Baby Bag

„5-კრედიტიან ტრენინგებთან დაკავშირებით პირადად უკავშირდებიან მასწავლებლებს“ - მასწავლებლის სახლი

„5-კრედიტიან ტრენინგებთან დაკავშირებით პირადად უკავშირდებიან მასწავლებლებს“ - მასწავლებლის სახლი

„5-კრედიტიან ტრენინგებზე მასწავლებლებს პირადად ვუკავშირდებით. ყველას, ვინც დარეგისტრირებულია, მასწავლებლის სახლიდან ეტაპობრივად ურეკავენ,“ - ამის შესახებ ​MomsEdu.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. 

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ ​MomsEdu.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, ხუთკრედიტიანი ტრენინგების მეშვეობით პრაქტიკოსი მასწავლებლები კრედიტების შევსებასა და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას შეძლებენ.

„პრაქტიკოს პედაგოგს მიეცემა უფლება, 19 კრედიტქულამდე გარე მექანიზმებით შეივსოს და დაადასტუროს კომპეტენცია. რას ნიშნავს გარე მექანიზმები? - 5 კრედიტის ფარგლებში მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა, გაიაროს ტრენინგმოდულები და წარმატებით გავლის შემთხვევაში, დააგროვოს 5 კრედიტი. თუ გამოცდა არ აქვს ჩაბარებული, პარალელურად ჩააბაროს და ამით შეივსოს 19 კრედიტქულამდე. გარე მექანიზმებია ტრენინგები და გამოცდა.

დღეს სისტემაში 14 000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია, მათგან დაახლოებით 7 000-მდე პედაგოგს არც ერთი გამოცდა არა აქვს ჩაბარებული და შესაბამისად, კომპეტენცია არ აქვს დადასტურებული. 2 000-მდე მასწავლებელს ორივე საგანი ჩაბარებული აქვს, 2 700 მასწავლებელს საგნის გამოცდა აქვს ჩაბარებული, 2 300-ს კი პროფესიული უნარების გამოცდა.

პედაგოგებს 3 კრედიტის მოპოვება შეეძლებათ საგნობრივი კომპეტენციის ტრენინგებიდან, 2 კრედიტის - პროფესიული უნარების ტრენინგებიდან. მასწავლებლებს ტრენინგ მოდულების წარმატებით გავლის შემთხვევაში, 1-დან 5-მდე კრედიტის დაგროვების შესაძლებლობა ექნებათ. პედაგოგები მათთვის სასურველი და საჭირო კრედიტქულის შესაბამისი ტრენინგმოდულის შერჩევას შეძლებენ,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძე.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლ​ებლების სანდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ხარვეზის გამოსწორების ოქმის ნიმუში

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ხარვეზის გამოსწორების ოქმის ნიმუში

​გთავაზობთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ხარვეზის გამოსწორების ოქმის ნიმუშს, რომელიც ​Moms.ge-ს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახის საჯარო სკოლის დირექტორმა, გალინა ქასოშვილმა მიაწოდა.

იხილეთ ნიმუში ბმულზე - ​პედაგოგიური პრაქ​ტიკის კვლევის ხარვეზის გამოსწორების ოქმი

წაიკითხეთ სრულად