Baby Bag

ტრენინგი, რომელიც მათემატიკის პედაგოგებს გამოცდაზე 10 კრედიტის აღებაში დაეხმარებათ - გამოცდები 2020

ტრენინგი, რომელიც მათემატიკის პედაგოგებს გამოცდაზე 10 კრედიტის აღებაში დაეხმარებათ - გამოცდები 2020

მასწავლებლობის მსურველებს გამოცდის დაწყებამდე თვეზე ნაკლები რჩებათ. პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი მასწავლებლებს სთავაზობს ტრენინგებს, რომლებიც მათემატიკის პედაგოგებს გამოცდაზე 10 კრედიტის მოპოვებაში დაეხმარებათ.

,,მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც გამოცდაზე გადიან, შესაძლებლობა ეძლევათ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის მათემატიკა I-VI და VII-XII ტრენინგის ბოლო ნაკადზე რეგისტრაცია გაიარონ. სწორედ ეს ტრენინგი დაეხმარებათ მასწავლებლებს გამოცდა 10 კრედიტზე ჩააბარონ. ტრენინგს ატარებენ მასწავლებლის სახლის ტრენერები, რომელთა ნაწილიც თავად ასწორებს ამ გამოცდას,'' - აღნიშნავენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში. 

ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგი მოიცავს 8 სესიას, თითოეული მათგანის ხანგრძლივობაა 2 საათი:

,,კურსის დასაწყისში მასწავლებლებს ელექტრონული კრებული და ტესტური დავალებები მიეწოდებათ,'' - აღნიშნავენ ცენტრში.  
ტრენინგებზე რეგისტრაცია 10 ივლისს დასრულდება (ადგილები შეზღუდულია), ტრენინგები კი 11 და 12 ივლისიდან დაიწყება და ყოველდღე ჩატარდება.

სრული კურსის ღირებულებაა: 
  • მათემატიკა I-VI –135 ლარი
  • მათემატიკა VII-XII –150 ლარი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ​ ბმულს
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეისბუქგვერდს ან დარეკეთ ნომერზე 592 47 72 77.
R.

შეიძლება დაინტერესდეთ

რაზე გაამახვილა ყურადღება განათლების მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროსთან დაკავშირებით მიღებული ახალი გადაწყვეტილებები საზოგადოებას გააცნო. მისი თქმით, საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება:

„უწყებათაშორისმა საბჭომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები: როგორც უკვე მოგეხსენებათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებს შეჩერებული აქვთ მუშაობა, ეს ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებს - ეს ნარჩუნდება. რაც შეეხება სკოლებს, დიდ ქალაქებში რომლებზეც პრემიერმა მოგახსენათ, სკოლები უკვე გადასულნი არიან დისტანციურ რეჟიმზე, ესეც ნარჩუნდება,'' - დასძინა ჩხენკელმა. 

ვრცლად იხილეთ ვიდეოში ☝️

წაიკითხეთ სრულად