Baby Bag

​პრეტესტებზე რეგისტრაცია 15 ივნისამდე მიმდინარეობს! - ინფორმაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის

​პრეტესტებზე რეგისტრაცია 15 ივნისამდე მიმდინარეობს! - ინფორმაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის

პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი დაწყებითი საფეხურის (I-IV კომბინირებული) მასწავლებლებს სთავაზობს გამოცდის პრეტესტს. 

ცენტრის ინფორმაციით, პრეტესტის საშუალებით მოხდება მასწავლებლის ცოდნის დიაგნოსტირება, რის შემდეგაც გაიმართება 10-საათიანი კონსულტაციები მასწავლების სახლის ტრენერებთან. კონსულტაციის დროს პედაგოგებს გადაეცემათ გამოცდისათვის მოსამზადებელი მასალების ელექტრონული ვერსია.

პრეტესტზე რეგისტრაცია 15 ივნისის ჩათვლით არის შესაძლებელი.

პრეტესტი+10-საათიანი კონსულტაცია+მოსამზადებელი სახელმძღვანელოები - 60 ლარი

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ​ბმულს

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეისბუ​ქგვერდს ან დარეკეთ ნომერზე 592 47 72 77.

R

შეიძლება დაინტერესდეთ

​მასწავლებლობის მსურველთათვის განკუთვნილ საგამოცდო ტესტებს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების ტესტები დაემატა

​მასწავლებლობის მსურველთათვის განკუთვნილ საგამოცდო ტესტებს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების ტესტები დაემატა

მასწავლებლობის მსურველთათვის განკუთვნილ საგამოცდო ტესტებს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები დაემატა. 

ცენტრის ცნობით, ნაეკის მიერ ჩატარებულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით, შესაბამისად, ამ მასალების ცენტრის ნებართვის გარეშე გასაჯაროვება (დაბეჭდვა, ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში განთავსება დ ა.შ.) აკრძალულია.

წაიკითხეთ სრულად