„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
„დიახ, მე პრაქტიკოსი ვარ და ვისაც სურს, შემეჯიბროს ბავშვების აღზრდაში...“ - მასწავლებლის მიმართვა განათლების მინისტრს
პედაგოგმა ეთო სააკაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით განათლების მინისტრის საჯაროდ მიმართა.
გთავზობთ მიმართვას უცვლელად:
„მოგესალმებით, ძვირფასო მინისტრო... ბევრი ვიფიქრე ეს წერილი მომეწერა თუ არა და ბოლოს გადავწყვიტე ...არ მინდა სკოლიდან წასვლის შემდეგ დავწერო რამე ... ჯობია, ახლა ვთქვა ჩემი სათქმელი...მე პედაგოგი ვარ... 15 წელია ვმუშაობ... გამოცდები ჩავაბარე, მაგრამ ერთი რამ ჩემთვის გაუგებარია... კრედიტები მე ჩემი თითოეული ბავშვის მიმართ დამოკიდებულება მგონია... ამ რეფორმით ჩვენ განათლებული მასწავლებლები და მიტოვებული ბავშვები მივიღეთ... დიახ, სიმართლეს ვწერ... იმ დროს, რასაც ამ ბიუროკრატიას ვუთმობთ, მე პირადად, მათ სულში ჩახედვას ვამჯობინებ... მე სკოლით არ ვამთავრებ მათთან ურთიერთობას... მე მათით ვცხოვრობ და ეს ლიტონი სიტყვები არააა... არც მარტო ხელფასისთვის ვმუშაობ.. მე მიყვარს ისინი და ვცდილობ მათი ყოველი პრობლემა მათთან ერთად მოვაგვარო... მე არ ვიცი შევძლებ თუ არა 19 კრედიტის მოგროვებას, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, მე მათ ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დავტოვე... ისე ვიზრუნე, როგორც საკუთარ შვილებზე... არ ვიცი, რა იქნება ხვალ... სექტემბრიდან თუ პრაქტიკოსად დავრჩი, მომიწევს მათი დატოვება... მე გამიჭირდება მათ გარეშე... არა მგონია, რომ მხოლოდ ამ სტატუსებითა და კრედიტებით უნდა წყდებოდეს მასწავლებლის ბედი... დიახ, მე პრაქტიკოსი ვარ და ვისაც სურს, შემეჯიბროს მათ აღზრდაში... მათ სიყვარულში და მათ ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში... მასწავლებელი ბავშვებისაა...“