„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
ვინ უნდა წარადგინოს სკოლიდან მასწავლებლის სტატუსის ცვლილების შესახებ წინადადება
ვინ უნდა წარადგინოს სკოლიდან მასწავლებლის სტატუსის ცვლილების შესახებ წინადადება?
როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში აღნიშნეს, სკოლიდან მასწავლებლის სტატუსის ცვლილების შესახებ წინადადება სკოლის დირექტორმა უნდა წარადგინოს, მასწავლებლის სახლი განიხილავს მასწავლებლებლის სტატუსის ცვლილების შესახებ სკოლის დირექტორის მიერ წარდგენილ წინადადებას და ბრძანებით მიანიჭებს მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსს. ამის შემდეგ მასწავლებელი მიიღებს გაზრდილ ხელფასს.