Baby Bag

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციები ცენტრში მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში და ვიზიტორთა ფიზიკური მიღება დროებით შეზღუდულია.

თქვენთვის სასურველ საკითხზე კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შესაბამისი პროგრამის მენეჯერს ელექტრონულ ფოსტაზე, ან დაურეკოთ მობილურ ტელეფონებზე. ცხელი ხაზი: +995 (32) 2 200220 (47 08), ელ-ფოსტა: info@tpdc.ge,“ - წერია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყ​არო“

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების მინისტრად შესაძლოა, მაია მიმინოშვილი დაინიშნოს

განათლების მინისტრად შესაძლოა, მაია მიმინოშვილი დაინიშნოს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად შესაძლოა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურაც განიხლებოდეს, - ინფორმაციას ​1tv.ge ავრცელებს.

პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობაზე განხილული კანდიდატებიდან მაია მიმინოშვილი ერთ-ერთია.

მაია მიმინოშვილის კანდიდატურის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს განათლების კომიტეტის წევრი თემურ ჭკუასელი, თუმცა დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მისი კანდიდატურა განიხილებოდეს. ამასთან, ჭკუასელი არ გამორიცხავს, რომ სამინისტროს, კულტურის მიმართულება გამოეყოს, რომლის მინისტრადაც ბადრი მაისურაძის კანდიდატურა განიხილება.

„მაია მიმინოშვილი გამოცდილი ადამიანია. შესაძლოა, მისი კანდიდატურა განიხილება, რასაც მივესალმები“, – განაცხადა ჭკუასელმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობიდან დღეს ​გადადგა.

წაიკითხეთ სრულად