Baby Bag

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა

„მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 17 ივნისს გამოქვყენდა. 

ბრძანების თანხამად, ცენტრის დირექტორი გადაწყვეტილებას მასწავლებლის მაძიებლობის პერიოდის წარმატებით გავლის შესახებ იღებს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის შემადგენელი აკადემიური და პედაგოგიური პრაქტიკის კურსების შეფასების შედეგებისა და ჩაბარებული საგნის გამოცდის შედეგის საფუძველზე.

იხილეთ ​ბრძანება

შეიძლება დაინტერესდეთ

რა სიახლეს გთავაზობთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა

რა სიახლეს გთავაზობთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა

რა სიახლეს გთავაზობთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. 

თემაზე ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი თამარ ჯაყელი საუბრობს. 

ნახეთ  ვიდეო

წყარო

წაიკითხეთ სრულად