Baby Bag

როდიდან შეეძლებათ მასწავლებლებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა?

როდიდან შეეძლებათ მასწავლებლებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბარათების ამობეჭდვის საშუალება მასწავლებლებს სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან ექნებათ. მათივე ცნობით, ტესტირება ერთ სესიად დღის პირველ ნახევარში ჩატარდება.

ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი. ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილი იქნება სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილი იქნება პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყება. 2020 წელს საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყ​არო“

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების სამინისტროს აქვს დეტალური გაიდლაინები სწავლის პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით

განათლების სამინისტროს აქვს დეტალური გაიდლაინები სწავლის პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით

,,განათლების სამინისტროს აქვს დეტალური გაიდლაინები სწავლის პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით'' - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ყველა სკოლა განათლების სამინისტროსთან ერთად ემზადება, რომ უხარვეზოდ და ბავშვებისთვის უსაფრთხოდ დაიწყოს სწავლა საქართველოში.

„სწავლასთან დაკავშირებით რეგულაციებთან მიმართებაში იცით, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად ინტენსიური სამუშაო პროცესი უკვე გაიმართა. მათ აქვთ დეტალური გაიდლაინები, თუ როგორი უნდა იყოს სწავლის ფორმატი 15 სექტემბრიდან და უკვე ყველა სკოლა განათლების სამინისტროსთან ერთად ემზადება, რომ უხარვეზოდ და ბავშვებისთვის უსაფრთხოდ დაიწყოს სწავლა საქართველოში,“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

წაიკითხეთ სრულად