„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
რა დაპირებას იძლევა განათლების მინისტრი ახალ სასწავლო წელს?
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. რა დაპირებას იძლევა მინისტრი ახალ სასწავლო წელს? - იხილეთ მინისტრის დაპირება და მილოცვა სიტყვა-სიტყვით:
„ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პედაგოგებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
დღეიდან თქვენს ცხოვრებაში კიდევ ერთი საინტერესო ეტაპი იწყება.
გისურვებთ დიდი მონდომებით შეუდგეთ შემეცნებისა და ცოდნის დაუფლების პროცესს.
მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი განათლება წარმატების, ასევე ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია.
მე, როგორც მინისტრი, გპირდებით, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ განათლების სისტემის რეფორმირებისა და განვითარებისთვის, რათა თითოეულ თქვენგანს სწავლისა და შრომის ღირსეული, თანამედროვე პირობები შეგიქმნათ.
შემოქმედებით და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ!“