„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
პრეტესტებზე რეგისტრაცია 15 ივნისამდე მიმდინარეობს! - ინფორმაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი დაწყებითი საფეხურის (I-IV კომბინირებული) მასწავლებლებს სთავაზობს გამოცდის პრეტესტს.
ცენტრის ინფორმაციით, პრეტესტის საშუალებით მოხდება მასწავლებლის ცოდნის დიაგნოსტირება, რის შემდეგაც გაიმართება 10-საათიანი კონსულტაციები მასწავლების სახლის ტრენერებთან. კონსულტაციის დროს პედაგოგებს გადაეცემათ გამოცდისათვის მოსამზადებელი მასალების ელექტრონული ვერსია.
პრეტესტზე რეგისტრაცია 15 ივნისის ჩათვლით არის შესაძლებელი.