„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
ინფორმაცია იმ პრაქტიოსი მასწავლებლებისთვის, რომლებმაც შემოდგომის გამოცდებზე დაადასტურეს კომპეტენცია და შედეგი ჯერ არ ასახვიათ სისტემაში
მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა იმ პრაქტიოსი მასწავლებლებისთვის, რომლებმაც შემოდგომის გამოცდებზე დაადასტურეს კომპეტენცია და შედეგი ჯერ არ ასახვიათ სისტემაში, ინფორმაციას ავრცელებს:
„იმ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რომლებმაც შემოდგომის გამოცდებზე დაადასტურეს კომპეტენცია და შედეგი ჯერ არ ასახვიათ სისტემაში. წინადადების წარდგენის ვადად განისაზღვრა პერიოდი 23 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა.
მისივე ცნობით, შესაბამისი ბრძანება სკოლებს მიუვათ.