,,მასწავლებელთა სქემის თანახმად " მუხლი 1. პუნქტი 2 . სქემის ამოცანაა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო კადრების შენარჩუნებას, არსებული მასწავლებლების მოტივაციისა და სტატუსის ამაღლებას."
სინამდვილეში სასკოლო სისტემაში დღეს არის ყველაზე არასტაბილური მდგომარეობა ამ მიმართულებით. თითქმის ყველა უფროსი მასწავლებელია,ასევე ძალიან ბევრმა მიიღო წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, მოსწავლეთა განათლებას კი არაფერი ეტყობა.
იმისათვის რომ სასწრაფოდ გამოსწორდეს სიტუაცია, საჭიროა შემდეგი ზომების გატარება:
რეკომენდაცია 1. სასწრაფოდ შეჩერდეს "მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის" მოქმედება.
რეკომენდაცია 2. სასწრაფოდ შეწყდეს -ერთსა და იმავე საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნებიდან ერთ-ერთი საგნის კომპეტენციის დადასტურების შემდგომ, შესაძლებელობა მასწავლებელმა ასწავლოს ერთსა და იმავე საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნები.
რეკომენდაცია 3. მკაცრად გაკონტროლდეს რომ სკოლაში მოსწავლეებს გაკვეთილებს უტარებდეს შესაბამისი საგნის კვალიფიკაციის მასწავლებელი.
რეკომენდაცია 4. ჩატარდეს სერიოზული კვლევა - რა შედეგებამდე მიიყვანა სასკოლო სისტემა ე.წ. “სქემებმა” , და რამდენი და რომელი საგნის სპეციალისტები აკლია სისტემას.
რეკომენდაცია 6. მასწავლებლის კარიერული ზრდა პირდაპირპროპორციულად უნდა იყოს მიბმული მოსწავლის მიღწევებზე, უნდა ჩამოყალიბდეს “ეროვნული შეფასების სისტემა”,რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ამოწმებს,რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა მიღწევები ესგ-ით დადგენილ მოთხოვნებს.
რეკომენდაცია 7 . 2022-2023 წლისთვის უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა გამოუშვან დაწყებითი განათლების და საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლები, შესაბამისად შესაძლებელია ამ პერიოდის გამოყენება ახალი დოკუმენტის მოსამზადებლად.
დანაჩენი თქვენ დაამატეთ...''
ავტორი: თბილისის 136-ე სკოლის დირექტორი ელზა ბადაშვილი
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„განათლების რეფორმა გაუაზრებელი და მოუფიქრებელია“ - სერგი კაპანაძე
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი, სერგი კაპანაძე განათლების რეფორმას გაუაზრებელსა და მოუფიქრებელს უწოდებს. დეპუტატის თქმით, განათლების მინისტრი სწორედ ამიტომ დაიბარეს პარლამენტში.
„განათლების მინისტრთან ჩვენი კითხვები დაკავშირებულია იმ სრულიად მოუფიქრებელ და გაუაზრებელ ე.წ განათლების რეფორმასთან, რომელიც მან შემოგვთავაზა. რეალურად გულისხმობს მხოლოდ გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას და ზოგადი უნარების ტესტის არასავლდებულოდ გახდომას. არცერთ ამ კონკრეტულ საკითხზე მინისტრს არგუმენტი არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც, მან წერილით გვიპასუხა ჩვენ დასმულ კითხვებზე.
იმ წერილში ასევე სადღეგრძელოებია, არცერთი არგუმენტი არ არის წარმოდგენილი. ჩვენი შვილების მომავლით თამაში არის სახიფათო, არავის არ უნდა შერჩეს და ვაპატიოთ, ეს კითხვები გვექნება. რატომ აპირებს ამ ასე სწრაფად, ასე მოუფიქრებლად ამ კვაზი რეფორმის განხორციელებას”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ.
ბატიაშვილი „ევროპულმა საქართველომ” დაიბარა. მის მიმართ კითხვები პედაგოგების ხელფასებისა და გამოცდების გაუქმების ინიციატივას შეეხება.
პრემიერი კი ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიბარა კრიმინოგენული ვითარების საკითხთან დაკავშირებით.