მასწავლებლის სახლის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებას - ვინც სტატუსით მაღლა დგას, მას მეტი საათი უნდა ჰქონდეს, მასწავლებელთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მათი ნაწილი ეთანხმება ამ მოსაზრებას, ნაწილისთვის კი მიუღებელია. გთავაზობთ პედაგოგების კომენტარებს აღნიშნულთან დაკავშირებით:
„მეტი საათი უნდა ჰქონდეს გასაგებია, კი, მაგრამ ისე არა, რომ ქიმიკოსი ფიზიკას ართმევდეს საათებს. ამ პრინციპით არა, თავის საგანში კი ბატონო. ვიცი შემთხვევა, სადაც ქიმიკოსს აქვს 25 საათი იმიტომ, რომ მენტორია და ფიზიკოსს 8 საათი, იმიტომ რომ იმ მენტორმა შეითვისა ფიზიკის საათებიც. ეს ნორმალურია? - არადა, თავის საგანში ჩაბარებული აქვს გამოცდა, ფიზიკის მასწავლებელს.“
„ჩამოგვართვეს საათები იმ მასწავლებლებს, ვინც სტატუსით მაღლა ვიდექით...თანაც 10 კრედიტი გვაქვს მიღებული წლების წინ...უფროსები გახადეთ 1 კრედიტით და თანაც საათებიც მიართვით „დამსახურებულად“ ზოგიერთებს...ამაზე ვინ გამცემს პასუხს, მაინტერესებს...“
„მეც მასე გამიკეთეს და ყველაფერი რესურცენტრების ჩარევით ხდებოდა, დამცირების ფასად იმიტომ, რომ სამინისტროს თავის ნებაზე ჰყავს მიშვებული და რასაც უნდა იმას აკეთებენ. ვინმე დაინტერესებულა და შეუმოწმებია სკოლები?“
„რატომ იძლევით 15 საათით მანიპულირების საშუალებას? როდის გახდა 15 საათი სრული განაკვეთი? ან იქნებ ახსნათ, თუ 15 საათი განაკვეთია, ათვლის წერტილი რატომ არის 18 საათიანი დატვირთვა?“
„ყველას უფროსის სტატუსი, რომ მიაკერეთ „ვაი, კრედიტომანიით'' და ეხლა ფიზიკურად საათი არ არის და მუშტრის თვალით რომ გიყურებს, რომ უნდა გაუყო ან დაუთმო, ეგ როგორ გვარდება თქვენს გაგებაში?“
„უფროსის, წამყვანისა და მენტორის მოსწავლეებიც დადიან რეპეტიტორებთან.“
„ჯერ დაასაქმეთ ის სტატუსით მაღლა მდგომები! მეზღაპრეობენ! ჰმ! რამდენი დარღვევის შესახებ მივწერე პირადად მას და რა გააკეთა?!“
„მივესალმები მსგავს მიდგომას!!! ზუსტადაც სტატუსით მაღლა მდგომ პედაგოგს მეტი საათი უნდა ჰქონდეს! მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ასეა და ამას სამინისტრო სხვებზე უკეთ აფასებს!!!“
„რატომ არ შეიძლება, რომ სტატუსით მაღლა მდგომ დირექტორების შემთხვევაში, რომ დაუშვათ გამონაკლისი და დართოთ ნება 15 საათიანი დატვირთვის? გამოდის, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი ატარებს 25 საათ, ხოლო მე, როგორც დირექტორი და ამავდროულად უფროსი მასწავლებელი, 10 საათს იმიტომ, რომ კანონი კრძალავს. რამდენად სამართლიანია ეს?“
„იმასაც გააჩნია, ვინ როგორ აიმაღლა სტატუსი, გამოცდის 1 ქულით რომ იმაღლებენ სტატუსს და თავი უფროს მასწავლებლად მოაქვთ, უსამართლობაა! უფროსია ის პედაგოგი, რომელმაც ჩააბარა გამოცდა და აიღო 10 კრედიტი, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული.“
„ჯერ დაასაქმეთ უფროსი მასწავლებლები. მიდიხარ გასაუბრებაზე და დამწყები მინდა, გეუბნება კორუმპირებული დირექტორი.. ახლა აღარც ვცდილობ დავმალო. სადაც ვიყავი გასაუბრებაზე, ყველა დირექტორი უნდა დავასახელო და მათი სამარცხვინო გასაუბრებებიც.“
რა მეთოდებით, რა ხერხებით დავაინტერესოთ თანამედროვე, საკმოდ კრიტიკულად მოაზროვნე ბავშვები? - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი
რა მეთოდებით, რა ხერხებით უნდა დავაინტერესოთ თანამედროვე, საკმოდ კრიტიკულად მოაზროვნე ბავშვები? - ამ თემაზე 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ხათუნა რაზმაძემ ისაუბრა.
„პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარია განწყობა. ყოველ გაკვეთილზე უნდა იყოს განცდა - ნეტავ, არ დამთავრდეს და არა ის, რომ როდის დამთავრდება. რომ ჩავივლი ხოლმე დერეფანში - მას, როდის შემოხვალთ ჩვენთან? ეს განცდა ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე მიდგომებიდან გამომდინარე, მე სულ ვამბობ, რომ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ბანკი თავში - აქტივობათა, მიდგომათა, სტრატეგიათა. არ გაამართლა ერთმა აქტივობამ - სასწრაფოდ რომ ჩაანაცვლოს მეორით. პირველ რიგში, მასწავლებელი თავად უნდა იყოს შემოქმედებითი, კრიტიკულად მოაზროვნე, რომ ასწავლოს მოსწავლეებს პრობლემების გადალახვა, დისკუსია, თვითრეალიზება, საკუთარი თავის წარმოჩენა. მე დაწყებით საფეხურს ვასწავლი და ეს ყველაფერი თუ თავიდან არ დაიწყო, მერე უკვე მეტ-ნაკლებად უჭირთ.
კარგია, როცა ბავშვებს უყვართ მასწავლებელი, ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ არის ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა, სადაც ბავშვი თავს გრძნობს ბედნიერად. რაც მთავარია, გაკვეთილზე უნდა აღმოაჩინო ბავშვი მისი განსაკუთრებული შესაძლებლობებით,“ - აღნიშნა ხათუნა რაზმაძემ რუსთავის 2-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო.“