„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
მასწავლებლებს გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსების გასავლელად კიდევ ერთი შანსი ეძლევათ!
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი მასწავლებლებს კიდევ ერთ შანსს აძლევს გაიარონ ონლაინ ტრენინგები მასწავლებლის სახლის მაღალკვალიფიციურ ტრენერებთან.
,,ეს იქნება გამოცდის წინ მოსამზადებელი კურსები, რომლებიც დასრულდება გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე. ტრენინგის გავლის შემდეგ, მასწავლებლები გარანტირებულად ჩააბრებენ გამოცდას და მიიღებენ სასურველ შედეგს,'' - აღნიშნავენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში.
მასწავლებლები ტრენინგის დროს უზრუნველყოფილი იქნებიან საჭირო თეორიული მასალითა და სავარჯიშოებით.