Baby Bag

როგორ უნდა გაასაჩივროს მასწავლებელმა გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება

როგორ უნდა გაასაჩივროს მასწავლებელმა გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება

​მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გარე დაკვირვების შედეგების აპელაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.

მასწავლებლის სახლის ცნობით, გარე დაკვირვების შედეგის ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან ერთი თვის განმავლობაში მასწავლებელს შეუძლია გაასაჩივროს გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. ამისთვის მასწავლებელმა ცენტრში უნდა წარადგინოს, შევსებული სააპელაციო განაცხადის ფორმა, რომელსაც განიხილავს საპრეტენზიო კომისია. 

აპელაციის საფასური შეადგენს 50 ლარს და თანხა უნდა ჩაირიცხოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ანგარიშზე. განსაზღვრული საფასური უკან უბრუნდება მასწავლებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება დადებითი შეფასებით შეიცვლება.

მასწავლებელი უფლებამოსილია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები გაასაჩივროს სასამართლოში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

ზოგადი უნარებისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

ზოგადი უნარებისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ 2020 წლის ზოგადი უნარებისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებს.

ცენტრის ინფორმაციით, ნაეკის მიერ ჩატარებულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, ამ მასალების ცენტრის ნებართვის გარეშე გასაჯაროვება (დაბეჭდვა, ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში განთავსება დ ა.შ.) აკრძალულია.

იხილეთ 2020 წლის ზოგადი უნარებისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები:


წაიკითხეთ სრულად