„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
გაითვალისწინეთ, რომ ბრაუზერი არ უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე.
მაგალითად, Google Chrome-ს ბრაუზერი როდესაც გაქვთ ქართულ ენაზე გადაყვანილი (არ აქვს მნივშენლობა teams-ის თარგმნისთვის შეცვალეთ თუ სხვა დანიშნულებით) და შედიხართ ელექტრონულ ჟურნალში, ამის გამო იქმნება გარკვეული ხარვეზები.
მაგალითად მუდამ ერთ თარიღს აჩვენებს, აქვს სიტყვები ცვლილება- კლასი წერია ,,კლასიკური", არ ინახავს შეყვანილ მონაცემებს და ა.შ. ეს გამოწვეულია ზემოთ ხსენებული ნათარგმნი ბრაუზერით და არა ჟურნალის ხარვეზით.
ამიტომ, წაშალეთ და ახლიდან ჩამოტვირთოთ ასეთი ბრაუზერი, არ თარგმნოთ ის ქართულზე და ისე ისარგებლეთ.
ხოლო, რაც შეეხება microsoft teams-ს თუ გნებავთ რომ ქართულ ინტერფეისზე იყოს, ამისათვის შეგიძლიათ ენა შეცვალოთ მოცემული ვიდეოს მიხედვით. ენის შეცვლა შეგიძლიათ თიმსის ჩამოტვირთულ აპლიკაციაშიც. https://youtu.be/47_Ul3GYCCc,'' - აღნიშნულია განცხადებაში.