Baby Bag

თუ გამოცდაზე 10 კრედიტის მოპოვება გინდათ, გაიარეთ წინასაგამოცდო კონსულტაციები - რეგისტრაცია დაიწყო

თუ გამოცდაზე 10 კრედიტის მოპოვება გინდათ, გაიარეთ წინასაგამოცდო კონსულტაციები - რეგისტრაცია დაიწყო
მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც გამოცდაზე 22 ივლისიდან გადიან, პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი მასწავლებლის სახლის ტრენერებთან კონსულტაციების გავლას სთავაზობს. 

,,მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც გამოცდაზე გადიან, შესაძლებლობა ეძლევათ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის წინასაგამოცდო ონლაინ კონსულტაციები გაიარონ. სწორედ ეს ტრენინგი დაეხმარებათ მასწავლებლებს, გამოცდა 10 კრედიტზე ჩააბარონ. ტრენინგს ატარებენ მასწავლებლის სახლის ტრენერები, რომელთა ნაწილიც თავად ასწორებს ამ გამოცდას," - აღნიშნავენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში.

მათი ინფორმაციით, ტრენინგი მოიცავს 3 სესიას. თითოეული მათგანის ხანგრძლივობაა 2 საათი. კურსის დასაწყისში მასწავლებლებს ელექტრონული კრებული და ტესტური დავალებები მიეწოდებათ.

ტრენინგებზე რეგისტრაცია 15 ივლისს დასრულდება (ადგილები შეზღუდულია), კონსულტაციები ჩატარდება 16, 17 და 18 ივლისს.
კონსულტაციები მიმდინარეობს შემდეგ საგნებში:

  • ​დაწყებითი I-IV კომბინირებული
  • მათემატიკა I-VI
  • მათემატიკა - VII-XII


სრული კურსის ღირებულებაა 50 ლარი.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმუ​ლს
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეისბუქგვერდს ან დარეკეთ ნომერზე 592 47 72 77.

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება

ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება

ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება - აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - დასძინა კახა კალაძემ. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს იწყება. 


წაიკითხეთ სრულად