Baby Bag

ქართველი მასწავლებელი პრესტიჟული გერმანული პრემიის მფლობელი გახდა

ქართველი მასწავლებელი პრესტიჟული გერმანული პრემიის მფლობელი გახდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართველი პედაგოგი პრესტიჟული გერმანული პრემიის მფლობელი გახდა. ზეინაბ მურჯიკნელი მსოფლიოს იმ 10 მასწავლებელს შორისაა, რომლებიც PASCH პრემიის მფლობელები არიან.
პარტნიორი სკოლების პროგრამა (PASCH) 2008 წელს შემუშავდა და მასში მსოფლიოს 2000-ზე მეტი სკოლაა ჩართული. პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 35 ქვეყნიდან 483 ადამიანის მიერ 62 კანდიდატურა დასახელდა.
PASCH ჯილდოს ის ადამიანები იღებენ, რომლებიც გერმანულს როგორც მეორე ენას ასწავლიან და მოსწავლეებს ინტერკულტურულ ღირებულებებს უზიარებენ.

ზეინაბ მურჯიკნელს 25 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე შეხვდა და ორგანიზაციის სახელით საჩუქრები გადასცა.

შეიძლება დაინტერესდეთ

უფასო ტრენინგების სერიამ - „სოლიდარობა პედაგოგებს“ ინტერნეტი დაიპყრო

უფასო ტრენინგების სერიამ - „სოლიდარობა პედაგოგებს“ ინტერნეტი დაიპყრო

პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ინიციატივით 2020 წლის 7 ნოემბერს დაიწყო უფასო ტრენინგების სერია. ტრენინგებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ტრენინგის ვიდეოს ათასობით ნახვა აქვს და მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა. მადლიერი პედაგოგების რაოდენობა ათასებს ითვლის ამ სასიკეთო საქმის წამოწყებისთვის. ეს მართლაც ბევრ პედაგოგს დაეხმარება გამოცდის მაღალ ქულაზე ჩაბარებაში, რადგან ტრენინგებს ატარებენ მასწავლებლის სახლიდან მოწვეული და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სერტიფიცირებული ტრენერები.

გთავაზობთ ტრენინგის ​ვიდეოს

მომდევნო მეცადინეობა ჩატარდება 10 ნოემბერს 16:00 საათზე, ტრენინგზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს - ​ტრენინგი 10 ნოემბერს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეისბუქ​გვერდს და ჯგუფ​ს ან დარეკეთ ნომერზე 592 477 277.

R.

წაიკითხეთ სრულად