Baby Bag

გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია eschool-ში 1-ლი ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება

გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია eschool-ში 1-ლი ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება

მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერის, ქრისტინე ინგოროყვას ინფორამაციით, გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია eschool-ში 1-ლი ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.

„იქედან გამომდინარე, რომ სასწავლო პროცესი დაიწყო შერეულ რეჟიმში და პირველ ოქტომბრამდე მიმდინარეობს ელექტრონულ სისტემაში საგაკვეთილო ცხრილების და ელექტრონული ჟურნალების დამატება. გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია განხორციელდება eschool-ის ელექტრონულ სისტემაში 1-ლი ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით. თითოეულ თქვენგანს გარე დაკვირვების გავლის პერიოდი სისტემაში აგესახებათ რეგისტრაციის დასრულებიდან უმოკლეს ვადაში, რათა დროულად შეძლოთ გაკვეთილის გეგმების მომზადება და ატვირთვა,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა სოციალურ ქსელში.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდემდე აქვთ მასწავლებლებს ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტების განთავსების ვადა - მასწავლებლის სახლი

როდემდე აქვთ მასწავლებლებს ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტების განთავსების ვადა - მასწავლებლის სახლი

მასწავლებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში პროფესიულ საქაღალდეში დოკუმენტების განთავსების ვადა 24 ივნისს იწურება, - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

იხილეთ ვიდეო - მასწავლებლის მიერ eschool-ის სისტემაში დოკუმენტის ატვირთვის ინსტრუქცია

წაიკითხეთ სრულად