საერთაშორისო განათლების, კულტურისა და ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიასთან არსებულ სასულიერო ცენტრთან და ტრენინგ ცენტრ „ცოდნასთან“ ერთად
,,ტრენინგები მასწავლებლების წარმატებული საქმიანობისა და პროფესიული ზრდისთვის აუცილებელია. ჩვენ, საერთაშორისო განათლების, კულტურისა და ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვიყავით პირველები, ვინც არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ონლაინ კურსები შემოვიღეთ. ტრენინგზე რეგისტრაცია ორ ეტაპად მიმდინარეობდა და საქართველოს ყველა რეგიონი ონლაინ რეჟიმში ჩაერთო. ტრენინგებს საერთაშორისო დონის ტრენერები ატარებენ. ტრენინგი პედაგოგებს 4 კრედიტის მოპოვებაში დაეხმარებათ,'' - აღნიშნავენ კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები.
ტრენინგ-მოდული მოიცავს 18 სამუშაო შეხვედრას, 100 სამუშაო საათს, მათგან 66 საკონტაქტო, ხოლო 34 არასაკონტაქტო საათი. ტრენინგ-მოდულის შეფასება ხორციელდება 100-ქულიანი სისტემით. სერტიფიკატის მისაღებად მონაწილე უნდა დაესწროს ტრენინგ-მოდულის 80%-ს და 100 ქულიდან დააგროვოს მინიმუმ 60 ქულა.
კურსის დასრულებისთანავე გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი დანართთან ერთად, სადაც მითითებული იქნება თითოეული გავლილი მოდული და საბოლოო ტესტირების შედეგი.
ინფორმაციისთვის,
სწავლების დაწყება შესაძლებელია დარეგისტრირებისთანავე! ტრენინგის გავლა ფასიანია.
R.