„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული პედაგოგებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს. გთავაზობთ მათ განცხადებას:
„მასწავლებელთა საყურადღებოდ!
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა (რომელიც eflow-ს საშუალებით სკოლებს დაეგზავნათ) ტრენინგის გავლის შესახებ გახლავთ ვალიდური და ადასტურებს, რომ პედაგოგმა წარმატებით გაიარა თავისი სტატუსის შესაბამისი ტრენინგი.
ცნობები სკოლებს ეგზავნებათ მუდმივ რეჟიმში,“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.