Baby Bag

,,ამიტომაც მიყვარს ჩემი პროფესია, მოულოდნელობებითაა სავსე და თანაც ყოველდღე მაძლევს შანსს, რომ რაღაც ახალი ვისწავლო''

,,ამიტომაც მიყვარს ჩემი პროფესია, მოულოდნელობებითაა სავსე და თანაც ყოველდღე მაძლევს შანსს, რომ რაღაც ახალი ვისწავლო''

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია ფურცელაძე სოციალურ ქსელში ,,ტელესკოლის'' გაკვეთილების ჩაწერის დასრულებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,​დასრულდა ჩემი ცხოვრების ერთი თავგადასავალი. ძალიან, ძალიან საინტერესო თავგადასავალი. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ,,ტელეგაკვეთილების'' ჩაწერა დავამთავრე.

ამიტომაც მიყვარს ჩემი პროფესია, მოულოდნელობებითაა სავსე და თანაც ყოველდღე მაძლევს შანსს, რომ რაღაც ახალი ვისწავლო.

ტელეგაკვეთილებს როცა ვატარებდი, ცხოვრება პარალელურად მე მიტარებდა გაკვეთილებს და, ალბათ, რომ არა ეს გამოცდილება, ამდენ რამეს კიდევ დიდხანს ვერ დავინახავდი. ეს ხანდახან მტკივნეულია, ზოგჯერ - სიხარულით გავსებს, მაგრამ საჭიროა!

ბევრი ითქვა და დაიწერა ,,ტელესკოლაზე''. ცხადია, სუბიექტური ვიქნები შეფასებისას, რადგანაც თავად ვარ ტელესკოლელი. განსაკუთრებით იმიტომ ვიყავი და ვიქნები ამ პროექტის მხარდამჭერი, რომ მან გაკვეთილებზე დასწრების თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბავშვებს. ვისაც ჰქონდა სურვილი, ნახავდა და მოისმენდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო. რომ არა ეს პროექტი, რამდენი რამ არ დაიხატებოდა, არც დაიწერებოდა, არ ამოიხსნებოდა. ბევრმა ბავშვმა სწორედ ამ გაკვეთილების მერე წაიკითხა სხვადასხვა წიგნი, მოსწავლეებს ახალი იდეები გაუჩნდათ, ცდები ჩაატარეს, იფიქრეს, იფიქრეს, იფიქრეს!!!

მადლიერი ვარ! ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს! დრო რომ გავა, მერე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება, რა იყო და როგორ...

მადლობა ჩემს კოლეგებს, ტელესკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ გამოსულიყო ის, რაც გამოვიდა.

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, უცნობებს, ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, რომლებიც მუდმივად მამხნევებდნენ, ყოველთვის მზად იყვნენ, ჩემთვის ეპასუხათ, ჩემთან ერთად ეფიქრათ. თქვენს არც ერთ სიტყვას არ ჩაუვლია უკვალოდ. ვაღიარებ, ძალიან მიჭირდა, ცრემლებამდე არაერთხელ მივსულვარ, მეშინოდა კიდეც, როცა გარეთ ვირუსი მძვინვარებდა და მე ჩასაწერად მივდიოდი. იცოდეთ, თქვენმა სიტყვებმა მომცა ძალა.

დაბოლოს - ყველაზე დიდი მადლობა თქვენ,ბავშვებო, ჩემო მოსწავლეებო! რომ არა თქვენ, მე არ ვიქნებოდი მასწავლებელი, თქვენ ყოველდღიურად მასწავლით, როგორ უნდა ვასწავლო და ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს.

მიყვარხართ

გილოცავთ ზაფხულის დადგომას.''


თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებ​ლების სანდო წყარო“

„ჩემი მიზანია, გაკვეთილებმა ბავშვებს გაუჩინოს კითხვის სურვილი, მოუნდეთ, რომ ყოველდღიურობა...
ნათია ფურცელაძე - ეს სახელი და გვარი თვეზე მეტია, ტელეეკრანებიდან გვესმის და ონლაინ სივრცეში ვხედავთ. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ტელეგაკვეთილები დიდი ინტერესით სარგებლობს მოსწავლეე...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,აღმაფრთოვანა მარტივმა და გენიალურმა გაკვეთილმა'', ,,ქიმიკოსი ვარ, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვადევნებ თვალს'' - კომენტარები, რომელსაც ნათია ფურცელაძის ,,ტელეგაკვეთილს'' უწერენ

,,აღმაფრთოვანა მარტივმა და გენიალურმა გაკვეთილმა'', ,,ქიმიკოსი ვარ, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვადევნებ თვალს'' - კომენტარები, რომელსაც ნათია ფურცელაძის ,,ტელეგაკვეთილს'' უწერენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი - განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებისთვის „ტელესკოლა“ დაიწყო.

ტელეგაკვეთილები ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს.

იხილეთ ,,ტელესკოლის'' გაკვეთილების ცხრილი ბმულზე.

VIII კლასი, ქართულში ,,ტელეგაკვეთილი'' მასწავლებელმა ნათია ფურცელაძემ ჩაატარა.

ქართულის მასწავლებლის ,,ტელეგაკვეთილმა'', სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება და დადებითი შეფასება დაიმსახურა:

,,საინტერესო თემა, საინტერესო დავალებები ...მადლობა ნათია მასწავლებელს.''

,,როგორ მომწონს, ქიმიკოსი ვარ, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვადევნებ თვალს, გაიხარეთ თქვენ.''

,,ნათია, აღფრთოვანებული ვარ თქვენი გაკვეთილებით და დიდი სიამოვნებით გიყურებთ:) ძალიან კარგი პროექტია, ეს ის შემთხვევაა ,,ზოგი ჭირი რომ მარგებელია.''

,,აღფრთოვანებული ვარ ნათია მასწავლებელო თქვენით. გაიხარეთ.'' - წერენ კომენტარებში.

,,საყვარელო ადამიანებო, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ არ იშურებთ ასეთ თბილ სიტყვებს ჩემი გაკვეთილის მისამართით. სიტყვას დიდი ძალა აქვს და მეც მაძლიერებს თქვენი ამგვარი შეფასება. ბევრს ვღელავ, ბევრს ვფიქრობ,თუმცა ყველანაირად შევეცდები, ენერგია არ დავიშურო. გიგზავნით დიდ სიყვარულს, განსაკუთრებით - ბავშვებს,'' - აღნიშნავს დადებითი კომენტარების საპასუხოდ ნათია ფურცელაძე. 

იხილეთ ,,ტელეგაკვეთილი'' და არ დაგავიწყდეთ!!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.

წაიკითხეთ სრულად