„მასწავლებლებზე ვიზრუნეთ, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მაგრამ არ აქვთ დაგროვებული 19 კრედიტქულა (აკლდებათ 1-დან 5 კრედიტამდე). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეს დანაკლისი იმ ტრენინგების ხარჯზე შეავსონ, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ცხადია, უფასოდ,“ - ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ,,ახალ განათლებასთან'' ინტერვიუში განაცხადა.
„დაახლოებით, ერთ კვირაში დავიწყებთ ტრენინგებს და შესაძლოა, სექტემბერში მათ სტატუსი აიმაღლონ. ასეთი 1000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია,“ - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე თქმით, სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიიღეს 15 კრედიტქულა და შესრულებული აქვთ ორი სავალდებულო აქტივობა, გარე დაკვირვების გარდა, 2020 წლის სექტემბრიდან მიეცემათ უფლება, გაიარონ გარე დაკვირვება. წარმატებით გავლის შემთხვევაში, თავისთავად, მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ. ასევე, წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა და განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა, ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის განხორციელების შემდეგ, მენტორის სტატუსი მიენიჭებათ.
,,რაც შეეხება სამომავლოდ, მასწავლებლის რეგულირების წესის მიხედვით, მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას, აქ უკვე საჭირო იქნება შესაბამისი გამოცდის ჩაბარება პროფესიულ უნარებში, რომელიც ჯერ მზად არ არის,'' - აღნიშნა მასწავლებლის სახლის დირექტორმა.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
4 შემთხვევა, რომლითაც 2019 წლის მასწავლებელთა გამოცდები დაგვამახსოვრდა
2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდებმა რამდენიმე საინტერესო და უჩვეული შემთხვევით დაგვამახსოვრა თავი. თუ ამ პროცესს თვალს არ ადევნებდით, შეგიძლიათ მხოლოდ ამ სტატიის გადაკითხვით გაიგოთ, რა მოხდა ამ გამოცდებზე ისეთი, რამაც მკითხველის ყურადღება მიიპყრო.
1. მასწავლებელი გამოცდაზე ახალშობილთან ერთად მივიდა
ქუთაისის N41 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში მასწავლებელი გამოცდის ჩასაბარებლად ახალშობილთან ერთად მივიდა. ბავშვი დედას მანქანაში ელოდა. როდესაც პატარა გიორგის მოშივდა, საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლებმა ის დედას შეუყვანეს. პატარამ რძე მიირთვა და ხასიათზე მოვიდა. დედამ ტესტირება გააგრძელა, გიორგი კი მამას დაუბრუნეს.
2. კიდევ ერთი შემთხვევა ქუთაისში - მასწავლებელი, რომელსაც საგამოცდო ცენტრი აერია, გამოცდაზე პატრულმა მიიყვანა
გამოცდაზე დაგვიანებას პატრულის წყალობით გადაურჩა იმერელი პედაგოგი, რომელმაც ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში რეგისტრაციის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მიასწრო მისვლა. მასწავლებელს საგამოცდო ცენტრი აერია - 41-ე საჯარო სკოლაში მდებარე საგამოცდო ცენტრში იყო განაწილებული, ამის ნაცვლად კი, პირველ საჯარო სკოლაში მივიდა. გამოცდის დაწყებამდე 10-12 წუთი იყო დარჩენილი. საგამოცდო ცენტრთან ახლოს ყოველთვის არის საპატრულო ეკიპაჟი. დახმარებისთვის პატრულ ინსპექტორებს მიმართეს, რომლებმაც მორიგე ეკიპაჟი გამოიძახეს, რომ ქალბატონი თავის საგამოცდო ცენტრამდე დროულად მიეყვანათ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მასწავლებელი 41-ე საჯარო სკოლაში წაიყვანა. პედაგოგს ნამდვილად გაუმართლა, რადგან საგამოცდო ცენტრში მისვლისას, რეგისტრაციის დასრულებამდე 4 წუთი იყო დარჩენილი.
3. გამოცდაზე პედაგოგი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ერთ-ერთი პედაგოგი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა. ეს ფაქტი გახდა მიზეზი, რომ მასწავლებელი გამოცდიდან მოეხსნათ.
4. ორმა მასწავლებელმა გამოცდაზე ე.წ. შპარგალკა შეიტანა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2 პედაგოგი გამოცდიდან იმის გამო მოიხსნა, რომ მათ დამხმარე მასალა შეიტანეს.