„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
თიმსში მუშაობისას მასწავლებლების უმეტესობა ამ პრობლემებს აწყდება
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის დაკვირვების შედეგად, თიმსში მუშაობის პრობლემებად რამდენიმე სახელდება:
კალენდარში ჩანიშნულ შეხვედრას არ აჩვენებს;
ვერ შევდივარ გაკვეთილზე;
არ მიჩვენებს დავალებებს;
მასწავლებელს დამატებული ვყავარ და მე ვერ ვხედავ გუნდსრ ვდებ დავალებას, ვერ ვნიშნავ შეხვედრას.
ამის გამომწვევი მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში არის შემდეგი:
სინამდვილეში საერთოდ არ ხართ დამატებული გუნდში იხ. ფოტო N 1 (სად ნახოთ გუნდი)
(ხშირად სახელი და გვარით ამატებენ, რაც არასწორია. წევრის დამატება აუცილებელია მისი სრული ელფოსტით, რომელიც მასწავლებლის შემთხვევაში ბოლოვდება teachers.gov.ge ხოლო მოსწავლის students.gov.ge)
გაწევრიანებული ხართ გუნდში, თუმცა არაა თქვენი კლასის გუნდი,არამედ სხვისია. ამის გადამოწმება შეგიძლიათ N 2 და N3 ფოტოს ინსტრუქციის მიხედვით.
ვერ ამოწმებთ დავალებებს, რადგან გუნდში არ გაქვთ მფლობელის სტატუსი, არამედ ხართ ჩვეულებრივი წევრი იხ.ფოტო N 3
არ გაქვთ მოწყობილობაში გასწორებული თარიღი და დრო. საათი უნდა იყოს ზუსტად არჩეული, ასევე დროის სარტყელი +4 იხ. ფოტო N 4 და ფოტო N 5
,,ზემოთ აღნიშნული პრობლემების შემთხვევაში გულდასმით გადაამოწმეთ ყველა პუნქტი, თან რამდენჯერმე,'' - აღნიშნავენ emis-ში.