Baby Bag

პრემიერ-მინისტრი მასწავლებლებს მიმართავს

პრემიერ-მინისტრი მასწავლებლებს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მასწავლებლებს და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს მოუწოდებს, 15 აგვისტოდან აჭარაში ან სხვა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მატარებელ რეგიონებში ყოფნის შემთხვევაში, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან:

„მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, რა თქმა უნდა, 2 კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ, საქმის კურსში ჩააყენონ შესაბამისი სამინისტრო - განათლების სამინისტრო, თავიანთი უწყებები და თავი შეიკავონ სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.


Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების​ სანდო წყარო“.

სკოლებს არჩევანის შესაძლებლობას ვაძლევთ, გამოიყენებენ ელექტრონულ ჟურნალს, თუ დარჩება ნაბეჭ...
​არჩევანის შესაძლებლობას ვაძლევთ სკოლებს, გამოიყენებენ ელექტრონულ ჟურნალს, თუ დარჩება ტრადიციულად, ნაბეჭდი ჟურნალი, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ჟურნა...

შეიძლება დაინტერესდეთ

შალვა ნათელაშვილი სკოლებში უფასო ერთჯერადი კვების დამკვიდრებას ითხოვს

შალვა ნათელაშვილი სკოლებში უფასო ერთჯერადი კვების დამკვიდრებას ითხოვს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტს ახალი კანონის ინიცირების მოთხოვნით მიმართავს და სკოლებში უფასო ერთჯერადი კვების დამკვიდრებას ითხოვს. 

გთავაზობთ შალვა ნათელაშვილის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით: 

„მე გავუგზავნი პარლამენტის თითოეულ წევრს შესაბამის წერილს, მოთხოვნით გამცენ პასუხი, უახლოეს დღეებში დააყენებენ თუ არა კენჭისყრაზე კანონპროექტს, სკოლებში უფასო ერთჯერადი კვების შესახებ. ეს არ არის მემარცხენე გამოგონება, ევროპის საჯარო სკოლებშიც კი, სადაც საშუალო შემოსავალი 3000 – 5000 ევროა, მაგალითად სკანდინავიაში, სკოლებში ერთჯერადი სავალდებულო საბიუჯეტო კვება არის როგორც წესი უძველესი ტრადიცია, რომლის შეცვლაც კი თავში არ მოუვა არც ერთ ხალხის მოძულე პოლიტიკოსს, თუ რა თქმა უნდა, იქ ასეთი არსებობს.“
წაიკითხეთ სრულად