Baby Bag

პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდება, მაძიებელი მასწავლებლების და სისტემაში შესვლის მსურველების კი - ზაფხულში​

პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდება, მაძიებელი მასწავლებლების და სისტემაში შესვლის მსურველების კი - ზაფხულში​

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, გამოცდა გადაუვადდათ და საშუალება მიეცათ 2020 წლის შემოდგომაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი ან/და პროფესიული უნარები. 

რაც შეეხება მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველებს, სამინისტრომ შესაძლებლობა მისცა 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაძიებელ მასწავლებლებსა და სისტემაში შემოსვლის მსურველებს ჩააბარონ გამოცდა 2020 წლის ზაფხულში, რომელიც 22 ივლისიდან - 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი. ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება გახსნილი სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით.  

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.

სქემაში შესულ სხვა ცვლილებებს გაეცანით ამ ბმულზე მასწავლებელ​თა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწა​ვლებლების სანდო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

მორიგი დასვენების დღე ონლაინ სწავლებისგან

მორიგი დასვენების დღე ონლაინ სწავლებისგან

იქნება თუ არა 26 მაისი ონლაინ სწავლებისგან დასვენების დღე? - აღნიშული კითხვით ​Momsedu.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა. 

როგორც სამინისტროში აღნიშნეს,  26 მაისი ოფიციალური უქმე დღეა, გამომდინარე აქედან, სკოლები ონლაინ სწავლებისგან დაისვენებენ:

,,როგორც ყველა უქმე დღეს, ასევე 26 მაისს სკოლები ონლაინ სწავლებისგან დაისვენებენ,'' - განაცხადეს სამინისტროში.


რატომ არის 26 მაისი უქმე დღე? 

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

წაიკითხეთ სრულად