Baby Bag

ფიქრია ჩაბაიძე - გმირი მასწავლებელი, რომელმაც ზღვის დონიდან 2040 მეტრზე მდებარე სოფელ ყანობის სკოლა გადაარჩინა

ფიქრია ჩაბაიძე - გმირი მასწავლებელი, რომელმაც ზღვის დონიდან 2040 მეტრზე მდებარე სოფელ ყანობის სკოლა გადაარჩინა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის სკოლის გმირ მასწავლებელზე საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს.

ფიქრია ჩაბაიძემ თბილისში მიიღო განათლება, მაგრამ არ დარჩა ქალაქში. მთაში შექმნა ოჯახი, ჰყავს ოთხი პატარა შვილი და თავის საყვარელ სოფელში დახურვის პირას მყოფი სკოლა გადაარჩინა. ფიქრია თავდადებული პედაგოგია. თავისი ოჯახის კუთვნილი ავტომანქანით ჩამოჰყავს ბავშვები რაიონულ ცენტრში ექსკურსიაზე, მუზეუმებში, თუ გასართობად და ასე უწყობს თავისი პატარა სკოლის მოსწავლეებს მცირე დღესასწაულებს. 

„მთაში ნაკლები შიში გაქვს, ხარ უფრო უსაფრთხოდ, აქ ნაკლები ბოროტებაა, ბავშვები უფრო მეგობრობენ ერთმანეთთან, მთაში გაქვს იმედი ადამიანების“ - ამბობს ფიქრია ჩაბაიძე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდის აპელაციის შედეგები

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდის აპელაციის შედეგები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა გამოცდის აპელაციის შედეგები მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სააპელაციო განაცხადების განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს თავიანთი ნამუშევრის გასაჩივრებისთვის 3 დღე ჰქონდათ. სააპელაციო განაცხადების მიღება 9 დეკემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.


წაიკითხეთ სრულად