„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
ინფორმაცია პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რომლებიც უფროსის სტატუსის მინიჭებას ელოდებიან
პრაქტიკოს მასწავლებლებს უფროსის სტატუსი მომდევნო კვირაში მიენიჭებათ, - ამის შესახებ Moms.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
„ორშაბათიდან დაიწყება სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაციის დაგზავნა, სისტემაში ასახვას კი 1 ან 2 დღე სჭირდება. პედაგოგები, რომლებსაც სტატუსი შეეცვლებათ, დანამატს იანვრის ბოლოდან მიიღებენ,“ - აღნიშნეს მასწავლებლის სახლში.
მათივე ცნობით, იმ უფროს მასწავლებლებს, რომლებიც წარდგენილნი იყვნენ წამყვანის სტატუსის მინიჭებაზე, ახალი სტატუსი მომდევნო კვირაში მიენიჭებათ.