„მასწავლებლებზე ვიზრუნეთ, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მაგრამ არ აქვთ დაგროვებული 19 კრედიტქულა (აკლდებათ 1-დან 5 კრედიტამდე). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეს დანაკლისი იმ ტრენინგების ხარჯზე შეავსონ, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ცხადია, უფასოდ,“ - ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ,,ახალ განათლებასთან'' ინტერვიუში განაცხადა.
„დაახლოებით, ერთ კვირაში დავიწყებთ ტრენინგებს და შესაძლოა, სექტემბერში მათ სტატუსი აიმაღლონ. ასეთი 1000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია,“ - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე თქმით, სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიიღეს 15 კრედიტქულა და შესრულებული აქვთ ორი სავალდებულო აქტივობა, გარე დაკვირვების გარდა, 2020 წლის სექტემბრიდან მიეცემათ უფლება, გაიარონ გარე დაკვირვება. წარმატებით გავლის შემთხვევაში, თავისთავად, მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ. ასევე, წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა და განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა, ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის განხორციელების შემდეგ, მენტორის სტატუსი მიენიჭებათ.
,,რაც შეეხება სამომავლოდ, მასწავლებლის რეგულირების წესის მიხედვით, მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას, აქ უკვე საჭირო იქნება შესაბამისი გამოცდის ჩაბარება პროფესიულ უნარებში, რომელიც ჯერ მზად არ არის,'' - აღნიშნა მასწავლებლის სახლის დირექტორმა.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„გადამზადების შედეგად მასწავლებელების ნაწილმა საკლასო ოთახში თავისი ცოდნა ვერ მიიტანა“- ეკატერინე დგებუაძე
„გადამზადების შედეგად მასწავლებელების ნაწილმა საკლასო ოთახში თავისი ცოდნა ვერ მიიტანა“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „ახალი სკოლის მოდელს“ განიხილავენ.
მან წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემები და ის აქტივობები, რომლებიც გაკეთდა 2019 წელს „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ 165 საპილოტე სკოლაში.
„საქართველოში არსებულ 2083 სკოლაში, ყველა სკოლაში ერთდროულად დავიწყებთ მასწავლებლების გადამზადებას. ვამზადებთ ძალიან ბევრი წელია, მაგრამ გადამზადების შედეგად მასწავლებელმა საკლასო ოთახში თავისი ცოდნა ვერ მოიტანა. შეიძლება მოიტანა, ყველაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ მთლიანი სურათი რომ წარმოვიდგინოთ, არის საკმაოდ რთული მდგომარეობა. შეიძლება იმეცადინა, ისწავლა, მაგრამ გაკვეთილზე როგორ განახორციელოს ის მიღებული ცოდნა, გადასცეს, დაგეგმოს, უკვე პრაქტიკაში გადაიტანოს, აღმოჩნდა, რომ მასწავლებლებს ეს უნარი არ აქვთ. მასწავლებელს სჭირდებათ, ვიღაცამ ველზე, გაკვეთილზე კეთებით ასწავლოს ის ცოდნა, რა ცოდნასაც იღებს გადამზადების პროცესში“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ახალი სკოლის მოდელს“ განიხილავენ.
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.