებების გაგზავნის შემდგომ გასაუბრებაზე დაიბარეს. ლაშას თქმით, მასზე არჩევანის შეჩერება საკმაოდ სერიოზული კონკურენციის პირობებში მოხდა, რაშიც გარკვეული როლი სკოლის პრესტიჟმაც ითამაშა. ახლა ის სკოლაში რამდენიმე საგანს ასწავლის და მაქსიმალურად ცდილობს, თავის მოსწავლეებსა და გუნდს იმედები არ გაუცრუოს.

„დამწყები მასწავლებლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლების კოლეგიალურ დამოკიდებულებას, რამაც მნიშვნელოვნად გამიადვილა საწყის ეტაპთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვა. მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, რომელშიც შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მოიაზრება, წარმოადგენს იმ მთავარ პრინციპს, რომელსაც სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ახალ ფაზაში გადაყავს,“ - აღნიშნავს ახალგაზრდა პედაგოგი.

მთავარ სირთულედ, რომელიც მისი პედაგოგობის პერიოდში სკოლაში შეხვდა, ლაშა ჩალაძე, პანდემიის პირობებში პედაგოგიურ საქმიანობას ასახელებს: „გლობალური პანდემიის პირობებში პედაგოგიური საქმიანობის დაწყება მარტივ გამოწვევას არ წარმოადგენს. სასწავლო ფორმატის მუდმივი ცვლილება და teams-თან დაკავშირებული ხარვეზები უარყოფითად აისახება მოსწავლისა და მასწავლებლის მენტალურ მდგომარეობაზე, რაც შესაძლოა, საბოლოოდ დასახული მიზნების მიღწევაში მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი გამოდგეს. სასწავლო პროცესის თანამდევი ნაწილია მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობასა და ქცევის მართვაზე ზრუნვა. დღევანდელი მდგომარეობა გუნდური მუშაობის სრულყოფილ საშუალებას არ იძლევა, რაც გაკვეთილს გარკვეულწილად აღარიბებს, თუმცა მისი კომპენსირება შესაძლებელია საინტერესო კომპლექსური დავალებებით, რაც ცოდნასთან ერთად მოსწავლის უნარებისა და ღირებულებების გამოკვეთას უწყობს ხელს“.

სისტემისა და სკოლის პრობლემებზე საუბრისას ახალგაზრდა პედაგოგი გვეუბნება, რომ პრობლემები საქართველოში არსებულ სასკოლო სივრცეში თვალშისაცემია და ისინი ერთმანეთთან ლოგიკურ ბმაშია: „თითოეული ადამიანის განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაკმაყოფილებულია მისი ბაზისური საჭიროებები. როდესაც ვსაუბრობთ მოსწავლის შედეგზე, დანაშაულია, არ ვისაუბროთ მის სოციალურ მდგომარეობაზე. არაერთი კვლევით დასტურდება მნიშვნელოვანი სხვაობა შეძლებული და ღარიბი ოჯახიდან წამოსული მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას შორის. მისასალმებელია ბავშვების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფისა და ტრანსპორტირების დადებითად გადაწყვეტა, მაგრამ დღემდე გამოწვევად რჩება მათი კვებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები, რაც ფუნდამენტურია თითოეული მათგანისთვის. სკოლას ესაჭიროება გამართული სამედიცინო პუნქტი. არსებობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული გარემოს მოწყობის პრობლემა, ასევე სპეც. მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების დეფიციტი. გამოკვეთილია უთანასწორობა ქალაქსა და რეგიონებში მყოფ მოსწავლეებს შორის, რომელთაც არ აქვთ მთელ რიგ რესურსებზე, მათ შორის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. თვალშისაცემია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების პრობლემები, რაც სახელმწიფო ენის სწავლებასა და საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას უკავშირდება. პრობლემას წარმოადგენს სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების მდგომარეობა, რომლის გამოც საბუნებისმეტყველო დარგების სწავლება მხოლოდ თეორიას ეფუძნება, რაც ლაბორატორიის გარეშე დარჩენილ მოსწავლეს საგნისადმი ინტერესს უკარგავს. ხშირად ბავშვები ერთმანეთისგან და სკოლისგან გაუცხოებულები არიან, რადგან აღნიშნულ დაწესებულებას განიხილავენ არა როგორც მათი ცხოვრების ორგანულ ნაწილს, რომელიც ჯანსაღი სოციალიზაციის საშუალებას იძლევა, არამედ, როგორც სადამსჯელო ორგანიზაციას, რომელმაც თითოეული მათგანი ერთ ყალიბში უნდა მოაქციოს და ძალაუფლების მჩაგვრელი ხელი მათზე აღმართოს. ძალადობა კი ძალადობას შობს და ის მოსწავლეებს შორის ურთიერთობაზეც აირეკლება. აღსანიშნავია მასწავლებლისა და სკოლის კოლექტივის დაბალი ანაზღაურება, რასაც ემატება მასწავლებელი ქალების უხილავი საოჯახო შრომა. ამ დროს ისინი იძლებულნი არიან, ფოკუსირდნენ ყოფით პრობლემებზე, რაც აისახება, როგორც მოსწავლეთა შედეგებზე, ისე საზოგადოების განწყობაზე ამ პროფესიის მიმართ. შესამჩნევია მასწავლებლებს შორის არსებული გენდერული დისბალანსიც. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, არსებობს რისკი, რომ ამგვარ პირობებში მყოფი მოსწავლე იქცევა ერთგვარ ბრმა იარაღად ძალაუფლების მქონე სუბიექტის ხელში, რასაც კონტრიარაღად შეგვიძლია დავუპირისპიროთ მისი ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილება, აზროვნების თავისუფლების უზრუნველყოფა, დისკუსია და ადეკვატური უკუკავშირი. ბავშვის კრიტიკული აზროვნება უნდა ეფუძნებოდეს არამხოლოდ მოვლენების იმგვარ კრიტიკულ გააზრებას, რომელსაც მას განათლების თანამედროვე სისტემა სთავაზობს, არამედ კრიტიკულ ანალიზს თავად ამ სისტემისა, რომელიც ისევე ასახავს გაბატონებულ იდეებს, როგორც წარსულში“.

საუბრის ბოლოს, ლაშა იმ ახალგაზრდებს მიმართავს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ ამ პროფესიას მიუძღვნან თავი: „ახალგაზრდა პედაგოგებთან ერთად ჩემს თავს ვურჩევდი, რომ საგნობრივი კომპეტენციის გაძლიერების პარალელურად, მეტი ყურადღება დავუთმოთ მოსწავლეებთან ღირებულებებზე საუბარსა და მათი კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რათა თავად იქცნენ ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებისა და უკეთესი მომავლის შექმნის გარანტად“.

ნია ხაჭაპურიძე ბოლო ერთი წლის მანძილზე აქტიურად ცდილობდა სკოლაში შესვლას. მის მცდელობას განსაკუთრებით ისიც ართულებდა, რომ მას საკუთარ რაიონში, ძამას ხეობაში სურდა მუშაობის დაწყება. „ვაკანსიები ცხადდებოდა, თუმცა ზოგან უკვე აყვანილი ჰყავდათ კადრი და ეს განცხადება ბუტაფორია იყო, ზოგი სკოლიდან მირეკავდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც სხვაზე აჩერებდნენ არჩევანს“. საბოლოოდ, ერთ დღეს საგანზე „მე და საზოგადოება“ გამოცხადდა ვაკანსია და ახალგაზრდა პედაგოგის მორიგი მცდელობა წარმატებით დასრულდა - ნია დღეს კეხიჯვრის საჯარო სკოლის პედაგოგია.

„არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი გაკვეთილი მესამეკლასელებთან. ძალიან აფორიაქებული და აღელვებული ვიყავი, მინდოდა, ყველაფერს შევხებოდი და დამემახსოვრებინა. ერთი წელი ველოდი ამ სამსახურს, ვოცნებობდი მასწავლებლობაზე და ბოლომდე არც მჯეროდა, რომ ეს მოხდა. ვაკვირდებოდი ყველაფერს და ყველას და ვცდილობდი, მოგონებებში კარგად შემენახა. წარმოდგენა, რაც მქონდა, სულ სხვა იყო და რეალობა კი სულ სხვა. სკოლაზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მქონდა თავიდანვე, ძლიერი გუნდი და დირექტორი გვყავს, რომლებიც თავიდან ფეხის ყოველ ნაბიჯზე მეხმარებოდნენ და რჩევებს მაძლევდნენ. მათი რჩევების დამსახურებაა, რომ მე დღეს მშვიდად შევდივარ გაკვეთილზე. თითოეული გაკვეთილი ნამდვილი განტვირთვაა ჩემთვის“ - გვიყვება ახალგაზრდა პედაგოგი.

სირთულეებზე საუბრისას, რომელსაც სკოლაში გადააწყდა, ნია ხაჭაპურიძე რამდენიმე მათგანს გამოჰყოფს: „ყველაზე რთული ცოდნის გადაცემაა. ჩემი მოსწავლეები პატარები არიან და მათ მათ ენაზე, ბავშვურ ენაზე უნდა დაელაპარაკო. წიგნში ძალიან ბევრი უცხო ტერმინია, რომლებიც უნდა აუხსნა და მიაწოდო სწორად, ასევე წიგნში არაა საკმარისი რესურსი და ცალკე უნდა მოიძიო მასალები. თავიდან, როდესაც ახალი ხარ სკოლაში, უფრო მეტად უნდა ჩაერთო სასწავლო პროცესში, რადგან შეისწავლო, რომელი მოსწავლე როგორია, ვის როგორ უნდა მიუდგე და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ჩემი მასწავლებლობის ორი თვის დაკვირვების შედეგად მინდა ვთქვა, რომ ის პოზიტიური გარემო, რომლის შექმნასაც უკვე წლებია ცდილობენ მოსწავლეებისთვის, საკმარისი არაა და ასეთი გარემო სჭირდებათ მასწავლებლებსაც. ეს მხოლოდ სასკოლო კულტურაზე არაა დამოკიდებული და დირექტორმა, რაც არ უნდა სასიამოვნო გარემო შექმნას სკოლაში, საკმარისი არაა. ძალიან შემაწუხებელია დაუსრულებელი რეფორმები, რთულია ამდენ სიახლეს აუწყო ფეხი მაშინ, როდესაც გარემო არასტაბილური და არამდგრადია. იქიდან გამომდინარე, რომ მუდმივად სიახლეებია, მასწავლებლებს თავად უწევთ სტაბილურობის განცდის შექმნა, რაც ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ ამაზე სამინიტრომ მეტად უნდა იზრუნოს. ახლა ერთ პროექტში ვმონაწილეობ „ახალი სკოლის მოდელში“, კომპლექსური დავალებები უნდა შევქმნათ და მოსწავლეებს გავუზიაროთ. მიმაჩნია, რომ ეს პროექტიც ცოტა დაჩქარებულად მიმდინარეობს. ვფიქრობ, უფრო ეფექტური იქნებოდა, თუ მასწავლებლებს უფრო მეტ დროს მივცემდით, რადგან ისედაც ნახევარ კლასთან გვიწევს მუშაობა ამ სიტუაციიდან გამომდინარე. ასეთი აჩქარება მგონია, რომ ნაკლებეფექტური იქნება“.

ნიაც საუბარს რჩევებით ასრულებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ახალგაზრდა პედაგოგები ქმნიან ჯანსაღ გარემოს სკოლაში, სადაც მეტი კრიტიკულად მოაზროვნე მოსწავლის აღზრდაა შესაძლებელი. „ვისაც აქვს სურვილი, რომ სკოლაში შევიდეს, ყველას ვუსურვებ, რომ მალე ეგრძნოთ ის სიხარული, რასაც მასწავლებლობა ჰქვია. ზოგადად კი ვისურვებ, რომ ეს პროცესი შედარებით მოქნილი და ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი იყოს, რადგან სწორედ ეს შექმნის იმ გარემოს სკოლაში, სადაც დამნაშავის ძიებას არა მხოლოდ ერთ ადამიანში, არამედ სისტემაში დაიწყებენ“.

თბილისის N70 საჯარო სკოლის პედაგოგს, გიგა გარიშვილს მასწავლებლობის სურვილი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს გაუჩნდა: „კაპიტალისტური ტოქსიკური ნარატივის თავსმოხვევა ბავშვებს კვლავწარმოებად, ნივთებად გარდაქმნის, სადაც მათი, პოლიტიკური კლასისთვის ცნობილი მომავალი „ლიდერობის“ ცნების ქვეშ იმალება. ამ დროს კი ხდება მათთვის ყველაზე მთავრის საკუთარ თავთან დაშორიშორება. ამდენად, ჩემი მიზანი ის არის, რომ ბავშვებს დავანახო ის წინასწარ განმსაზღვრელები, რომლებიც მათ ნივთად ქცევას უქადნიან. კრიტიკული აზროვნებით შეიარაღებულნი კი ვფიქრობ მეტად მოახერხებენ ადამიანობის შენარჩუნებას, რომელიც სწორედ საზოგადოებაშია მიღწევადი და არა ადამიანებთან ველურ შეჯიბრობითობასა და მარტო მყოფობაში“.

გიგაც, სხვა პედაგოგების მსგავსად, სკოლაში გასაუბრების წესით მოხვდა, რომელიც ღია კონკურსის წესისა და კონკურენციის ყველა პირობას აკმაყოფილებდა. მისი თქმით, სკოლაში ძალიან მეგობრული გარემო დახვდა: „ყველა მზად იყო დამხმარებოდა ყველაფერში. თუმცა, ამავდროულად, ნამდვილად არ ველოდი, რომ დამხვდებოდა ტრენინგების „ზღვა“, რომელიც, როგორც წესი, არაფრის მომცემია და ოდენ ინფორმაციულობას მიემართება“.

უმთავრეს პრობლემად ახალგაზრდა პედაგოგი სახელმძღვანელობსა და მათ შინაარსს ასახელებს. „უმთავრესი პრობლემაა თავად სახელმძღვანელოები მისი შინაარსით, რომელიც მოსწავლეებს მხოლოდ ფაქტობრივ ინფორმაციას აძლევს. ამავდროულად, დაცლილია თანაგრძნობისგან და ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ კონკურენციასა და ლიდერობაზე. ამდენად, მჭირდება დამატებითი რესურსების შეთავაზება მოსწავლეებისთვის, რომლებიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მოსწავლისათვის გარდა ინფორმაციულობისა, ცოდნასთან, როგორც სისტემურობასთან წვდომას, რომელიც თავის თავში მოიცავს მიზეზ-შედეგობრიობას, ხოლო მეორე მხრივ, წიგნში მოცემული „იდეების“ სხვა იდეებთან შედარებას. ეს კი მოსწავლეს საშუალებას აძლევს გზა გაეხსნას კრიტიკული აზროვნებისკენ და კონკრეტული სახელმძღვანელოს მიერ შემოთავაზებული კონკრეტული საკითხის გააზრებისკენ“ - აღნიშნავს ის.

გიგა განათლების სისტემაში არსებულ თუ მიმდინარე რეფორმებსაც კრიტიკულად აფასებს: „ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს განათლების სისტემაში ცალკე აღებული მოსაწონია, თუმცა, ვეჭვობ, როგორც სხვა აქამდე განხორციელებული რეფორმა, არ იმუშავებს, რადგან მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათისაა. მაგალითად, როდესაც კომპლექსური დავალების დანერგვა მოვლენის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მოხელთებას ცდილობს და ამ დროს ის, ვინც ეს უნდა განახორციელოს, თავადაა შორს მსგავსი გააზრებისგან, რთულია ამ დროს მნიშვნელოვან შედეგებს ველოდოთ. სტატისტიკურად, უამრავი პედაგოგი საკუთარ საგანში ვერ ადასტურებს კომპეტენციას. ეს კი იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს რეფორმის წარმატებულობას. ამიტომ, რეფორმის განხორციელება ბაზისის კვლევის გარეშე მხოლოდ დროის კარგვაა“.

გიგაც საუბარს ახალგაზრდა პედაგოგებისთვის რჩევების გაზიარებით ასრულებს: „ვურჩევ, რომ მათ ბავშვებს არ მიაწოდონ მხოლოდ ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ ერთ კითხვას პასუხობს, კერძოდ, „რა არის ეს“, არამედ მათ უნდა გასცენ პასუხი კითხვაზე - „რატომ არის ეს“.

სკოლა პატარა სამყაროა, სადაც ახალგაზრდა პედაგოგების ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ხედავთ, მათ ნამდვილად შესწევთ ძალა, რომ ამ სამყაროში ცვლილებებისთვის საჭირო ამინდი შექმნან.

ავტორი: მარიამ მაშა გვარამია 

შეიძლება დაინტერესდეთ

სამოდელო გაკვეთილის ნიმუში

სამოდელო გაკვეთილის ნიმუში

სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში 

თემა: მგელი და ძაღლი
კლასი: II
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წთ. X 2
მიზანი : შინაური და გარეული ცხოველების ადგილი ბუნებაში; მათი მსგავსება; ადამიანების დამოკიდებულება შინაური ცხოველებისა და პასუხისმგებლობის ცნება; სხვადასხვა სასწავლო საგნის: ბუნებისმცოდნეობის, ქართული ენისა და ლიტერატურის და სამოქალაქო განათლების ინტეგრაცია.

უნარ-ჩვევები: ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, საკუთარი აზრის გამოთქმის, სხვისი აზრის მოსმენის, თანამშრომლობის უნარ-ჩვევა.

გაკვეთილის მსვლელობა

გაკვეთილი იქნება მოთელვით - „სხეულის ენა“ (5 წთ.).

მოსწავლეები სხედან წრეში („აკვარიუმი“) მასწავლებელი აძლევს დავალებას: 1 წთ-ის განმავლობაში წარმოიდგინეთ ტყე თავისი ბინადრებით და გააცოცხლეთ იგი. განასახირეთ თქვენთვის სასურველი ცხოველი ან ფრინველი და გამოსახეთ ჟესტ-მიმიკის საშუალებით. მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად უნდა გამოიცნონ, ვინ რას ანსახიერებს და ერთმანეთის მიყოლებით გააგრძელონ თამაში მანამ, სანამ ყველა მოსწავლე არ მიიღებს მონაწილეობას.

მოთელვის მიზანია, მოახდინოს პროვოცირება და შექმნას სათანადო განწყობა გაკვეთილისათვის.

მასწავლებელი აჯამებს, შესაბამის კომენტარს უკეთებს ბავშვების ნამუშევარს და აღნიშნავს, რომ ცხოველების თვისებებს ხშირად ადამიანსაც მიაწერენ და იყენებენ მათ დასახასიათებლად. მაგ.: დათვივით მოუხეშავი, მელასავით ეშმაკი. სასურველია, ბავშვებმაც გაიხსენონ მსგავსი შედარებები (სავარაუდოდ: კურდღელივით მშიშარა, გველივით სისინა, ლომივით ძლიერი).

მეთოდური რეკომენდაციები

აკვარიუმი

მონაწილეები თავიანთ აზრს გამოთქვამენ თანმიმდევრულად, ისე როგორც სხედან წრეზე, ერთწუთიანი რეგლამენტით. მასწავლებელი წინასწარ აძლევს ინსტრუქციას:

ა. მოძებნეთ ასოციაცია მოცემულ თემაზე;

ბ. კითხვაზე გაეცით მხოლოდ ერთი შესაძლო პასუხი და დაასაბუთეთ;

გ. დაასრულეთ მასწავლებლის მიერ დაწყებული წინადადება.

0x01 graphic

წყვილებიდაჯგუფები

0x01 graphic

წყვილებისა და ჯგუფების მუშაობას ხლს უწყობს თამანშრომლობის ჩვევის გამომუშავება. ამ სავარჯიშოების შესრულებისას მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას, სხვისი აზრის გაზიარებას, კრიტიკულ აზროვნებისა და შეფასებას, საკუთარი აზრის გამოთქმას, დასაბუთებასა და ა.შ. ისინი ეჩვევიან ფუნქციების დანაწილებას, დროის რაციონალურ გამოყენებას.

გთავაზობთწყვილებშიმუშაობისწესებს:

1. მასწავლებელი კლასს ყოფს წყვილებად.

2. კლასს ეძლევა საერთო დავალება.

3. მოსწავლეები სამუშაოს ასრულებენ წყვილებში.

4. თამაშის დრო განსაზღვრულია (სამუშაოს სირთულის მიხედვით).

5. მასწავლებელი თვითონ ანაწილებს მოსწავლეების ფუნქციებს.

წყვილებში მუშაობის დროს ბავშვებს მოეთხოვებათ ყურადღების კონცენტრაცია. ისინი პასუხისმგებლობას გრძნობენ თავიანთი მეწყვილის მიმართ.

წყვილებში გამომუშავებული თანამშრომლობის ჩვევა კიდევ უფრო მტკიცდება ჯგუფური სამუშაოების შესრულებისას.

გთავაზობთწესებსჯგუფურიმუშაობისათვის:

1. კლასი იყოფა 4-5 კაციან ჯგუფებად (გუნდებად).

2. კლასს ეძლევა საერთო დავალება.

3. დავალება სრულდება ჯგუფში.

4. ჯგუფი უნდა მუშაობდეს შეთანხმებულად, არ უნდა მოხდეს კონფლიქტი, არ უნდა ითრგუნებოდეს არც ერთი მოსწავლე.

5. ჯგუფის ყოველი წევრი უნდა ჩაერთოს საქმიანობაში.

6. სამუშაო სრულდება ერთ ფურცელზე.

7. დავალება სრულდება მასწავლებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროში (10-15 წთ.).

8. ჯგუფი, რომლის წევრებიც შეთანხმებულად ვერ მოქმედებენ, მუშაობას წყვეტს.

9. ჯგუფი მუშაობს ერთი მაგიდის გარშემო.

თითოეულ ჯგუფში ერთი მაგიდის გარშემო თავს იყრიან სხვადასხვა ხასიათისა და ტემპერამენტის მოსწავლეები: აქტიურები, პასიურები, ლიდერები. ხშირად, ჯგუფებში სწორედ ამიტომ წარმოიშვება კონფლიქტი. მასწავლებელი სთავაზობს გუნდს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, თუ ამას გუნდი ვერ მიაღწევს, ანუ ვერ იპოვის გამოსავალს, ის სამუშაო პროცესიდან ვითარდება.

ჯგუფური შერჩევა სხვადასხვაგვარად ხდება: ჯგუფი შეიძლება შეირჩეს ისე, რომ თითოეულ მათგანში თანაბარი შესაძლებლობების ბავშვები გაერთიანდნენ, შეიძლება ცალ-ცალკე შედგეს ბიჭებისა და გოგონების გუნდები ან შეიძლება ჯგუფების ორგანიზება ბავშვების მეგობრული დამოკიდებულების გათვალისწინებით. შესაძლებელია შემთხვევითობის პრინციპით შერჩევაც, რათა მოსწავლეები მიეჩვიონ უცხო გარემოში ნებისმიერ პარტნიორთან ურთიერთობას. ჯგუფებად დანაწილება უნდა მოხდეს ოპერატიულად (2-3 წთ.).

შესაძელებელია მოსწავლეებმა თავდ დაადგინოს ჯგუფის მუშაობის წესები (მაგ.: ლიდერის არჩევა), მაგრამ უმჯობესია მუშაობის სისტემის შექმნა მთლიანად მივანდოთ ბავშვებს (რა თქმა უნდა, მასწავლებლის რეკომენდაციის გათვალისწინებით). კარგია, თუ ჯგუფი თვითონ აირჩევს, ვინ წარადგენს კლასის წინაშე ჯგუფის ნამუშევარს, მასწავლებელი თვალს ადევნებს მოსწავლეების მუშაობას, თუმცა ეს იმგვარად უნდა მოხდეს, რომ ბავშვებს არ შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს მასწავლებელი მათ თავზე ადგათ. მასწავლებელი არ უნდა ჩაერიოს ჯგუფის მუშაობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ჯგუფი მისგან მოითხოვს რაიმე განმარტებას, ან შეატყობს, რომ ჯგუფმა არასწორად გაიგო პირობა. აქტიური მეთოდიკითა და ჯგუფური თამაშით მუშაობისას, მასწავლებელი უკანა პლანზე გადადის. იგი გეზის მიმცემისა და მეთვალყურის როლს ასრულებს და ბოლომდე ნეიტრალურ წამყვანად რჩება.

სამუშაოს დამთავრების შემდეგ, ჯგუფები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, პრეზენტაციის დროს მასწავლებელი კუთხვებს არ უსვამს და არ აწყვეტინებს აზრს მომხსენებელს.

ბოლოს, ნამუშევრები შეიძლება გამოიკრას კედელზე ან დაფაზე. მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ნამუშევრების შეფასების ფორმა. სასურველია, ბავშვებმა თავად შეაფასონ სხვა ჯგუფის ნამუშევრები. პრეზენტაციის მსვლელობისას ყოველი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ნამუევრები იკვრება დაფაზე და მიეწეება ჯგუფის ნომერი. სასურველია, მოსწავლეებმა თავად შეაფასონ ერთმანეთის ნამუშევარი: თითოეული მოსწავლე ასახელებს, მისი აზრით, საუკეთესო ჯგუფურ ნამუშევარს (გარდა საკუთარის) და ასაბუთებს, რა კრიტერიუმებით (ჩამოყალიბებული აზრის, ორიგინალური გადაწყვეტა, მხატვრული გაფორმება, შთამბეჭდავი პრეზენტაცია და ა.შ.) იხელმძღვანელა შეფასებისას. ყოველი გამომსვლელის აზრს მასწავლებელი დაფაზე აფიქირებს - წერს „პლუსს“ სათანადო ნამუშევრის ქვეშ. ქულების (პლუსების) რაოდენობა გამოავლენს გამარჯვებულს. თუმცა მასწავლებელმა აუცილებლად უნდა შეაქოს ყველა ჯგუფი და აღნიშნოს, რომ ყველამ საინტერესოდ იმუშავა. შეფასება შეიძლება მოხდეს მცირე დისკუსიის შემდეგ, რომლის დროსაც მასწავლებელსა და ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ შეკითხვები დაუსვან თითოეული ჯგუფის წევრებს.

მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს, რა დრო უნდა დაეთმოს დავალების შესრულებას, პრეზენტაციებსა და ნამუშევრების შეფასებას.

შემდეგ მასწავლებელი კლასს ყოფს 4-5 კაციან ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ურიგებს წინასწარგამზადებულ ფურცლებს, რომელზეც 2-2 ანდაზაა დაწერილი.

0x01 graphic

I ჯგუფი

მგელსმუხლებიაჭმევს, ბრძენს - თავიო (მუხლმაგარი)

ძაღლიმორჩილებსპატრონსაერთგულებისაწესითა, მოამშიეროს, კარსუცავსვაებითადაკვნესითა. (მორჩილი, ერთგულიმცველი)

II ჯგუფი

მგლისთავზესახარებასკითხულობდნენ, ისკიცხვრისკენიხედებოდაო. (მტაცებელი, ურჩი)

ძაღლისპატრონსსიყვარულიაბერებსი. (მოყვარული)

III ჯგუფი

მგელსტკბილისიტყვებითვერმოიშინაურებო (მოუთვინიერებელი)

ძაღლისერთგულებასარაფერიედრებაკაცისთვისაო (ერთგული)

IV ჯგუფი

მგლისთვისცხვარივისმუბარებიაო (დაუნდობელი)

ძაღლიკოჭლობითარმოკვდებაო (ამტანი)

V ჯგუფი

მგელსუთხრეს: შენცხვარშიუნდაგაგგზავნოთ, შენიშვილიკი - კრავშიო. მგელიშეხტადაშემოტრიალდა: აქაცმეუნდაწავიდედაიქაცო. (გაუმაძღარი, ხარბი)

ძაღლიძაღლისტყავსარდახევსო (გამტანი)

0x01 graphic

თითოეულმა ჯგუფმა 5 წთ-ის განმავლობაში უნდა იმსჯელოს და გააანალიზოს მოცემული ანდაზები.

პრეზენტაციის დროს თითოეული ჯგუფის წარმომადგენელი (შეიძლება 2) კითხულობს ანდაზებს და ასახელებს იმ თვისებებს, რომელიც ჯგუფის აზრით, მნიშვნელოვანია ანდაზაში.

მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს ამ სიტყვებს და ავსებს ვენ-დიაგრამას. მარცხნივ ჩამოწერს იმ თვისებებს, რომელიც ძაღლს ახასიათებს, მარჯვნივ კი - იმას, რომლითაც ახასიათებენ მგელს.

ბოლოს მასწავლებელი მიმართავს მთელ კლასს:

დაფიქრდითდაუპასუხეთ: გვანანთუარაისინიერთმანეთს? აქვთთუარარაიმესაერთო?

წრეების გადაკვეთაში იწერება ის თვისებები, რომლებიც საერთოა ორივესთვის.

ვენდიაგრამის საშუალებით, რომელსაც მასწავლებელი სამუშაოს დასრულების შემდეგ კითხულობს, მოსწავლეები კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაინახავენ, თუ რით გვანან და რით განსხვავდებიან მგელი და ძაღლი ერთმანეთისგან.

სამუშაოს შეჯამების შემდეგ, მასწავლებელი მოსწავლეთა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ჩამონათვალი, რომელიც გონებრივი იერიშის შედეგად მივიღეთ, საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ, თუ როგორია მგელი და როგორია ძაღლი. თითოული სიტყვას კი დაესმის კითხვა როგორი?

მეტყველების ნაწილს, სიტყვას, რომელიც გამოხატავს საგნის ნიშან-თვისებას და მოგვიგებს კითხვაზე - როგორი? - ზედსართავი სახელი ეწოდება.

მიუხედავდ იმისა, რომ მეორე კლასში გრამატიკა ცალკე საგნად არ ისწავლება, მისი ელემენტები სასწავლო პროგრამით მაინც არის გათვალისწინებული. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მისი სწავლება არა ცალკე, განყენებულად, არამედ ტექსტთან მიმართებაში, ტექსტის სწავლების პარალელურად.

0x01 graphic

ამის შემდეგ მასწავლებელი მიუთითებს მოსწავლეთა წიგნში მოთავსებულ მასალაზე - „მგელი და ძაღლი“ და პაუზით კითხვის მეთოდით თხოვს წაიკითხონ მოცემული ტექსტის I ნაწილი.

მგელიდაძაღლი

ერთხელ, ღამით, გამხდარიმგელიშეხვდამაძღარ, ფუნჩულაძაღლსდაშეეხარბამისიცხოვრება.

- ჩვენ, - თქვამგელმა, - გაწამებულნივართსაჭმელისათვის, რამდენიშრომა, რამდენისაშიშროებაგადაგვაქვს: ორმოცდაათკილომეტრამდეგავირბენდღეშიდამაინცვერვძღები. შენკი, აი, როგორიფუნჩულახარ. მითხარი, რასაკეთებ, რატომჰყავხარადამიანსასეთკარგყოფაში?

- ღამღამობითეზოსვყარაულობდასწორედამიტომმაჭმევსპატრონი - მიუგოძაღლმა.

- ამიტომგაჭმევსპატრონი? - ჰკითხამგელმა.

- ამიტომ, ჩვენთანთუიმსახურებ, შენცასევეგაჭმევენ.

- რატომარვიმსახურებ, მიუგომგელმა, - ამსაქმეზეიოლირაიქნება? ახლავეწამოვალშენსპატრონთან, მიმიღებს?

- მიგიღებს.

პაუზა

დაფიქრდით და გამოთქვით თქვენი ვარაუდი:

გაჰყვებათუარაბოლომდემგელი? დაბრუნდებათუარამგელიტყეში? რატომ?

მოსწავლეთა მსჯელობამ კლასში ხმაური რომ არ გამოიწვიოს, მასწავლებელი მათ სთავაზობს, ისარგებლონ ე. წ. მიკროფონით.

ვაგრძელებთ კითხვას:

გახარებულიმგელიგაჰყვაძაღლს. ეზოსრომმიუახლოვდა, მგელმაშეამჩნია, რომძაღლსკისერზებალანიჰქონდაგაცვენილი.

- ესრატომგაქვს? - ჰკითხამან.

- ისე, - მიუგოძაღლმა.

- არამითხარი!

- დღისით, ჯაჭვითმაბამენხოლმედაიმისგანმაქვს, - უთხრაძაღლმა.

- მაშ, მშვიდობით! სჯობსვიშიმშილო, მაგრამთავისუფალივიყო! - თქვამგელმადასწრაფადგაბრუნდაუკან.

კითხვებიდისკუსიისთვის:

1. გამართლდა თუ არა თქვენი ვარაუდი?

2. რა ვერ დათმო მგელმა და რატომ?

სავარაუდო პასუხი: თავისუფლება.

ხომ ვერ გაიხსენებთ რომელიმე თხზულებას განვლილი მასალიდან, სადაც სწორედ თავისუფლებაზეა საუბარი? („ჩიტი და ბავშვები“)

მაწავლებელი მიმართავს კლასს:

რაარისთქვენთვისთავისუფლება?

მასწავლებელი დაფაზე ხაზავს აზრობრივ რუკას და მოსწავლეების დახმარებით ავსებს მას სავარაუდოდ:

0x01 graphic

კითხვებიდისკუსიისთვის:

1. აქვსთუარაზღვარითავისუფლებას?

2. რამოხდებაყველაისრომაკეთოს, რაცუნდა? გაუსვითქვეშხაზი:სიმშვიდე, ომი, არეულობა, ქვეყანააშენდება, ქვეყანადაინგრევა.

3. შეიძლებათუარაადამიანმაიცხოვროსთავისუფლად, შეზღუდვისგარეშეისე, რომანგარიშიარგაუწიოსსხვას (მშობლები, მეგობრები, მეზობლები)?

4. ნიშნავსთუარათავისუფლებასაკუთარმოქმედებაზეპასუხისმგებლობასაც?

5. როგორგესმითრასნიშნავსპასუხისმგებლობა?

მეთოდურირეკომენდაციები

დისკუსია

ინტერაქტიური მეთოდიკის ერთ-ერთ ეფექტურ ხერხს წარმოადგენს დისკუსია. იგი ხელს უწყობს ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: აქტიური მოსმენა, საკუთარი აზრის გამოთქმა და არგუმენტაცია, მსჯელობა, სხვისი მოსმენა - გათვალისწინება, განსხვავეული აზრის გაზიარების უნარი.

დისკუსიის წარმატების ჩატარებისათვის საწიროა კლასში იყოს ნდობის და ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო, სადაც, პირველ ყოვლისა, მასწავლებელი უნდა იყოს მისაბაძი მაგალითი.

დისკუსიის სწორი წარმართვისათვის აუცილებელია მისი ორგანიზება და რეგულირება, დისკუსიის მონაწილეები უნდა იცავდნენ წესებს, რომლებსაც მასწავლებელთან ერთდ თავად ჩამოაყალიბებენ. წესების ჩამონათვალი შეიძლება ამგვარი იყოს:

1. როცა ერთი ლაპარაკობს, სხვები უსმენენ;

2. აიწიე ხელი, როცა რაიმეს თქმა გსურს;

3. არ გააწყვეტინო სხვას სიტყვა;

4. არ უნდა გაიცინო, როცა სხვა ლაპარაკობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი ხუმრობს;

5. კამათში ყველა მონაწილეობს;

6. და სხვა წესები (რასაც კლასი დამატებით შემოგთავაზებს).

დისკუსია იწყება მოტივაციით, რომელიც გულისხმობს: პრობლემის დასმას ან კონკრეტული შემთხვევის აღწერას, ლექსის ან სიტუაციის ამოცანის წაკითხვას, ილუსტრაციის ჩვენებას, მელოდიების მოსმენას.

მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს: რა?როგორ? რატომ? რამოხდებოდა, რომ? რამიქონიაგავლენა? არისთუარაალტერნატივა?

დისკუსის მსვლელობა:

  • თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოსვლა წამყვანის - მასწავლებლის ან კლასის მიერ არჩეული ლიდერის ნებართვით;
  • დაუშვებელია მონაწილეებს შორის დაპირისპირება;
  • დისკუსიის მონაწილეები უნდა შეეცადონ, რომ თითოეული აზრი იყოს დასაბუთებული და ფაქტებით განმტკიცებული;
  • თითოეულ მონაწილეს უნდა მიეცეს აზრის გამოთქმის საშუალება;
  • თითოეული გამონათქვამი ყურადღებით უნდა იყოს განხილული;
  • განხილვა მოითხოვს კორექტულობას, ურთიერთპატივისცემას;
  • დაუშვებელია დამამცირებელი გამონათქვამები.

მასწაველებლი მიმართავს კლასს:

როგორგგონიათ, განაპირობებსთუარამგლისადაძაღლისგანსხვავებასმათიცხოვრებისწესიანგარემოპირობები, თუპირიქით, ისგარემო, რომელშიცუნდათცხოვრება, მოქმედებსმათქცევასადათვისებებზე.

მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს, წარმოიდგინონ სად და როგორ ცხოვრობს თითოეული მათგანი და, აქედან გამომდინარე, ერთად შეავსონ წინასწარგამზადებული სქემა.

0x01 graphic

მსჯელობისას, გაკვეთილზე მათავარი თემის - თავისუფლების, გარდა შეიძლება უამრავი სხვა პრობლემაც დაისვას. მაგ.: ბუნებრივია, წამოიჭრება უპატრონო ძაღლების პრობლემა, რომელიც მასწავლებელმა თავისი შეხედულებისამებრ ახალი დისკუსიის საგნად შეიძლება აქციოს (მაგ.: ძაღლების თავშესაფარი, ბავშვების როლი ამ საქმეში და ა.შ.).

საუბარი შინაური ცხოველებიდან ადამიანის სწორი დამოკიდებულებისა და ურთიერთობის შესახებ ბევრ რამეზე დააფიქრებს მოსწავლეებს. მასწავლებელი, ითვალისწინებს რა შინაური ცხოველებისადმი, განსაკუთრებით ძაღლებისადმი, ბავშვების დამოკიდებულებას, კლასს უსვამს შემდეგ შეკითხვებს:

გყავთუარასახლშიშინაურიცხოველი?

სიყვარულისგარდა, გრძნობთთუარარაიმემოვალეობასმისმიმართ?

ამის შემდეგ მასწავლებელი კლასს ყოფს 4-5 კაციან ჯგუფებად (დაუსრულებელი ისტორია). მასწავლებელი აძლევს დავალებას და უკითხავს სავარჯიშოს პირობას:

პატარაბიჭიოცნებობდაყოლოდაძაღლი, რომელთანაცამაშებდადაიმეგობრებდა. იმდენადდიდიიყობიჭისესსურვილი, რომმშობლებმაერთმშვენიერდღესპატარალეკვიუყიდეს, იმპირობით, რომლეკვსთვითონმოუვლიდა. ძაღლთანთამაშიგაგიხარია, მაგრამმოვლაბევრადუფროძნელიაღმოჩნდა... ბიჭსეზარებოდა, ხანსულაცავიწყდებოდამისიკვებადაგასეირნება. მშობლები, ბუნებრივია, უკმაყოფილონიიყვნენ. უკმაყოფილოიყოძაღლიც. ერთსაღამოსქუჩაშიგასულიძაღლიშინაღარდაბრუნდა...

დაასრულეთ ისტორია. მუშაობისთვის გეძლევათ 10-15 წთ. მოუძებნეთ ისტორიას თქვენეული დასასრული, შეგიძლიათ დაასრულოთ კიდეც.

შეეცადეთდაადგინოთძაღლისდაკარგვისმიზეზი.

ვინიყოდამნაშავე?

როგორგგონიათ, ბიჭსრომეზრუნამასზე, ძაღლიმასთანდარჩებოდათუარა?

ამოთვალეთისმოვალეობები, რომელიცადამიანსშინაურჩხოველებზეზუნვასაკისრრებს.

პრეზენტაციის შემდეგ, სასურველია, მსაწავლებელმა კიდევ ერთხელ შეაჯამოს ნამუშევრები და ხაზი გაუსვას იმ მოვალეობას და პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება ადამიანს შინაური ცხოველების მიმართ.

მეთოდურირეკომენდაციები

დაუსრულებელიისტორია

დაუსრულებელი ისტორია ჯგუფურ სამუშაოს ერთ-ერთი საინტერესო ფორმაა, რომელიც საუკეთესოა მოსწავლის ფანტაზიისა და შემოქმედებითი აზროვნების გასავითარებლად. იგი ჯგუფური სამუშაოსათვის დამახასიათებელი ყველა უნარ-ჩვევის გამოყენებას მოითხოვს.

ჯგუფები ყურადღებით ისმენენ მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულ ამბავს, რომლის დასასრულებლად ეძლევათ 15 წუთი.

ეს საკმაოდ რთული პროცესია, რომლის დროსაც ჯგუფის წევრები მსჯელობენ, აზროვნებენ, გამოთქვამენ და ასაბუთებენ საკუთარ აზრს და იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს, თანმხმდებიან და ერთად იგონებენ ამბის დასასრულს. შემდეგ წერილობით აყალიბებენ უკვე შეთანხმებულ დასასრულს. შესაძლებელია ნამუშევარი ილუსტრაციით გააფორმონ, რათა იგი პრეზენტაციისათვის უფრო საინტერესო გახდეს.

დამატებითიინფორმაციამოსწალეთათვის

მასწავლებელი უყვება მგლების, ამ მტაცებელი ცხოველების ცხოვრების წესსა და გარემოს შესახებ. მგლებს მოწესრიგებული და მკაცრი ცხოვრების წესი აქვთ. ცხოვრობენ ოჯახებად. ოჯახი 6-7 წევრისგან შედგება. მგლები მხოლოდ ერთხელ წყვილდებიან და სიცოცხლის ბოლომდე რჩეულის ერთგულნი რჩებიან. დედა მგელს შვილების გაზრდაში და (ლეკვების დეიდა) ეხმარება, საჭიროების შემთხვევაში დეიდა ძუძუსაც კი აწოვებს დისშვილებს.

0x01 graphic

თუ მგლებს რთული პირობები შეექმნათ (დიდი თოვლი, საკვების ნაკლებობა, ტყის გაჩეხვა), გადარჩენის მიზნით რამდენიმე ოჯახი ერთიანდება და „ძალა ერთობაშიას“ პრინციპით ერთად ნადირობს და ნადავლს ინაწილებს. ამბობენ, სხვადასხვა ადგილას მგელი სხვადასხვაგვარად ნადირობსო (ტრამალის მგელი სწრაფია და ამის წყალობით სირბილით დაქანცული მსხვერპლს ადვილად იჭერს, მთის მგელი ვიწროებში მიიმწყვდევს თურმე მსხვერპლს, ცხვარზე მონადირე მგელი ფარას დაჰყვება).

მასწავლებელი შეძლებისდაგვარად განიხილავს ამ ცხოველების საჭიროებასა და ფუნქციებს. აწვდის დამატებით ინფორმაციას მათზე და გამოკვეთს მათ ადგილს ბუნებაში. ხაზს უსვამს სხვაობას შინაურსა და გარეულ ცხოველებს შორის. თუ გარეული ცხოველისთვის აუცილებელია თავისუფალ გარემოში ცხოვრება, შინაური სწორედ ამით განსხვავდება მისგან, რომ ადამიანმა შეაგუა იგი თავის ლოკალურ გარემოს, დაიმორჩილა და მასზე დამოკიდებული გახადა. ბოლოს კი, დასძენს, რომ, მიუხედავად ამისა, გარეული და შინაური ცხოველები საჭირონი არიან და თავთავიანთიო შეუცვლელი ადგილი უჭირავთ ბუნების ერთიან სასიცოცხლო ჯაჭვში. რათა დისკუსია და ფიქრი გაგრძელდეს, მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, შინ იფიქრონ თემაზე: საჭოროა თუ არა ზოოპარკი და ცირკი. დაწერონ და შეძლებისდაგვარად დაასურათონ შემდეგი თემები: „ერთხელ ზოოპარკში“. „ერთხელ ირკში“.

რჩევა მასწავლებლებს:
ურჩიეთ მოსწავლეებს წაიკითხონ“ ა. სულაკაურის „ბიჭი და ძაღლი“.

წყარო: http://www.nplg.gov.ge

წაიკითხეთ სრულად