„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
ინფორმაცია 2019 წლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებაზე რეგისტრაციის შესახებ
2019 წლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებაზე რეგისტრაციისას ზედმეტად/შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება 27 მაისიდან 25 ივნისის 18:00 საათამდე.
ქ. თბილისში - მისამართზე: ე. მინდელის ქ. N9;
რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:
ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი (22 სიმბოლოსგან შემდგარი ნომერი) და ანგარიშის დასახელება (გვარი, სახელი);
აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი;
ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით თანხის გადახდის შემთხვევაში - შესაბამისი ამონაწერი ან თანხის გადახდის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.
იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო საფასური გადახდილია:
საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.
თანხები თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მინდობილობა და განცხადებაში უნდა შეავსოს როგორც დაინტერესებული პირის, ისე კანონიერი წარმომადგენლის გრაფა და განცხადების ფორმას უნდა დაურთოს თავისი პირადობის მოწმობის ასლი.