Baby Bag

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

მასწავლებლის პროფესიულ​ ​სტანდარტში ცვლილებები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით დამტკიცდა და ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე. 

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი), „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ3“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამონათვალის ერთობლიობაა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა თანამდებობის მასწავლებელი. სტანდარტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. 

2. სტანდარტი არის მასწავლებლის მომზადების, პროფესიული რეგულირების და კარიერული ზრდის განმსაზღვრელი დოკუმენტი.

3. მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია რეგულირდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

მუხლი 2. სტანდარტის გამოყენების არეალი

1. სტანდარტის გამოყენება შესაძლებელია მასწავლებლის პროფესიის რეგულირების სფეროში სხვადასხვა პოლიტიკური დოკუმენტისა თუ მექანიზმის შესამუშავებლად.

2. სტანდარტის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი დანიშნულებით:

ა) თვითშეფასებისთვის – იმისთვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს საკუთარი პრაქტიკის რეფლექსია, გამოკვეთოს მიმართულებები, რომლებშიც მას ესაჭიროება განვითარება და განსაზღვროს საკუთარი პროფესიული განვითარების მიზნები სასწავლო პრაქტიკის დასახვეწად და მოსწავლეთა სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად;

ბ) კოლეგების ურთიერთშეფასებისთვის – იმისთვის, რომ სტანდარტი მასწავლებლებმა გამოიყენონ სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების აქტივობების დასაგეგმად და განსახორციელებლად;

გ) მასწავლებლის კომპეტენციებისა და საქმიანობის შეფასებისთვის – იმისთვის, რომ სტანდარტის თითოეული მიმართულებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, შეფასდეს მასწავლებლის კომპეტენციები და საქმიანობა, ასევე, მის მიერ საკუთარი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება და მიღწეული შედეგები;

დ) მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გამოცდისთვის პროგრამებისა და ტესტური ინსტრუმენტების შესაქმნელად;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებისთვის;

ვ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების შინაარსის განსაზღვრისა და პასუხისმგებელი უწყების მიერ ამ პროგრამების აკრედიტაციისთვის;

ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით მასწავლებლის კომპეტენციების დადგენისა და შეფასებისთვის;

თ) მასწავლებლობის მსურველის კომპეტენციების განსაზღვრისა და შეფასებისთვის;

ი) უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების, განახლებისა და დამტკიცებისთვის.

მუხლი 3. სტანდარტის სტრუქტურა

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი შედგება ორი ნაწილისაგან:

1. პირველი ნაწილი ზოგადია (II, III, V და VI თავები), რომელიც განსაზღვრავს მინიმალურ კომპეტენციებს ყველა თანამდებობის მასწავლებლისთვის (II და III თავები უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის), ასევე, სპეციალური მასწავლებლისთვის (V და VI თავები უფროსი სპეციალური და წამყვანი სპეციალური მასწავლებლისთვის) და მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას:

ა) სასწავლო პროცესი;

ბ) პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა.

2. სტანდარტის მეორე ნაწილში (IV თავი) მოცემულია დამატებითი მოთხოვნებისა და კომპეტენციების ჩამონათვალი წამყვანი და მენტორი მასწავლებლისათვის, ასევე, (VII თავი) მოცემულია დამატებითი მოთხოვნებისა და კომპეტენციების ჩამონათვალი წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის, ხოლო თანდართულ შესაბამის ცხრილ(ებ)ში მოცემულია კონკრეტული სტატუსის მქონე მასწავლებლების/სპეციალური მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობები შესაბამის კომპეტენციებთან ერთად.

3. პირველი ნაწილის თითოეულ მიმართულებაში გამოყოფილია ქვეპუნქტები, რომელთათვისაც განსაზღვრულია შესრულების ინდიკატორები, რაც გამჭვირვალეს ხდის მოთხოვნებს მასწავლებელთა საქმიანობის მიმართ.

თავი II. სასწავლო პროცესი

მუხლი 4. პოზიტიური, უსაფრთხო, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა და კლასის მართვა

პოზიტიური, უსაფრთხო, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისა და კლასის მართვის ინდიკატორები:

ა) თანასწორობის პრინციპებზე აგებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ზრუნვა მოსწავლეებთან ერთად და მოსწავლეებს შორის;

ბ) კეთილგანწყობილი, მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემოს ორგანიზება უნივერსალური დიზაინის პრინციპების შესაბამისად;

გ) ყველა მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შემდგომში – სსსმ) მოსწავლეების) ჩართვა სასწავლო პროცესში;

დ) კულტურული მრავალფეროვნების, დემოკრატიის, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის აღიარება და პატივისცემა;

ე) კლასის მართვის ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება;

ვ) მოსწავლეების თვითრეგულირებადი ქცევის წახალისება;

ზ) მოსწავლეებში მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;

თ) მოსწავლეებთან კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიების ფლობა და გამოყენება;

ი) მოსწავლეებისთვის თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობის მიცემა;

კ) მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა;

ლ) კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარების ეფექტიანი სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება.

მუხლი 5. სასწავლო პროცესის დაგეგმვა

სასწავლო პროცესის დაგეგმვის ინდიკატორები:

ა) სხვადასხვა ტიპის საგნობრივი სასწავლო გეგმების ცოდნა და შემუშავება;

ბ) სასწავლო პროცესის დაგეგმვისას კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპებისა და დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინება;

გ) კლასგარეშე (ექსტრაკურიკულარული)/არაფორმალური აქტივობების დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით;

დ) სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება და ციფრული მოქალაქეობის პრინციპების გათვალისწინება;

ე) სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინება.

მუხლი 6. სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება

სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენების ინდიკატორები:

ა) სასწავლო პროცესში სხვადასხვა დონის კურიკულუმების გამოყენება და მოდიფიცირება გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, ასევე მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით;

ბ) თითოეული მოსწავლის, მათ შორის სსსმ მოსწავლის, საჭიროებასა და ინტერესებზე მორგებული სასწავლო მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება;

გ) მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით შესაბამისი მრავალფეროვანი, ინტერაქციული სტრატეგიების გამოყენება;

დ) მოსწავლეებში ბუნებრივი და სოციალური გარემოსადმი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა – მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული სტრატეგიების გამოყენება;

ე) მოსწავლეებში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენება;

ვ) მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების (დაგეგმვა, მონიტორინგი, შეფასება) განვითარებასა და სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება;

ზ) თითოეული მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენება;

თ) მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების (მაგ., საგნობრივი წრეები/კლუბები, სპორტული, სახელოვნებო ღონისძიებები და სხვ.) განხორციელება.

მუხლი 7. სასწავლო რესურსების გამოყენება

სასწავლო რესურსების გამოყენების ინდიკატორები:

ა) მრავალფეროვანი, სასწავლო მიზნის შესაბამისი, სკოლაში და სკოლის გარეთ არსებული რესურსების ადაპტირება და ეფექტიანი გამოყენება;

ბ) მოსწავლეებისათვის სასწავლო რესურსის თანაბარი ხელმისაწვდომობა და უსაფრთხო გამოყენება;

გ) სასწავლო მიზნისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, სასწავლო რესურსის მოძიება ან/და მომზადება მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით;

დ) სასწავლო რესურსის მოძიება, მომზადება და გამოყენება მოსწავლეთა კულტურული მრავალფეროვნების გათვალისწინებით;

ე) სასწავლო მიზნისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, სასწავლო რესურსის მოძიება ან/და მომზადება მედიაწიგნიერების პრინციპების გათვალისწინებით.

მუხლი 8. მოსწავლეთა შეფასება

მოსწავლეთა შეფასების ინდიკატორები:

ა) მოსწავლეთა შეფასებისას შეფასების ძირითად პრინციპებზე ორიენტირება;

ბ) სასწავლო მიზნის შესაბამისი შეფასების ფორმების გამოყენება;

გ) ეფექტიანი განმავითარებელი შეფასების/უკუკავშირის მიწოდება;

დ) მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზი ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით და სასწავლო პროცესის დაგეგმვა მასზე დაფუძნებით;

ე) მოსწავლეთა შედეგების შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიების/ინსტრუმენტების გამოყენება.

თავი III. პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა

მუხლი 9. თვითგანვითარებაზე ზრუნვა

თვითგანვითარებაზე ზრუნვა გულისხმობს:

ა) პროფესიული განვითარების მიზნით თვითშეფასების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებას;

ბ) თვითშეფასების შედეგების გათვალისწინებით პროფესიული განვითარების აქტივობების/სტრატეგიების დაგეგმვასა და განხორციელებას.

მუხლი 10. სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და ეფექტური კომუნიკაცია

სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და ეფექტური კომუნიკაცია გულისხმობს:

ა) მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და ქცევის შესახებ უკუკავშირის მიწოდებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის მიზნით;

ბ) მოსწავლეთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობას;

გ) კოლეგებთან თანამშრომლობას თვითგანვითარებისა და ურთიერთგანვითარების მიზნით, მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად;

დ) სასკოლო საზოგადოების ადამიანური რესურსების მიზნობრივად გამოყენებას.

მუხლი 11. სკოლის განვითარებაზე ზრუნვა

სკოლის განვითარებაზე ზრუნვა გულისხმობს:

ა) სკოლის განვითარებისკენ მიმართულ აქტივობებში მონაწილეობას;

ბ) დემოკრატიული მართვის პრინციპების გათვალისწინებას, სკოლის პრესტიჟის შენარჩუნებასა და ამაღლებაზე ზრუნვას;

გ) მოსწავლეთა ჩართვას ისეთ აქტივობებში, რომლებიც ზრდის სკოლისადმი მათი მიკუთვნებულობის განცდას.

მუხლი 12. პროფესიული ეთიკის დაცვა

პროფესიული ეთიკის დაცვა გულისხმობს „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №57/ნ ბრძანებით განსაზღვრული ნორმების შესრულებას, ასევე:

ა) მოსწავლეებისთვის ეთიკური ქცევის მაგალითის მიცემას;

ბ) მოსწავლეებისთვის ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ღირებულებების დაცვის მაგალითის მიცემას;

გ) პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღებას;

დ) მოსწავლეებში მოქალაქეობის, აგრეთვე მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას.

თავი IV. დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები წამყვანი და მენტორი მასწავლებლისთვის

მუხლი 13. დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები წამყვანი და მენტორი მასწავლებლისთვის

დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები წამყვანი და მენტორი მასწავლებლისთვის განსაზღვრულია ცხრილი 1-ისა და ცხრილი 2-ის შესაბამისად.

თავი I. ზოგადი დებულებანი

ცხრილი 1
წამყვანი მასწავლებელი
ვალდებულებებიკომპეტენციები
ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე: ეხმარება კოლეგებს მათი საჭიროებების განსაზღვრაში, პროფესიული განვითარების აქტივობების/სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში.საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციებს უწევს ტუტორებს/პრაქტიკის ხელმძღვანელებს ან თავად ასრულებს ტუტორის/პრაქტიკის ხელმძღვანელის ფუნქციებს.
  • შეუძლია მასწავლებლის საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • შეუძლია გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისი პროფესიული განვითარების აქტივობების/სტრატეგიების შერჩევა;
  • შეუძლია პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შემუშვება და გეგმის განხორციელების მონიტრინგი;
  • აქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი – შეუძლია განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის მიწოდება.
აქვს ზოგადი განათლების სისტემის ფართო ხედვა. ეცნობა ზოგადად განათლების სფეროში და სასკოლო სისტემებში მიმდინარე მოვლენებს, თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და საგანმანათლებლო კვლევებს ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე. მიღებულ გამოცდილებას იყენებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში და, ასევე, უზიარებს კოლეგებს.
  • აქვს ინფორმაციის მოძიების, გაფილტვრის, დამუშავების უნარი;
  • აქვს ცოდნა ზოგადი განათლების პოლიტიკისა და მართვის შესახებ;
  • იცნობს თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და საგანმანათლებლო კვლევებს;
  • არსებულ ცოდნას იყენებს საკუთარი და კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
ატარებს სკოლის/ადგილობრივი ადგილობრივი საზოგადოების(თემის) საჭიროების კვლევებს, მიგნებებს იყენებს სკოლის/თემის განვითარების მიზნით.
  • აქვს კვლევითი უნარები: შეუძლია საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება სკოლისა და ადგილობრივი საზოგადოების (თემის) საჭიროებიდან გამომდინარე, კვლევის დაგეგმვა და განხორციელება, ინტერვენციების შედეგების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ამყარებს კონტაქტებს ეროვნულ დონეზე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.
  • შეუძლია საქმიანი და თანამშრომლობითი კონტაქტების დამყარება;
  • აქვს უნარი, მკაფიოდ გამოკვეთოს სათქმელი და წარმოაჩინოს საკუთარი სკოლის ინტერესები;
  • შეუძლია ისეთი ღონისძიებების, პროექტების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის, როგორც თვითგანვითარებადი ორგანიზაციის, ჩამოყალიბებასა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას.
სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, ამყარებს კომუნიკაციას და თანამშრომლობს მესამე პირებთან.
  • შეუძლია საქმიანი და თანამშრომლობითი კონტაქტების დამყარება;
  • აქვს მკაფიო ხედვა სკოლის საგანმანათლებლო საჭიროებებისა და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ;
  • აქვს უნარი, მკაფიოდ გამოკვეთოს სათქმელი და წარმოაჩინოს საკუთარი ორგანიზაციის ინტერესები.
ინიცირებას უკეთებს და მონაწილეობს სოციალურ აქტივობებში: სასკოლო/სკოლათშორის/სათემო პროექტებში.
  • აქვს სოციალური პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების უნარები;
  • კარგად იცის და იზიარებს სამოქალაქო ღირებულებებს, შეუძლია მათი დანერგვა სკოლაში და თემში.
ხელს უწყობს მოსწავლეების პროფორიენტაციას.
  • აქვს ჩამოყალიბებული რეგიონის განვითარების ხედვა;
  • შეუძლია გაეცნოს და მოსწავლეებში პოპულარიზაცია გაუწიოს პროფესიებს, რომლებიც ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას.
არის ინიციატორი, გეგმავს და სხვათა თანამონაწილეობით/ჩართულობით ახორციელებს დემოკრატიული კულტურის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ციფრული უნარების, ციფრული მოქალაქეობის, ინკლუზიური გარემოს, გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობ აქტივობებს.
  • იცნობს და იზიარებს გლობალური მოქალაქეობისა და მდგრადი განვითარების ძირითად პრინციპებს;
  • აქვს უნარი, გააზიაროს და გაავრცელოს გლობალური მოქალაქეობისა და მდგრადი განვითარების ძირითადი პრინციპები სკოლაში;
  • ახორციელებს აქტივობებს სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართულობით მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით
ცხრილი 2
მენტორი მასწავლებელი
ვალდებულებებიკომპეტენციები
ადგენს მასწავლებელთა საჭიროებებს და გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით გეგმავს სკოლის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ერთიან სტრატეგიას.
  • ფლობს და იყენებს სკოლის საჭიროებების დადგენის სხვადასხვა მეთოდოლოგიას;
  • აქვს ანალიტიკური, კვლევითი უნარები და სტრატეგიული ხედვა;
  • შეუძლია სკოლის სტრატეგიული გეგმის შემუშავება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით.
შეიმუშავებს რეკომენდაციებს ეროვნულ დონეზე ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
  • აქვს კვლევითი უნარები: შეუძლია საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება, კვლევის დაგეგმვა და განხორციელება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
ამყარებს კონტაქტებს საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.
  • შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია სხვადასხვა საერთაშორისო თუ უცხოური ორგანიზაციის საქმიანობის, ასევე გლობალური პროექტების შესახებ;
  • შეუძლია თანამშრომლობის მიზნის განსაზღვრა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება საერთაშორისო და უცხოურ ორგანიზაციებთან სკოლის/თემის/რეგიონის საგანმანათლებლო საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე;
  • შეუძლია ისეთი ღონისძიებების, პროექტების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის, როგორც თვითგანვითარებადი ორგანიზაციის, ჩამოყალიბებასა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას;
  • შეუძლია საქმიანი და თანამშრომლობითი კონტაქტების დამყარება;
  • აქვს უნარი, მკაფიოდ გამოკვეთოს სათქმელი და წარმოაჩინოს სკოლის ინტერესები;
  • აქვს კარგად განვითარებული აკადემიური და ფუნქციური წერის უნარები.

თავი V. სპეციალური მასწავლებლის სასწავლო პროცესი

მუხლი 14. სპეციალური მასწავლებლის მიერ პოზიტიური, უსაფრთხო, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ფორმირება

პოზიტიური, უსაფრთხო, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნის (ან ფორმირება) ინდიკატორები:

ა) სპეციალური და ინკლუზიური განათლების პრინციპების გამოყენება მოსწავლესთან კომუნიკაციის პროცესში;

ბ) უნივერსალური დიზაინის პრინციპების გამოყენება სსსმ მოსწავლის სწავლებისა და რესურსოთახის მოწყობის პროცესში;

გ) სსსმ მოსწავლესა და კლასის სხვა მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

დ) სსსმ მოსწავლის სკოლის სხვადასხვა ჯგუფთან მიკუთვნებულობის ხარისხის გაზრდის ხელშეწყობა;

ე) საჭიროების შემთხვევაში სსსმ მოსწავლისათვის სწავლის პროცესში კომუნიკაციის დამხმარე ან/და ალტერნატიული საშუალებების გამოყენების ხელშეწყობა;

ვ) სსსმ მოსწავლეების საბაზო ან/და საშუალო საფეხურიდან შემდეგ საფეხურზე გადასვლის – ტრანზიციის ხელშეწყობა;

ზ) რეკომენდაციის გაწევა მასწავლებლების, სხვა სპეციალისტებისა და მშობლებისთვის სსსმ მოსწავლესთან მუშაობის დროს აუცილებელი უნარების განვითარების მიზნით;

თ) სსსმ და სხვა მოსწავლეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მშობლებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციასა და სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა;

ი) სსსმ მოსწავლის ან მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის შესაბამის სერვისში რეფერირება (გადამისამართება);

კ) კანონით დადგენილი და საერთაშორისოდ აღიარებული ტერმინოლოგიის დანერგვა სასკოლო გარემოში.

მუხლი 15. სპეციალური მასწავლებლის მიერ სასწავლო პროცესის დაგეგმვა

სპეციალური მასწავლებლის მიერ სასწავლო პროცესის დაგეგმვის ინდიკატორები:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციაში (ინდივიდუალური სასწავლო გეგმა – მოდიფიკაცია, აკომოდაცია, ალტერნატიული სასწავლო მიზნები; ალტერნატიული სასწავლო გეგმა, გაფართოებული სასწავლო გეგმა), შექმნა/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთან, დამრიგებელთან, სხვა სპეციალისტებთან და მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დოკუმენტის შექმნა-განხორციელებაში მონაწილეობა;

გ) სსსმ მოსწავლის აკადემიურ მიღწევასთან დაკავშირებით რელევანტური საგანმანათლებლო მიზნების დასახვა;

დ) სსსმ მოსწავლისთვის ეფექტიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით ალტერნატიული სასწავლო გეგმის გამოყენება;

ე) სსსმ მოსწავლეებთან მათი საგანმანათლებლო საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით ინდივიდუალურ და მცირე ჯგუფებში მუშაობის დაგეგმვა და განხორციელება;

ვ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა-განხორციელების სუპერვიზია და მონიტორინგი;

ზ) სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს სსსმ მოსწავლის ინტერესებისა და პრიორიტეტების გათვალისწინება;

თ) სსსმ მოსწავლის მომზადება სასწავლო გარემოსთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის, სხვა სკოლაში ან განათლების სხვა საფეხურზე ტრანზიციისათვის.

მუხლი 16. სპეციალური მასწავლებლის მიერ სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება

სპეციალური მასწავლებლის მიერ სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენების ინდიკატორები:

ა) საჭიროების შემთხვევაში, გაკვეთილზე დასწრება და მოსწავლისთვის გაცემულ ინსტრუქციებთან დაკავშირებით საგნის მასწავლებლისთვის რეკომენდაციების მომზადება;

ბ) სსსმ მოსწავლის სწავლების პროცესში მულტიდისციპლინური გუნდის რეკომენდაციების გათვალისწინება;

გ) სსსმ პირის ასისტენტისთვის რეკომენდაციების მომზადების მიზნით გაკვეთილზე დასწრება;

დ) წინა აკადემიური უნარ-ჩვევების დაუფლების მიზნით სსსმ მოსწავლესთან მუშაობის პროცესში სწავლების განსხვავებული მიდგომების, მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება;

ე) სსსმ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართვის მიზნით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფთან მუშაობა;

ვ) სსსმ მოსწავლეების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ფუნქციური უნარების, ადაპტური ქცევისა და სოციალური უნარების სწავლების მეთოდიკის გამოყენება;

ზ) ეფექტური სწავლების მიზნით სსსმ მოსწავლის პრობლემური ქცევის შეფასების, პრევენციისა და მართვის მრავალფეროვანი ტექნიკის, მათ შორის, ქცევის გამოყენებითი (Applide Behavioral Analysis- ABA) ანალიზის გამოყენება;

თ) სსსმ მოსწავლეების შემეცნებითი, სოციალური, ემოციური, მოტორული და ქცევითი თავისებურებების შესაბამისად სწავლების სტრატეგიების გამოყენება;

ი) სსსმ მოსწავლეებისთვის შესაბამისი აკადემიური უნარების განვითარების პროცესში სწავლების უნივერსალური დიზაინის პრინციპებისა და ინდივიდუალიზებული მეთოდების გამოყენება;

კ) სსსმ მოსწავლის სწავლების მეთოდოლოგიების/სტრატეგიების და დახმარების ტექნოლოგიების გამოყენება;

ლ) სსსმ მოსწავლისათვის თვითგანვითარებისა და თვითრეგულაციის სტრატეგიების სწავლება;

მ) საბაზო აკადემიური უნარების (წერა, კითხვა და ანგარიში) განვითარების მიზნით, სსსმ მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით, შესაბამისი სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება;

ნ) ქცევის მართვის სტრატეგიების გამოყენება.

მუხლი 17. სპეციალური მასწავლებლის მიერ სასწავლო რესურსების გამოყენება

სპეციალური მასწავლებლის მიერ სასწავლო რესურსების გამოყენების ინდიკატორები:

ა) სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით საგანმანათლებლო რესურსების შექმნა;

ბ) სსსმ მოსწავლის სწავლების პროცესში დამხმარე რესურსების გამოყენება;

გ) სსსმ მოსწავლის საქაღალდის წარმოება, რაც გულისხმობს მოსწავლის აკადემიური და კოგნიტური უნარების განვითარების ისტორიის აღრიცხვას, საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით;

დ) სსსმ მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე, მისი შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით არასაგაკვეთილო რესურსების შექმნა და აქტივობების დაგეგმვა.

მუხლი 18. სპეციალური მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა შეფასება

სპეციალური მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა შეფასების ინდიკატორები:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების რისკის ქვეშ მყოფი მოსწავლის დროული იდენტიფიცირება და პირველადი მართვის გეგმის შედგენა;

ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირების მიზნით პირის დროული რეფერირება შესაბამის სპეციალისტთან;

გ) სსსმ მოსწავლის კოგნიტური, აკადემიური, კომუნიკაციური, სოციალური, ემოციური, მოტორული და ფუნქციური უნარების პირველადი შეფასება;

დ) მულტიდისციპლინური გუნდისა და სხვა სპეციალისტის/სპეციალისტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეფასების შედეგების გაცნობა და გათვალისწინება სასწავლო პროცესში საჭიროებიდან გამომდინარე;

ე) სსსმ მოსწავლის წინა აკადემიური ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასება/იდენტიფიკაცია;

ვ) სსსმ მოსწავლის შეფასებისას, მოსწავლის ეთნიკური, რელიგიური, კულტურული, სქესობრივი და სხვა თავისებურებების (უნიკალობის) გათვალისწინება;

ზ) სსსმ მოსწავლის სწავლისა და სწავლების პროცესთან დაკავშირებით შეფასების საფუძველზე სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისთვის რეკომენდაციების გაცემა;

თ) სასწავლო მიზნების პროგრესის მონიტორინგისთვის სსსმ მოსწავლეთა გადაფასება;

ი) ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიზნებთან მიმართებით სსსმ მოსწავლეების სწავლის შედეგების შეფასება.

თავი VI. სპეციალური მასწავლებლის პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა

მუხლი 19. სპეციალური მასწავლებლის მიერ თვითგანვითარებაზე ზრუნვა

სპეციალური მასწავლებლის მიერ თვითგანვითარებაზე ზრუნვა გულისხმობს:

ა) პროფესიული განვითარების მიზნით თვითშეფასების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებას;

ბ) თვითშეფასების შედეგების გათვალისწინებით ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავებას/განახლებას და საკუთარ სამასწავლებლო საქმიანობაში ცვლილებების განხორციელებას;

გ) საკუთარი სამუშაო გამოცდილების კრიტიკულად შეფასებას და განვითარებასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვას;

დ) პროფესიული განვითარების სხვადასხვა საშუალებისა და რესურსის გამოყენებას პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განსავითარებლად;

ე) პროფესიული ლიტერატურის მოძიებას და გამოყენებას საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის შეფასებისა და გაუმჯობესებისათვის.

მუხლი 20. სპეციალური მასწავლებლის სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და ეფექტური კომუნიკაცია

სპეციალური მასწავლებლის სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და ეფექტური კომუნიკაცია გულისხმობს:

ა) სსსმ მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებებიდან გამომდინარე, დამატებითი მატერიალური და ადამიანური რესურსის ჩართვის მიზნით სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას;

ბ) სსსმ მოსწავლის კლასში ქცევის მართვის, ისევე, როგორც მთლიანად კლასში პოზიტიური ქცევის მხარდაჭერის მიზნით საგნის მასწავლებელთან/მასწავლებლებთან თანამშრომლობას;

გ) კოლეგებთან და სსსმ მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან საუბრისას კომუნიკაციის ეფექტური საშუალებების გამოყენებას (ფორმალურ და შინაარსობრივ დონეზე);

დ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ჯგუფში წარმოქმნილი პრობლემის იდენტიფიცირებას და პრობლემის მოგვარების მიზნით რეკომენდაციების გაცემას;

ე) სსსმ მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ეფექტურ თანამშრომლობას;

ვ) სსსმ მოსწავლის მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის, აღმზრდელისთვის მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

ზ) სსსმ მოსწავლის საგანმანათლებლო პროცესში და საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ჩართვის მხარდაჭერას;

თ) სსსმ მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესში მიღწეული წარმატებებისა და სხვა საჭიროებების გაცნობის მიზნით მოსწავლის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში, ამ დაწესებულების ადმინისტრაციასთან, სპეციალურ მასწავლებელთან, საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა პირებთან თანამშრომლობას;

ი) საჭიროების შემთხვევაში, სსსმ მოსწავლის სკოლისშემდგომი განათლებისა და მისი საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისათვის რეკომენდაციების მიცემას.

მუხლი 21. სპეციალური მასწავლებლის მიერ სკოლის განვითარებაზე ზრუნვა

სპეციალური მასწავლებლის მიერ სკოლის განვითარებაზე ზრუნვა გულისხმობს:

ა) სკოლის განვითარებისაკენ მიმართულ აქტივობებში მონაწილეობას;

ბ) სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდას; სკოლის პრესტიჟის შენარჩუნებასა და ამაღლებაზე ზრუნვას;

გ) სსსმ საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვას ისეთ აქტივობებში, რომლებიც ზრდის სკოლისადმი მათი მიკუთვნებულობის განცდას;

დ) ინკლუზიური კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობას;

ე) ინკლუზური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული კამპანიების ორგანიზება ან/და თანამონაწილეობას.

მუხლი 22. სპეციალური მასწავლებლის მიერ პროფესიული ეთიკის დაცვა

სპეციალური მასწავლებლის მიერ პროფესიული ეთიკის დაცვა გულისხმობს „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №57/ნ ბრძანებით განსაზღვრული ნორმების შესრულებას, ასევე:

ა) სსსმ მოსწავლეებისთვის ეთიკური ქცევის მაგალითის მიცემას;

ბ) სსსმ მოსწავლეებისთვის ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ღირებულებების დაცვის მაგალითის მიცემას;

გ) პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღებას;

დ) სსსმ მოსწავლეებში მოქალაქეობის, აგრეთვე მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას.

თავი VII. დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის

მუხლი 23. დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის

დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის განსაზღვრულია ცხრილი 3-ის, ცხრილი 4-ისა და ცხრილი 5-ის შესაბამისად.

ცხრილი 3
წამყვანი სპეციალური მასწავლებელი ინტელექტუალური და დასწავლის დარღვევებისთვის
ვალდებულებებიკომპეტენციები
  • დამხმარე ტექნოლოგიების, აპლიკაციების, ინფორმაციული რესურსების გამოყენება სსსმ მოსწავლის სწავლების პროცესში;
  • დამხმარე ტექნოლოგიების, აპლიკაციების, ინფორმაციული რესურსების ცოდნა და ხელმისაწვდომობა.
  • სსსმ მოსწავლის ხელშეწყობა, შემდგომ სასწავლო საფეხურზე ტრანზიციის მიზნით მის უნარებსა და ინტერესებზე მუშაობა;
  • სსსმ მოსწავლის ინტერესების გამოკვლევა – ინტერესებისა და ძლიერი მხარეების გამოვლენა და საბაზო აკადემიური და წინარე პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული შემოქმედებითი, სპორტული და სხვა აქტივობების გამოყენება;
  • სსსმ მოსწავლეზე დაკვირვება სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოში;
  • სხვა სპეციალისტისგან და მშობლებისგან/სხვა კანონიერი წამომადგენელისგან/აღმზრდელისგან ინფორმაციის მიღება და/ან ინტერვიუირება;
  • სასწავლო გარემოს შეფასება;
  • სსსმ მოსწავლის სასწავლო გარემოს, სწავლისა და ქცევის სიძნელეების, სწავლის ინდივიდუალური სტილის შეფასება და შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება;
  • სსსმ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება, შეფასება და დასკვნის გაკეთება;
  • სსსმ მოსწავლის შეფასების პროცესის დაგეგმვა და განხორციელება – შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება, სტატისტიკური და თვისებრივი მონაცემების დამუშავება/ინტერპრეტაცია;
  • სსსმ მოსწავლის საჭიროების იდენტიფიცირება და საჭირო სპეციალისტების ინტერვენციის დასკვნა;
  • შეფასების საფუძველზე სსსმ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის გრაფიკისა და ინტერვენციის გეგმის შედგენა.
  • ინკლუზიური განათლების დამხმარე სპეციალისტების კოორდინირება სსსმ მოსწავლის განვითარების მიზნით (ან მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით);
  • ინკლუზიური განათლების დამხმარე სპეციალისტების პროფესიისა და სამუშაო აღწერილობის ცოდნა.
  • სსსმ მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და შედეგების გამოყენება მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
  • კვლევის მეთოდების, კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების ცოდნა;
  • კვლევის შედეგების გამოყენება სსსმ მოსწავლეებთან პრაქტიკული მუშაობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესისთვის.
  • საკუთარი და სხვა სკოლების/ დღის ცენტრების სპეციალური მასწავლებლებისა და სხვა სპეციალისტების მხარდაჭერა ინკლუზიური და სპეციალური განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
  • კონსულტაციების გაცემა საკუთარი პრაქტიკის მაგალითზე.
  • პროფესიული რესურსების შექმნა, წერილობითი, ვიდეო ან აუდიომასალები პროფესიულ განვითარებაზე.
  • თეორიული ცოდნა ინტელექტუალური განვითარების/დასწავლის სპეციფიკური დარღვევის მქონე პირთა განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლების შესახებ;
  • პროფესიული ცოდნა ინტელექტუალური განვითარების/დასწავლის სპეციფიკური დარღვევის მქონე პირთა განათლების თანამედროვე თეორიების შესახებ;
  • პროფესიული ცოდნა ინტელექტუალური განვითარების/დასწავლის სპეციფიკური დარღვევის მქონე პირების შემეცნებითი, სოციალური, ემოციური, მოტორული და ქცევითი თავისებურებების შესახებ.
ცხრილი 4
წამყვანი სპეციალური მასწავლებელი სენსორული დარღვევებისთვის
ვალდებულებებიკომპეტენციები
  • ნარჩენი მხედველობის ოპტიმალურად გამოყენების გზების განსაზღვრა;
  • მცირემხედველი სსსმ მოსწავლის ფუნქციური მხედველობის შეფასების უნარი;
  • მხედველობის/სმენის დარღვევის მქონე ინდივიდის საჭიროების დონის მიხედვით ტექნიკური აღჭურვილობის საჭიროების დადგენა;
  • ოფთალმოლოგიური/აუდიოლოგიური შეფასების გამოყენების უნარი მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ინდივიდის სწავლების სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების საჭიროების დაგეგმვაში;
  • ბრაილის შრიფტის/ჟესტური ენის გამოყენება მოსწავლის სწავლების პროცესში, მისი სწავლება მოსწავლის სოციალური გარემოცვისთვის (გარემოცვაში იგულისხმება ადამიანები);
  • ბრაილის შრიფტის/ჟესტური ენის გამოყენების ტექნიკის ცოდნა;
  • საჭიროების შემთხვევაში კომპენსატორული აუდიოუნარების/აუდიოვერბალურ, აუდიოორალურ, ტოტალური კომუნიკაციის, სიმულტანური კომუნიკაციის და ალტერნატიული და გაფართოებული კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენება;
  • კომპენსატორული აუდიოუნარების/აუდიოვერბალურ, აუდიოორალურ, ტოტალური კომუნიკაციის, სიმულტანური კომუნიკაციის და ალტერნატიული და გაფართოებული კომუნიკაციის ტექნოლოგიის ცოდნა;
  • შესაბამისი სენსორული დეფიციტის აღმოსაფხვრელი/შესამცირებელი ტექნოლოგიების გამოყენება სსსმ მოსწავლისათვის;
  • სენსორული დეფიციტის აღმოსაფხვრელი/შესამცირებელი ტექნოლოგიების ცოდნა;
  • სმენის დამხმარე და გამაძლიერებელი/ მცირემხედველთათვის ვიზუალიზაციის გამაძლიერებელი ტექნოლოგიების გამართვა, გამოყენება და შენახვა;
  • სმენის დამხმარე და გამაძლიერებელი/ მცირემხედველთათვის ვიზუალიზაციის გამაძლიერებელი ტექნოლოგიების ცოდნა;
  • ბილინგვური მეთოდოლოგიის გამოყენება ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსწავლეებთან;
  • ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეების ბილინგვური სწავლების მეთოდოლოგიის ცოდნა.
  • სმენის/მხედველობის დარღვევის თანმხლები მდგომარეობების იდენტიფიცირება და მათზე მუშაობა;
  • სმენის/მხედველობის დარღვევასთან თანმხლები მდგომარეობების და განვითარებაზე მათი გავლენის იდენტიფიცირების ცოდნა;
  • დამოუკიდებელი გადაადგილების, მობილობა-ორიენტაციის ტექნიკების გამოყენება,
  • სმენის/მხედველობის დეფიციტზე ადაპტირებული ტექნოლოგიების გამოყენება საყოფაცხოვრებო დონეზე;
  • სტრატეგიებისა და პროგრამების ცოდნა, რომლებიც ხელს უწყობს სმენის/მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლის კომუნიკაციური, დამოუკიდებელი ცხოვრების და წიგნიერების უნარების განვითარებას;
  • უსინათლო/ყრუ მოსწავლის ხელშეწყობა სხვა სასწავლო საფეხურზე ტრანზიციის მიზნით, მის უნარებსა და ინტერესებზე მუშაობა;
  • სსსმ მოსწავლის ინტერესების გამოკვლევა – ინტერესებისა და ძლიერი მხარეების გამოვლენა და საბაზო აკადემიური და წინარე პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული შემოქმედებითი, სპორტული და სხვა აქტივობების გამოყენება;
  • სსსმ მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და შედეგების გამოყენება მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის;
  • კვლევის მეთოდების, კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების ცოდნა;
  • კვლევის შედეგების გამოყენება სსსმ მოსწავლეებთან პრაქტიკული მუშაობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესისთვის.
  • საკუთარი და სხვა სკოლების/დღის ცენტრების სპეციალური მასწავლებლებისა და სხვა სპეციალისტების მხარდაჭერა ინკლუზიური და სპეციალური განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
  • კონსულტაციების გაცემა საკუთარი პრაქტიკის მაგალითზე.
  • პროფესიული რესურსების შექმნა, წერილობითი, ვიდეო ან აუდიომასალები პროფესიულ განვითარებაზე.
  • თეორიული ცოდნა ყრუ და სმენადაქვეითებული/უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლების შესახებ;
  • პროფესიული ცოდნა მხედველობის/სმენის დარღვევის მქონე პირების სწავლების მეთოდოლოგიების, სწავლების სტრატეგიების და დახმარების ტექნოლოგიების შესახებ; სწავლების მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების ცოდნა;
  • პროფესიული ცოდნა ადამიანის მხედველობის სისტემის აგებულებისა და მისი ფუნქციონირების შესახებ; ადამიანის მხედველობის/სმენის სისტემასთან დაკავშირებული დარღვევებისა და დაავადებების თანამედროვე კლასიფიკაცია.

ცხრილი 5
წამყვანი სპეციალური მასწავლებელი მრავლობითი დარღვევებისთვის
ვალდებულებებიკომპეტენციები
  • მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეების ხელშეწყობა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის;
  • ფუნქციურობის ამაღლება;
  • ადაპტური ქცევისა და სოციალური უნარების სწავლების მეთოდიკა და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეების ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
  • მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეების შეფასება და სხვა სპეციალისტების შეფასების გამოყენება სასწავლო პროცესის დაგეგმვაში;
  • მრავლობითი დარღვევის მქონე სსსმ მოსწავლის ძლიერი მხარეების და საჭიროებების იდენტიფიკაციისა და დიაგნოსტირების ინსტრუმენტებისა და კრიტერიუმების ცოდნა;
  • მრავლობითი დარღვევის მქონე სსსმ მოსწავლეებისათვის აქტივობებისა და სასწავლო მასალის ადაპტირება მათზე მორგებული საჭიროებების მიხედვით;
  • მრავლობითი დარღვევის მქონე სსსმ პირების შემეცნებითი, სოციალური, ემოციური, მოტორული და ქცევითი თავისებურებების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა;
  • მრავლობითი დარღვევის მქონე სსსმ მოსწავლეების სწავლება საჭიროების შესაფერისი მეთოდიკით;
  • მრავლობითი დარღვევის მქონე სსსმ პირების სწავლების მეთოდოლოგიების, სწავლების სტრატეგიების და დახმარების ტექნოლოგიების შესახებ პროფესიული ცოდნა; სწავლების მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები;
  • მრავლობითი დარღვევის მქონე სსსმ მოსწავლეების ხელშეწყობა სხვა სასწავლო საფეხურზე ტრანზიციის მიზნით, მის უნარებსა და ინტერესებზე მუშაობა;
  • სსსმ მოსწავლის ინტერესების გამოკვლევა – ინტერესებისა და ძლიერი მხარეების გამოვლენა და საბაზო აკადემიური და წინარე პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული შემოქმედებითი, სპორტული და სხვა აქტივობების გამოყენება;
  • სსსმ მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და შედეგების გამოყენება მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის;
  • კვლევის მეთოდების, კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების ცოდნა;
  • კვლევის შედეგების გამოყენება მოსწავლეებთან პრაქტიკული მუშაობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესისთვის.
  • საკუთარი და სხვა სკოლების/დღის ცენტრების სპეციალური მასწავლებლებისა და სხვა სპეციალისტების მხარდაჭერა ინკლუზიური და სპეციალური განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
  • კონსულტაციების გაცემა საკუთარი პრაქტიკის მაგალითზე.
  • პროფესიული განვითარების ამსახველი წერილობითი, ვიდეო ან აუდიორესურსების შექმნა.
  • თეორიული ცოდნა მრავლობითი დარღვევის მქონე სსსმ მოსწავლეთა განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლების შესახებ;
  • პროფესიული ცოდნა მრავლობითი დარღვევის მქონე სსსმ პირების სწავლების მეთოდოლოგიების, სწავლების სტრატეგიებისა და დახმარების ტექნოლოგიების შესახებ; სწავლების მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები;
  • პროფესიული ცოდნა ადამიანის მრავლობითი დარღვევისა და მისი ფუნქციონირების შესახებ.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლე​ბის სანდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

დეტალები მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის შესახებ

დეტალები მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის შესახებ

მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მასწავლებლის სახლი აქვეყნებს. 

1. მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამის“ მიზნები:

მასწავლებლის მაძიებლობის მიზანია მასწავლებლობის მაძიებლის პროფესიული ცოდნის გაღრმავება, მასწავლებლის უნარ-ჩვევების შეძენა ან/და  განვითარება და სასკოლო გარემოსთან ადაპტირების ხელშეწყობა, ასევე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული საგნობრივი ვაკანსიების შევსება კომპეტენტური და კვალიფიციური კადრებით.

2. პროგრამის ბენეფიციარები:

ა) მასწავლებლობის მაძიებელი, პირი რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2 წლისა დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ბ) პირი, რომელიც 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში არ იყო ჩართული.

3. მაძიებლობის პროგრამის შემადგენლობა

მაძიებლობის პროგრამა შედგება 2 კურსისგან აკადემიური კურსი და პედაგოგიური პრაქტიკის კურსი (ორივე კურსის გავლა სავალდებულოა) და მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მაძიებელმა 2 წლის განმავლობაში უნდა დაადასტუროს საგნობრივი კომპეტენცია.

4. „მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამის“ გავლის საფეხურები

მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამის გავლის საფეხურებია:
ა) რეგისტრაცია;
ბ) აკადემიური კურსი (ონლაინ);
გ) პედაგოგიური პრაქტიკის კურსი;
დ) აღიარება (დადასტურება).

5. მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამის ხანგრძლივობა

1. მასწავლებლობის მაძიებელს შესაძლებლობა აქვს გაიაროს გრძელვადიანი ან მოკლევადიანი (ინტენსიური) კურსი.
2. მასწავლებლობის მაძიებელი კურსზე რეგისტრაციისას ირჩევს კურსის ხანგრძლივობას მოკლევადიან ან გრძელვადიან კურსს და ამის შესაბამისად პროგრამაში საკუთარი მუშაობის გრაფიკს;

ა) გრძელვადიანი კურსი გულისხმობს ორ წელს და 20 გაკვეთილის ჩატარებას, რომელსაც აკვირდება ტუტორი შემდეგი

5 მიმართულებით(თითოეულ მიმართულებაზე, მინიმუმ ოთხი ფოკუსირებული დაკვირვება): 

1.სასწავლო გარემო;
2.სოციალურ-ემოციური მხარდაჭერა; 
3.მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ეფექტური კომუნიკაცია; 
4. მეტაკოგნაცია და მაღალი სააზროვნო უნარები; 
5.უკუკავშირი. 

20 გაკვეთილის ჩატარების ვალდებულება აქვს ყველა იმ პირს, ვინც კურსის ხანგრძლივობად აირჩევს ერთ წელზე მეტ ვადას.

ბ) მოკლე კურსი გულისხმობს მინიმუმ 4 თვეს და 10 გაკვეთილის ჩატარებას, რომელსაც აკვირდება ტუტორი შემდეგი 5
მიმართულებით(თითოეულ მიმართულებაზე, მინიმუმ ორი ფოკუსირებული დაკვირვება): 
1.სასწავლო გარემო;
2.სოციალურ-ემოციური მხარდაჭერა; 
3.მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ეფექტური კომუნიკაცია; 
4. მეტაკოგნაცია და
მაღალი სააზროვნო უნარები; 
5.უკუკავშირი. 

10 გაკვეთილის ჩატარების ვალდებულება აქვს ყველა იმ პირს ვინც კურსს გაივლის 4 თვიდან ერთ წლამდე.

6. საბოლოო შეფასება/აღიარება

1. მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის საბოლოო შეფასებას (აკადემიური და პედაგოგიური პრაქტიკის კურსების შეფასება) ახდენს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

2. მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის გავლის შედეგებს ადასტურებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

7. მასწავლებლობის მაძიებლის პედაგოგიური კურსის განმავლობაში წარმოსადგენი დოკუმენტები

1. მასწავლებლობის მაძიებელმა შემაჯამებელ ელექტრონულ პორტფოლიოში, თვითშეფასების საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს პროგრამის განმავლობაში მის მიერ შექმნილი საუკეთესო ნაშრომები, რომლებიც ადასტურებენ პროგრამის სწავლის შედეგებით განსაზღვრულ კომპეტენციებს. თითოეულ ნაშრომს თან უნდა ახლდეს რეფლექსია განხორციელებულ აქტივობაზე.

2. შემაჯამებელი ელ. პორტფოლიოს ფარგლებში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) თემატური გეგმა, გაკვეთილის გეგმა, გეგმის შესაბამისი ჩატარებული გაკვეთილის ტუტორის დაკვირვების ანგარიში, ჩატარებულ გაკვეთილის რეფლექსია.
ბ) სსსმ მოსწავლის უნარების შეფასების დასკვნა / ანგარიში და შესაბამისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ან დიფერენცირებული მიდგომის ამსახველი დოკუმენტაცია.
გ) კლასგარეშე აქტივობის (პროექტული მუშაობა/კლუბური მუშაობა/საწრეო მუშაობა და სხვა) გეგმა და რეფლექსია განხორციელებული აქტივობის შესახებ,
დ) თვითშეფასების კითხვარი, კურსის რეფლექსია, კვირის რეფლექსია, სამოქმედო გეგმის ანგარიში,
ე) თვითგანვითარებაზე ზრუნვა და სხვა.

”მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამის“ აკადემიური და პრაქტიკული კურსის შინაარსი აკადემიური კურსი მასწავლებლობის მაძიებლობის აკადემიურ კურსს ახორცილებს სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აკადემიური კურსის განსახორციელებლად საჭიროა ცენტრმა წინასწარ განსაზღვროს თემატიკა. 

აკადემიური კურსი წარიმერთება ონლაინ რეჟიმში - ვიდეო ლექციების სახით. აკადემიური კურსი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მაძიებელი, კურსის ბოლოს, დააგროვებს ზღვრული რაოდენობის - 75% -ს და მეტს. Edex სისტემის პლატფორმაზე ჩაშენებულია აკადემიური კურსი - ონლაინ ლექციები, რომელიც მოიცავს სკოლაში შესასრულებელ პრაქტიკულ დავალებებს ტუტორის ფასილიტაციით. 

პორტალის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელია ცენტრი (მაძიებლობის პროგრამა).
აკადემიური კურსის შინაარსი # აკადემიური კურსის შინაარსი

1 სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება
2 პოზიტიური სასწავლო გარემო
3 ინკლუზიური განათლება
4 მასწავლებლის პროფესიული განვითარება და ეთიკა
5 სწავლა სწავლების სტრატეგიები

”მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამის“ აკადემიური კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული შეიძენს შემდეგ დარგობრივ კომპეტენციებს:
დარგობრივი კომპეტენციები:

1. კომპეტენცია - ცოდნა და გააზრება
I.კომპეტენციის სფერო - პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირება მასწავლებლი იცნობს სასწავლო პროცესში დიფერენცირებული მიდგომების ძირითად პრინციპებს;
იცის, როგორ შექმნას მოსწავლისთვის მამოტივირებელი სასწავლო გარემო - ფიზიკური, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური გარემო ინკლუზიური,სწავლისა და მოსწავლეებისადმი კეთილგაწყობილი სასწავლო გარემო.
იცის კლასის მართვისა და კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარების ეფექტიანი სტრატეგიები.
იცის სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორები და აცნობიერებს თანამშრომლობითი გარემოს მნიშვნელობას საკუთარი პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.
II.კომპეტენციის სფერო - მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება

2.1. სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა მასწავლებელი იცნობს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას;
იცის ზოგადი განათლების ჩარჩო დოკუმენტებზე დაყრდნობით მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა.
იცის საგანმანათლებლო ბეჭდური და ICT რესურსების მოძიება, შექმნა და სასწავლო პროცესში მიზნობრივად გამოყენება.
იცის პიროვნების განვითარებისა და განათლების ძირითადი თეორიები, აცნობიერებს მათ მნიშვნელობას მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვის და წარმართვისას.
იცნობს მოსწავლეებში საბაზისო აკადემიური და სოციალურ-ემოციური უნარების განვითრების ძირითად მიდგომებს.
იცის სწავლისა და სწავლების მრავალფეროვანი, მოსწავლეზე ორიენტირებული სტრატეგიები და მათი გამოყენების პერსპექტივები;
იცის სწავლა/სწავლების მეთოდები, ტექნოლოგიები და სტრატეგიები, მათი გამოყენების შესაძლებლობები.
იცის მდგრადი განვითარების მიზნები და პრინციპები;
აცნობიერებს მდგრადი განვითარების პრინციპების სწავლების მნიშვნელობას პიროვნების ჩამოყალიბებაში, სოციალური და ბუნებრივი გარემოსადმი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის აღზრდაში.
აცნობიერებს კლასგარეშე საქმიანობის როლსა და მნიშვნელობას მოსწავლეთა მოტივაციის, სწავლის და მრავალმხრივი განვითარებისათვის.

2.2. სასწავლო პროცესის შეფასება

იცის მოსწავლის შეფასება (მ.შ. სსსმ მოსწავლის) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებით;
იცის შეფასების ტიპები, პრინციპები და მეთოდები. იცის როგორ გააანალიზოს შეფასების შედეგები.
იცის შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბებისა და რუბიკების შედგენის ძირითადი პრინციპები.
III.კომპეტენციის სფერო - პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა იცის პროფესიული განვითარების ძირითადი პრინციპები, ფორმები და გზები.
იცნობს განათლების მეცნიერებებში თანამედროვე ტენდენციებსა და კვლევებს.
იცნობს განათლების მეცნიერების კვლევის მეთოდებს და მათი გამოყენების შესაძლებლობებს.
იცის პრაქტიკის კვლევის სპეციფიკა, წარმართვის თავისებურებები და აცნობიერებს კვლევის შედეგების გამოყენების მნიშვნელობას საკუთარი პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.

2. დამოკიდებულებები და ღირებულებები:

აცნობიერებს განათლების ინკლუზიურობისა და მოსწავლეთა მოტივაციის მნიშვნელობას პოზიტიური,უსაფრთხო/კონფლიქტებისგან თავისუფალი სასწავლო გარემოს შექმნისთვის; აცნობიერებს მოსწავლეებთან, მშობლებთან, კოლეგებთან, თემთან თანამშრომლობის მნიშვნელობას უსაფრთხო (ფიზიკური, სოციალური და ემოციური)
სასწავლო გარემოს ფორმირებისთვის.
აცნობიერებს, რომ ზოგადი განათლების ჩარჩო დოკუმენტები და განათლების მეცნიერებაში დაგროვილი ცოდნა მისი პედაგოგიური საქმიანობის ამოსავალია; მისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლე, როგორც პიროვნება; სწამს, რომ დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება სასწავლო პროცესში ხელს შეუწყობს როგორც მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას, მის პიროვნულ და კოგნიტურ განვითარებას, ასევე მათ ინტეგრაციას სასკოლო საზოგადოებაში.
ორიენტირებულია უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე, სხვადასხვა გზით სიახლეების ათვისებასა და მათ პრაქტიკაში დანერგვაზე;აცნობიერებს კვლევაზე დაფუძნებული სასკოლო პრაქტიკის სრულყოფის მნიშვნელობას.
პედაგოგიური პრაქტიკის კურსი
პედაგოგიური პრაქტიკის კურსი ხორციელდება სკოლაში. მაძიებელს სკოლა უნიშნავს ტუტორს რომელიც მაძიებელს უწევს მუდმივ დახმარებას და მხარდაჭერას.

პრატიკული ნაწილი შედგება:

1. აკადემიური კურსის განმავლობაში მიცემული დავალებების სასწავლო პრაქტიკაში გადატანა
2. გრძელი კურსის შემთხვევაში 20 გაკვეთილის ჩატარებას, რომელსაც აკვირდება ტუტორი შემდეგი 5 მიმართულებით(თითოეულ მიმართულებაზე, მინიმუმ ოთხი ფოკუსირებული დაკვირვება): 

1.სასწავლო გარემო; 
2.სოციალურ- ემოციური მხარდაჭერა; 
3.მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ეფექტური კომუნიკაცია; 
4. მეტაკოგნაცია და მაღალი სააზროვნო უნარები; 
5.უკუკავშირი და მოკლე (ინტენსიური) კურსის შემთხვევაში 10 გაკვეთილის ჩატარებას, რომელსაც აკვირდება

ტუტორი შემდეგი 5 მიმართულებით(თითოეულ მიმართულებაზე, მინიმუმ ორი ფოკუსირებული დაკვირვება): 

1.სასწავლო გარემო; 
2.სოციალურ-ემოციური მხარდაჭერა; 
3.მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ეფექტური კომუნიკაცია; 
4. მეტაკოგნაცია და მაღალი სააზროვნო უნარები; 
5.უკუკავშირი

მაძიებელს სკოლაში ევალება

ა) თანამშრომლობს ტუტორთან მაძიებლის ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრასა და ინდივიდუალური პროგრამის
შემუშავებაში.
გ) ესწრება და აკვირდება ტუტორის და სხვა მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, მონაწილეობს გაკვეთილებისა
და პროფესიული ლიტერატურის განხილვაში.
დ) გეგმავს საჩვენებელ გაკვეთილებს და ითვალისწინებს ქოუჩის რეკომენდაციებს.
ე) ქმნის მაძიებლის პროფესიულ საქაღალდეში განსათავსებელ დოკუმენტებს და ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.

”მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამის“ პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული შეიძენს შემდეგ დარგობრივ კომპეტენციებს:

კომპეტენცია - პრაქტიკული და სხვადასხვა უნარები
კომპეტენციის სფერო - პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირება
შეუძლია შექმნას დადებითი სასწავლო გარემო მოსწავლეების ინდივიდუალური, სპეციალური საჭიროებების, მათი კულტურული მრავალფეროვნების გათვალისწინებით და ხელი შეუწყოს კლასში თითოეული მოსწავლის ინტეგრაციას და მათ მოტივაციას;
შეუძლია უსაფრთხო თავისუფალი სასწავლო გარემოს შექმნა თითოეული მოსწავლის პიროვნული, სოციალური-ემოციური და კოგნიტური განვითარებისთვის;
შეუძლია ქცევის სირთულეების მქონე მოსწავლისთვის სასწავლო გარემოს ორგანიზება ფსიქოლოგის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
შეუძლია კლასის მართვა, კონფლიქტების გამომწვევი მიზეზების გაანალიზება და ადეკვატური რეაგირება;
შეუძლია მოსწავლეებთან, მშობელთან, კოლეგებთან, თემთანეფექტური კომუნიკაცია კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარებისათვის;
შეუძლია მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა შესაბამისი სტრატეგიებისგამოყენებით,მათი ინდივიდუალური განსხვავებების გათვალისწინებით.
შეუძლია მოსწავლეებთან, კოლეგებთან, თემთანეფექტური კომუნიკაცია და საქმიანი თანამშრომლობა;
შეუძლია მშობელთა (სხვა კანონიერ წარმომადგენლებთან) ჩართულობის ხელშეწყობა მოსწავლეთა გააზრებულად სწავლებისთვის.
II.კომპეტენციის სფერო - მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება

2.1. სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა

შეუძლია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის პრიორიტეტებისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო გეგმების შემუშავება;
შეუძლია გაკვეთილის დაგეგმვა ყველა კომპონენტისა და მათ შორის კავშირების გათვალისწინებითდაგეგმვისას შეუძლია შიდასაგნობრივი და საგანთა შორისი კავშირების გათვალისწინება;
შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით შეუძლია სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება.
შეუძლია მოიძიოს, შეარჩიოს, შექმნას და გამოიყენოს დამხმარე რესურსები და ICT ტექნოლოგიები სასწავლო გეგმის მიზნებისა და კონკრეტული კლასის მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით.
შეუძლია პიროვნების, განვითარებისა და განათლების თეორიების ცოდნის ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში;
შეუძლია მოტივაციის გაძლიერების სტრატეგიების ეფექტიანად შერჩევა მოსწავლეთა ინდივიდუალურ პროგრესზე დაკვირვებითა და მათი ინტერესების გათალისწინებით.
შეუძლია მოსწავლეებში საბაზისო აკადემიური და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობა მათი ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათალისწინებით.
შეუძლია, მიზნობრივად გამოიყენოს სწავლისა და სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიები.
სწავლების პროცესში შეუძლია მდგრადი განვითარების პრინციპების სასწავლო თემებში ინტეგრირება.
შეუძლია კლასგარეშე საქმიანობების (საკლუბო, საწრეო, სასწავლო და სოციალური პროექტების) დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

2.2. სასწავლო პროცესის შეფასება

შეუძლია მოსწავლეთა შეფასების მეთოდების მიზნობრივი გამოყენება თითოეული მათგანის მიღწევისა და პროგრესის შესაფასებლად;
შეუძლია განმავითრებელი შეფასების ეფექტიანად გამოყენება თითოეული მოსწავლის კოგნიტური და პიროვნული განვითარებისთვის.
შეუძლია შეფასების სქემების და რუბრიკების შედგენა, მათზე დაყრდნობით მოსწავლეთა ობიექტური შეფასება.

III.კომპეტენციის სფერო - პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
თვითშეფასების, კოლეგებისაგან, დირექციისაგან, მოსწავლეებისაგან, მშობლებისაგან მიღებული უკუკავშირისა და მოსწავლეთა საჭიროებების ანალიზის საფუძველზე შეუძლია საკუთარი პრაქტიკის კომპლექსური, თანმიმდევრული და კრიტიკული ანალიზი - ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და პროფესიული განვითარების შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.
აქვს უნარი, მოიძიოს და გამოიყენოს განათლების მეცნიერებაში ახალი ცოდნა, ტენდენციები და თანამედროვე კვლევები საკუთარი პროფესიული განვითარებისა და სასკოლო პრაქტიკის სრულყოფისთვის.
შეუძლია კველევების დაგეგმვა, შესაბამისი ინსტრუმენტების შექმნა/მოძიება, განხორციელება ან/და მოსწავლეების კვლევით პროექტებში ჩართვა.
სასკოლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზეშეუძლია პრობლემის/საჭიროების იდენტიფიცირება, ანალიზი, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მათი ეფექტიანობის შეფასება.

დემონსტრირების სპეციფიური კრიტერიუმები:

I.კომპეტენციის სფერო - პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირება შემუშავებული საგაკვეთილო გეგმა დიფერენცირებული დავალებებით;
დაგეგმილი არასაგაკვეთილო ან საგაკვეთილო აქტივობა, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში განსხვავებულობის/კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემას და დაეხმარება სხვადასხვა სტერეოტიპული დამოკიდებულების გამკლავებაში.
სასკოლო პრაქტიკის პორტფოლიო, რომელშიც რეფლექსიაში აღწერილია სტუდენტის მიერ გამოყენებული კლასის მართვისა და კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიები, გაანალიზებული და შეფასებულია მათი ეფექტიანობა.
აქტივობა სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზე.

II.კომპეტენციის სფერო - მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება

2.1. სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა

ზგემ-ზე და ესგ-ზე დაყრდნობით შემუშავებული გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე. სტუდენტის შექმნილი სასწავლო რესურსი, ინსტრუქცია რესურსის სარგებლიანობასა და მოხმარებაზე ასახული გაკვეთილის გეგმაში;
მიზნების შესაბამისად მოძიებული და შერჩეული დამხმარე ბეჭდური და ელექტრონული რესურსები ასახული გაკვეთილის გეგმაში.
განხილული შემთხვევები (ე.წ. ქეისები), რომლებშიც ჩანს პიროვნების, განვითარებისა და განათლების თეორიების ცოდნის შესაბამისი გამოყენება. ასევე, სასკოლო პრაქტიკის რეფლექსია, რომელშიც გაანალიზებულია, როგორ მოახდინა სტუდენტმა თეორიების ცოდნის გადატანა პრაქტიკაში.
გაკვეთილის გეგმა/არასაგაკვეთილოაქტივობა.
გაკვეთილის გეგმა, სასკოლო პრაქტიკის რეფლექსია.
შექმნილი აქტივობები და დაგეგმილი პროექტები სასკოლო პრაქტიკის პროცესსაან სააუდიტორიო მეცადინეობის ფარგლებში.
სტუდენტის მიერ დაგეგმილი, განხორციელებული და გაანალიზებული კლასგარეშე ღონისძიებები სასკოლო პრაქტიკის პროცესსაან სააუდიტორიო მეცადინეობის ფარგლებში.

2.2. სასწავლო პროცესის შეფასება

გაკვეთილის გეგმებში წარმოგენილი შეფასების მეთოდები, რომლებიც ითვალისწინებს სსსმ მოსწავლის შეფასების სპეციფიკას სასკოლო პრაქტიკის პროცესსა ან სააუდიტორიო მეცადინეობის ფარგლებში;
პრაქტიკის/სააუდიტორიო სწავლების ფარგლებში მოსწავლის ნაშრომზე გაცემული განმავითარებელი უკუკავშირი.
სტუდენტის შემუშავებული შეფასების კრიტერიუმები და რუბრიკები, მათზე დაყრდნობით შეფასებული მოსწავლეთა ნაშრომები.

III.კომპეტენციის სფერო - პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

სასკოლო პრაქტიკის პროცესში თვითშეფასების, კოლეგებისაგან, მენტორისაგან, ლექტორისაგან, მიღებული უკუკავშირის საფუძველზე საკუთარი პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირება და პროფესიული განვითარების ორიენტირების დაგეგმვა.
სტუდენტის კვლევით ნაშრომში გამოყენებული თანამედროვე კვლევები.
სტუდენტის მიერ წარმოებული კვლევის ანგარიში/მოსწავლეებისთვის დაგეგმილი კვლევითი პროექტი.
სტუდენტის მიერ წარმოებული კვლევის ანგარიშები;სამაგისტრო ნაშრომი.

”მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამის“ გავლის შემდეგ კურსდამთავრებული შეიძენს ზოგად კომპეტენციებს:

ანალიზისა და სინთეზის უნარი - შეუძლია რთული, არასრული და წინააღმდეგობრივი მონაცემების კრიტიკულად შეფასება, მათი დამოუკიდებელი ანალიზი. ანალიზის შედეგების გასაგებად გადმოცემა და შემდგომ მათი გამოყენება. შეუძლია სხვადასხვა მონაცემის გაანალიზება, შეჯამება, ინტეგრაცია, დასკვნის გამოტანა. მიღებული შედეგების ანალიზისას მტკიცებულებების და/ან საწინააღმდეგო არგუმენტების მოყვანა;
ინფორმაციის მართვა - შეუძლია სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვება, დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება და მისი კრიტიკულად შეფასება. პროფესიული საქმიანობისას აქვს მოძიებული ინფორმაციის გამოყენების უნარი;
პრობლემის გადაჭრა / გადაწყვეტილების მიღება; - დამოუკიდებლად შეუძლია კომპლექსური პრობლემების განსაზღვრა, ჩამოყალიბება, მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა;
რესურსების მიზნობრივი გამოყენება - იცნობს და საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყენებს დამატებით რესურსებს საკუთარი სპეციალობის ფარგლებში;
ჯგუფში მუშაობის უნარი - აქვს ჯგუფში მუშაობის უნარი, როგორც რიგით წევრს, ასევე - ლიდერს. შეუძლია ამოცანების მკაფიოდ ფორმულირება, ჯგუფის წევრებთან შეთანხმება, მათი საქმიანობის კოორდინაცია და შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება;
კონფლიქტური და ფორსმაჟორული სიტუაციების მართვა;
კომუნიკაციის უნარი- აქვს დაკვირვების, მოსმენის, კითხვების დასმის, აგრეთვე, არავერბალური კომუნიკაციის უნარი.;
შეხვედრებში მონაწილეობა, თავისი მოსაზრებების ზეპირსიტყვიერად და წერილობით გადმოცემა;
სწავლის/ცოდნის მუდმივი განახლების უნარი - შეუძლია სასწავლო-საინფორმაციო რესურსების სრული სპექტრის გამოყენება,
საკუთარი სწავლის პროცესის მართვა. აცნობიერებს ცოდნის განუწყვეტელი განახლების აუცილებლობას. აქვს საკუთარი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ობიექტურად შეფასებისუნარი;
ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი - კოლექტივში პრაქტიკული მუშაობის ჩვევები, პროფესიული სუბორდინაციის/ადაპტაციის უნარი, ახალი ტექნოლოგიების ათვისებისუნარი;
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი - აქვს დროის ორგანიზების, პრიორიტეტების შერჩევის, ვადების დაცვისა და შეთანხმებული სამუშაოს შესრულების უნარი. შეუძლია თავის საქმიანობასთან დაკავშირებული რესურსების სწორად დაგეგმვა. პასუხს აგებს შესრულებულ სამუშაოზე და შეუძლია მისი შეფასება და კრიტიკა.
მაძიებლის პორტფოლიოში განსათავსებელი დოკუმენტები

მასწავლებლობის მაძიებელმა შემაჯამებელ ელექტრონულ პორტფოლიოში, თვითშეფასების საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს პროგრამის განმავლობაში მის მიერ შექმნილი საუკეთესო ნაშრომები (მტკიცებულებები), რომლებიც ადასტურებენ პროგრამის სწავლის შედეგებით განსაზღვრულ კომპეტენციებს. თითოეულ მტკიცებულებას თან უნდა ახლდეს რეფლექსია განხორციელებულ აქტივობაზე. შემაჯამებელი ელ. პორტფოლიოს ფარგლებში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მტკიცებულებები:

1. გაკვეთილის გეგმა, კლასგარეშე აქტივობების გეგმა, თვითშეფასება, ტუტორის/დირექტორის ანგარიში, სამოქმედო გეგმის ანგარიში, თვითგანვითარებაზე ზრუნვა, ჩატარებული გაკვეთილების, კლასგარეშე აქტივობების კურსის, კვირის რეფლექსიები.

წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ადასტურდებდეს შემდეგ კომპეტენციებს:

 სწავლებისას საგნობრივი ცოდნის ეფექტიანად გამოყენების უნარი;
 მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული თემატური და გაკვეთილის გეგმების შექმნის უნარი;
 თითოეული მოსწავლის ფიზიკური, სოციალურ-ემოციური თუ კოგნიტური განვითარებისთვის ხელშემწყობი
მამოტივირებელი გარემოს შექმნის უნარი;
 სასწავლო რესურსების (მათ შორის ციფრულის) შექმნის / მოძიებისა და მიზნობრივად გამოყენების უნარი;
 მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
 სწავლების სტრატეგიების მიზნობრივად გამოყენების უნარი;
 მოსწავლეთა შეფასებისას განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების მეთოდებისა და შესაბამისი
ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენების უნარი;
 პროფესიული ეთიკის დაცვის უნარი;
 ჩატარებული გაკვეთილის გაანალიზებისა და შეფასების უნარი.

2. სსსმ მოსწავლის უნარების შეფასების დასკვნა / ანგარიში და შესაბამისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ადასტურდებდეს შემდეგ კომპეტენციებს:
 თანამშრომლობა სპეციალურ მასწავლებელთან და მასთან კონსულტაციით ან/და შესაბამისი სპეციალისტების
ჩართულობით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების
იდენტიფიცირება და შესაბამისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების უნარი;
 განხორციელებული აქტივობების გაანალიზებისა და შეფასების უნარი.

3. კლასგარეშე აქტივობის (პროექტული მუშაობა/კლუბური მუშაობა/საწრეო მუშაობა და სხვა) გეგმა და რეფლექსია

განხორციელებული აქტივობის შესახებ. წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ადასტურდებდეს შემდეგ კომპეტენციებს:
 მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათალისწინებით კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვის,
განხორციელებისა და მათი ეფექტიანობის შეფასების უნარი.
 მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან (სხვა კანონიერ წარმომადგენლებთან), კოლეგებთან პოზიტიური კომუნიკაციისა
და საქმიანი თანამშრომლობის უნარი;

4. თვითშეფასების კითხვარი და პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმა. თვითშეფასება უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლეთა შედეგების ანალიზს, კოლეგა სტუდენტის / სტუდენტების, ლექტორების, პრაქტიკის ხელმძღვანელი მასწავლებლების უკუკავშირს. წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ადასტურდებდეს შემდეგ კომპეტენციას:

 საკუთარი პრაქტიკის კომპლექსური, თანმიმდევრული და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე შეუძლია საკუთარი
ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და პროფესიული განვითარების შესაბამისი აქტივობების დაგეგმვისა
და განხორციელების უნარი.
 მასწავლებლის პროფესიაში უწყვეტი პროფესიული განვითარების მნიშვნელობის გაცნობიერება;
 კოლეგებთან გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობის გაცნობიერება;
შემაჯამებელ პორტფოლიოში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას გამოყენებული იქნება შეფასების
სტანდარტიზებული ინსტრუმენტები.
წაიკითხეთ სრულად