„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
ტრენინგი, რომელიც მათემატიკის პედაგოგებს გამოცდაზე 10 კრედიტის აღებაში დაეხმარებათ - გამოცდები 2020
მასწავლებლობის მსურველებს გამოცდის დაწყებამდე თვეზე ნაკლები რჩებათ. პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი მასწავლებლებს სთავაზობს ტრენინგებს, რომლებიც მათემატიკის პედაგოგებს გამოცდაზე 10 კრედიტის მოპოვებაში დაეხმარებათ.
,,მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც გამოცდაზე გადიან, შესაძლებლობა ეძლევათ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის მათემატიკა I-VI და VII-XII ტრენინგის ბოლო ნაკადზე რეგისტრაცია გაიარონ. სწორედ ეს ტრენინგი დაეხმარებათ მასწავლებლებს გამოცდა 10 კრედიტზე ჩააბარონ. ტრენინგს ატარებენ მასწავლებლის სახლის ტრენერები, რომელთა ნაწილიც თავად ასწორებს ამ გამოცდას,'' - აღნიშნავენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში.
ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგი მოიცავს 8 სესიას, თითოეული მათგანის ხანგრძლივობაა 2 საათი:
,,კურსის დასაწყისში მასწავლებლებს ელექტრონული კრებული და ტესტური დავალებები მიეწოდებათ,'' - აღნიშნავენ ცენტრში.
ტრენინგებზე რეგისტრაცია 10 ივლისს დასრულდება (ადგილები შეზღუდულია), ტრენინგები კი 11 და 12 ივლისიდან დაიწყება და ყოველდღე ჩატარდება.