Baby Bag

ბერიკა შუკაკიძემ 9 სპეცმასწავლებელს სერტიფიკატები გადასცა

ბერიკა შუკაკიძემ 9 სპეცმასწავლებელს სერტიფიკატები გადასცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ტრენინგის მონაწილე სპეცმასწავლებლები დაჯილდოვდნენ. 9 სპეცმასწავლებელს ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ სერტიფიკატები გადასცა.

2017-2018 წლებში მასწავლებლებმა უსინათლო და მცირემხედველთა მობილობა-ორიენტაციაში 50 საათიანი სასერტიფიკატო და პრაქტიკული კურსები გაიარეს, რაც მათ საშუალებას აძლევს იმუშაონ როგორც უსინათლოთა საჭიროების მიმართულებით სკოლებში, ასევე ზრდასრულ უსინათლოებთან მათი დამოუკიდებლად ცხოვრებისა და გადაადგილების გაზრდის მიზნით.

არასამთავრობო ორგანიზაციამ "მარიანი" სპეცმასწავლებლებს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები და სხვა საჩუქრები გადასცა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

17 მათემატიკური ხრიკი, რომელიც შეიძლება სკოლაში არ ისწავლება, მაგრამ უნდა იცოდე

მათემატიკა არ არის მარტივი საგანი. იმისთვის, რომ ამ საგნის შესწავლა თქვენთვის სახალისო და საინტერესო გახდეს, გთავაზობთ 17 მარტივ მათემატიკურ ხრიკს. 


წაიკითხეთ სრულად