Baby Bag

„მასწავლებლების დაფასება მნიშვნელოვანია, როგორც ამ პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად, ასევე მეტი ღირსეული კადრის მოსაზიდად“ - მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

„მასწავლებლების დაფასება მნიშვნელოვანია, როგორც ამ პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად, ასევე მეტი ღირსეული კადრის მოსაზიდად“ - მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა!

მინდა, გულითადად მოგილოცოთ ეს დღე! თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით მომავალი თაობების აღზრდაში.

თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით უდიდესი წვლილი შეგაქვთ უკეთესი საზოგადოების ფორმირებაში.

თქვენი შრომა, ღვაწლი და ამაგი განსაკუთრებით გამოჩნდა პანდემიის დროს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისას.

იცოდეთ, რომ გულწრფელად ვაფასებთ თქვენს მონდომებას, პროფესიონალიზმსა და საქმისადმი ერთგულებას, რისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნება.

ღრმად მწამს, მასწავლებლების დაფასება მნიშვნელოვანია, როგორც ამ პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად, ასევე მეტი ღირსეული კადრის მოსაზიდად.

გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომისთვის!

წარმატებებსა და ჯანმრთელობას გისურვებთ!“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

მაძიებელი მასწავლებლებისთვის ჩატარდება ტრენინგები, რომლებიც 10 კრედიტის მოპოვებაში დაგეხმარებათ

მაძიებელი მასწავლებლებისთვის ჩატარდება ტრენინგები, რომლებიც 10 კრედიტის მოპოვებაში დაგეხმარებათ
განახლდა ტრენინგები პრაქტიკოსი და მაძიებელი მასწავლებლებისთვის, ის 10 კრედიტს მოგაპოვებინებთ - კურსი შედგენილია 2021 წლის განახლებული საგამოცდო პროგრამის მიხედვით!

როგორც იცით, 2021 წლის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდაში ცვლილებები შევიდა. ეს ცვლილებები შეეხო როგორც გამოცდის დროის ხანგრძლივობას და ქულათა რაოდენობას, ასევე საკითხთა ჩამონათვალს. 

იქნება თუ არა შემოდგომით გამოცდა უცნობია, თუმცა შემოდგომის გამოცდები ხშირად ტარდება. ამიტომ სასურველია, თადარიგი ყველა მსურველმა დაიჭიროს. 

გთავაზობთ ტრენინგს, რომელიც მორგებულია 2021 წლის პროგრამასა და სტანდარტს.

პედაგოგთა სასერტიფიკაციო პროგრამა მოიცავს გამოცდის 10კრედიტზე ჩასაბარებლად საჭირო ყველა საკითხს. ინოვაციური სწავლების მეთოდი გაგიადვილებთ შესასწავლი მასალის აღქმა-გააზრებას!

ამ ტრენინგების დახმარებით 2021 წლის ზაფხულში ბევრმა აპლიკანტმა წარმატებიით ჩააბარა გამოცდა.

პროგრამას გაუძღვება თსუ-ს სერტიფიცირებული ტრენერი, მეცნიერი - სოფო ბიბილაშვილი (​https://www.facebook.com/sopobibilashvili)

ტრენინგი აღიარებულია საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტად! რეგისტრაცია შეულია ნებისმიერ დაწყებითი საფეხურის (I-IV და/ან I-VI) პედაგოგს

რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ საგანზე:

  • დაწყებითი კომბინირებული სრული კურსი
ტრენინგები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, თითო სემინარის ხანგრძლივობაა 2 საათი, ტრენინგები გაგრძელდება გამოცდებამდე.

კურსში შედის სამი საგანი: ქართული, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება, ასევე აკადემიური უნარები - ანალიტიკური წერა და ტექსტის გააზრება.

ტრენერი გაარჩევს როგორც თეორიულ საკითხებსა და დავალებებს, ასევე გასული წლის ტესტებსაც!

ტრენინგის ღირებულებაა 90 ლარი (ერთი თვის).

მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე:
რეგისტრაცია სრულდება 7 სექტემბერს 18:00 საათზე, ტრენინგი დაიწყება 10 სექტემბერს და გაგრძელდება 2 თვე (სულ 48 საათი).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 592 477 277

R. 
წაიკითხეთ სრულად