Baby Bag

​მოსწავლე ვეღარ დარეკავს კლასში - ეს და სხვა შეზღუდვები Teams-ში, რომლებიც ამ კვირაში დაიწყება

​მოსწავლე ვეღარ დარეკავს კლასში - ეს და სხვა შეზღუდვები Teams-ში, რომლებიც ამ კვირაში დაიწყება
იწყება პოლისების მოსწავლეებზე გავრცელება, რომელიც გულისხმობს შემდეგ შეზღუდვებს:

მოსწავლე ვეღარ დარეკავს კლასში. შეეძლებათ მხოლოდ მასწავლებლის მიერ დაწყებულ გაკვეთილზე შეერთება. მასწავლებელმა არასწორადაც რომ დაიწყოს გაკვეთილი (კალენდარიდან სწორად ჩანიშვნის გარეშე), მოსწავლე მაინც ვერ შეძლებს სხვა მოსწავლის გაკვეთილიდან გაგდებას. (მხოლოდ ხმის გათიშვის უფლება ექნება და თუ მაინც არასწორად დარეკავს რომელიმე მასწავლებელი, გაკვეთილის მიმდინარეობის დროსაც შეუძლია მასწავლებელს მოსწავლის როლი შეცვალოს, ან პრეზენტატორი მხოლოდ თვითონ იყოს).
მოსწავლეებს შეეზღუდებათ გაკვეთილის ჩაწერის უფლება (მხოლოდ მასწავლებელი შეძლებს ჩაწერას).

მოსწავლეებს გაეთიშებათ ჩეთის ფუნქცია (ანუ ვეღარ მისწერენ უცხო, ან ნაცნობ მასწავლებლებს/მოსწავლეებს, ვერ დაურეკავენ ვიდეო ან აუდიო ზარით სხვა მოსწავლეებს/მასწავლებლებს და ვერ შეუშლიან ხელს გაკვეთილის მიმდინარეობის დროს). 

მოსწავლეს დარჩება უფლება, პრივატ ტიმსის შექმნის, სადაც შეუძლია საჭიროების შემთხვევაში რაიმე პროექტზე მუშაობისას გამოიყენოს ტიმსი და კალენდარიდან დანიშნოს მხოლოდ ივენთები, ისარგებლოს ვიდეო ზარით კალენდარიდან დანიშნული ივენთის შემთხვევაში და გამოიყენოს ის ფუნქციონალი რაც მას სჭირდება.
თუ მასწავლებელს სჭირდება ერთ კონკრეტულ ბავშვთან ცალკე საუბარი, შეუძლია კლასში, ან ცალკე შექმნილ Teams-ში, Private chennel-ის დამატებით მოიწვიოს კონკრეტული მოსწავლე ცალკე ჩეთში და იქ ესაუბროს როგორც ტექსტურად, ასევე ვიდეო/აუდიო ზარის საშუალებით.
მოსწავლეების დიდი რაოდენობის გამო (500 000-ზე მეტი) აღნიშნული პოლიტიკები ეტაპობრივად გავრცელდება. სამუშაოები, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე დასრულებდა.
მასწავლებლებს გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსების გასავლელად კიდევ ერთი შანსი ეძლევათ!
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი მასწავლებლებს კიდევ ერთ შანსს აძლევს გაიარონ ონლაინ ტრენინგები მასწავლებლის სახლის მაღალკვალიფიციურ ტრენერებთან. ,,ეს იქნება გამოცდის წინ მოსამზადებელი კურსები, რომლ...

შეიძლება დაინტერესდეთ

რა კვალიფიკაციას უნდა ფლობდეს პირი, რომ მან საგნის გამოცდაზე მიღებული შედეგი მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის გამოიყენოს?

რა კვალიფიკაციას უნდა ფლობდეს პირი, რომ მან საგნის გამოცდაზე მიღებული შედეგი მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის გამოიყენოს?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:

• მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;
• ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ასევე პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
• მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.

თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის.

პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად როგორც საგნობრივ (შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი), ასევე პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, პედაგოგობის მსურველ პირს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ 


საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 30 მარტის 10:00 საათიდან 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge.


კომპეტენციის დადასტურება და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:

  • ქართულიენადალიტერატურა (დაწყებითისაფეხური);
  • მათემატიკა (დაწყებითისაფეხური);
  • ბუნებისმეტყველება (დაწყებითისაფეხური);
  • ქართულიენადალიტერატურა, მათემატიკადაბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);
  • ქართულიენადალიტერატურა (საბაზოან/დასაშუალოსაფეხური );
  • ქართული, როგორცმეორეენა (დაწყებითი, საბაზოან/დასაშუალოსაფეხური);
  • მათემატიკა (საბაზოან/დასაშუალოსაფეხური);
  • საზოგადოებრივიმეცნიერებები (საბაზოან/დასაშუალოსაფეხური):ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქოგანათლება;
  • საბუნებისმეტყველომეცნიერებები (საბაზოან/დასაშუალოსაფეხური):ფიზიკა,ქიმია, ბიოლოგია;
  • უცხოურიენები (დაწყებითი, საბაზოან/დასაშუალოსაფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული;
  • ესთეტიკურიაღზრდისსაგნები: სახვითიდაგამოყენებითიხელოვნება, მუსიკა, სპორტი;
  • ინფორმაციულიდასაკომუნიკაციოტექნოლოგიები;
  • პროფესიულიუნარები.

ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველთათვის კი რეგისტრაციის საფასური 50 ლარია. აპლიკანტს საგნის გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად უბრუნდება, თუ ის 30 აპრილის 18:00 საათამდე უარს განაცხადებს საგნის გამოცდაში მონაწილეობაზე (შესაბამისი განცხადებით მიმართავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ხოლო რაიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებს).
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

1. ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

აპლიკანტებმა, რომლებიც გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, 30 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ ცნობა (ფორმა №100) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართზე: ე.მინდელის ქ. N9) ან საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

პროგრამები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წინასაგამოცდო პერიოდში აპლიკანტებს ონლაინკონსულტაციების გავლას სთავაზობს. ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე მსურველებს ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პასუხი ყველა კითხვაზე. კონსულტაციები შეეხება რეგისტრაციის პროცესსა და საგამოცდო პროცედურებს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
წაიკითხეთ სრულად