განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე 13 მასწავლებელს სტატუსი აუმაღლდა.
მინისტრის ბრძანების მიხედვით, 11 პედაგოგს მენტორის სტატუსის მიენიჭა, ხოლო 2 პედაგოგს - წამყვანის სტატუსი.
მენტორი მასწავლებლის სტატუსის მიენიჭათ:
1. ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელს - თემურ სუყაშვილს
2. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მასწავლებელს - თინათინ ბუთხუზს
3. ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ირმა ვაშაკიძეს
4. შპს N1 სკოლის მასწავლებელს - ივანე გოქაძეს
5. ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ნადია დაბრუნდაშვილს
6. ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის მასწავლებელს - მარინე ვართუმაშვილს
7. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მასწავლებელს - გვანცა აქიმიძეს
8. რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მასწავლებელს - მარინე ფორჩხიძეს
9. ქალაქ გორის N11 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ირმა კურტანიძეს
10. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მასწავლებელს - ანნა შატაკიშვილს
11. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ლალი დალაქიშვილს
წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ:
1. შპს ქორალის მასწავლებელს - ნათია ფურცელაძეს
2. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მასწავლებელს - იამზე ფანცულაიას.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
საპენსიო ასაკის ასობით პედაგოგი მასწავლებლის ჯილდოს მიღების სანაცვლოდ, პროფესიას ტოვებს
დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. როგორც მან განაცხადა, საპენსიო ასაკის ასობით პრაქტიკოს მასწავლებელს სურს, კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაციის გაუქმება და ფულადი ჯილდოს მიღება.
„რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, საპენსიო ასაკის მასწავლებლებს აქვთ არჩევანი. გამოცდაზე დარეგისტრირება არის ნებაყოფლობითი, მათ შეუძლიათ ჯილდო მოითხოვონ 2 წლის ხელფასის ოდენობით, მათი ღვაწლისა და დამსახურების გამო ან გავიდნენ გამოცდაზე და დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. მათ ასევე შეუძლიათ ჯილდოს მოთხოვნა გამოცდაზე გასვლის და შედეგების გაგების შემდეგ.
ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა ზარები ცხელ ხაზზე საპენსიო ასაკის მასწავლებლებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ რეგისტრაციის შემდეგ გადაიფიქრეს და სურთ რეგისტრაციის გაუქმება, რადგან ჯილდოს მიღების სურვილი გამოხატეს და აღარ უნდათ გამოცდაზე გასვლა. რეგისტრაციის გაუქმება ასობით მასწავლებელმა ითხოვა. სამწუხაროდ, სატელეფონო ზარის საშუალებით ჩვენ ვერ ვახერხებთ რეგისტრაციის გაუქმებას. რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ვებგვერდიდან, სადაც დევს მარტივი განაცხადის ფორმა, რომელიც უნდა შეავსონ და მიაწოდონ რესურსცენტრს. შემდეგ ჩვენ მივიღებთ ამ ფორმას ჩვენ და გავაუქმებთ რეგისტრაციას“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
ამასთან, სოფო გორგოძემ აღნიშნა, რომ მასწავლებლის ჯილდოზე რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში არ ხდება. ჯილდოზე დარეგისტრირების შესახებ მასწავლებელმა სკოლას და რესურცენტრს უნდა მიმართოს.